"ბორჯღალოსნები" - ცვლილებებით რუსეთთან მატჩისთვის

AutoSharing Option
პარიზში პორტუგალიის ნაკრების 39:24 დამარცხების შემდეგ 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონი - "ბორჯღალოსნები", "შევარდენზე" ტურნირის დასკვნითი შეხვედრისთვის ემზადება.

14 მარტს საქართველოს ნაკრები "მიხეილ მესხზე" რუსეთს, 16:00 საათზე უმასპინძლებს და მისი მიჯრით მე-19 დამარცხებით მორიგი "დიდი სლემის" გაფორმებას ეცდება. 1993 წლიდან დღემდე, ამ გუნდებმა ერთმანეთში 23-ჯერ ითამაშეს და რუსეთმა მოიგო ერთხელ, სულ პირველ მატჩში (15:9), ერთხელ ფრე დაფიქსირდა (2002 წელს 12:12), დანარჩენ 21 შემთხვევაში კი გამარჯვება საქართველოს დარჩა.

რუსეთს ყველაზე დიდი სხვაობით 2012 წელს, "მიხეილ მესხზე" მოვუგეთ - 46:0. ამ სტადიონზე
"დათვებს" ბოლოს 2015 წელს ვეთამაშეთ და მეტოქემ ვერც მაშინ შეძლო ქულის აღება – 33:0.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში "ბორჯღალოსნებმა" ოთხიდან ოთხი შეხვედრა მოიგო - რუმინეთთან (41:13), ბელგიასთან (78:6) და პორტუგალიასთან ბონუსით, ხოლო ესპანეთთან ბონუსის გარეშე (23:10). რუსეთის ნაკრებმა პირველი მატჩი შინ ესპანეთთან დათმო (12:31), მერე დამარცხდა ბელგიასთან (12:38), თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში პორტუგალიას (19:18) და რუმინეთს (32:25) სძლია და 8 ქულით მეოთხე ადგილზეა. "ბორჯღალოსნებს" 19 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს 10 ქულით უსწრებს.

ცვლილებაა გაფართოებულ შემადგენლობაში. გუნდს დაემატა მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე, ასევე, ბურჯი ლაშა ტაბიძე. ტრავმა მოიშუშა და რუსეთთან სათამაშოდ ემზადება აკაკი ტაბუცაძე.

გაფართოებულ შემადგენლობაშია ლაშა მალაღურაძე, რომელიც რუსეთთან თამაშის შემთხვევაში მე-100 კეპს მოიხვეჭს და გახდება მეოთხე ქართველი "ცენტურიონი" - დავით კაჭარავას, მერაბ კვირიკაშვილის და გიორგი ჩხაიძის შემდეგ.

გაფართოებული შემადგენლობა რუსეთთან

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 1), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი,1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი, 2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, 3), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 3), ლაშა ტაბიძე (ბორდო, 3); ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, 4-5); ბექა საღინაძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, 6-7), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 6-8), ბექა გორგაძე (ბორდო, 6-8)

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 9), გელა აფრასიძე (მონპელიე, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10-15), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 10), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, 10-12), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11, 12, 13, 14), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი, 12-13), ლაშა ლომიძე (აია, 12-13), დავით კაჭარავა (ენისეი, 13), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი, 11-14), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი, 15)

Sportall.Ge

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 2 /
ალბათ უმჯობესია ეს არაფრის მომცემი შეხვედრა არ შედგეს,"კორონა" ვირუსის გამო
ნიკ
13:41 10-03-2020
12
გიგაშვილი სად არის რა ჭირს?
Roma
12:42 10-03-2020
0

სიახლეები პოპულარული