შარშანწინდელიც კი მახსოვს შენგან ბრიყვული წყენაო

რუმინეთს და ბელგიას რუსეთთან შურისძიების ჩინებული შესაძლებლობა მიეცათ

რუსეთმა 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის განაცხადი გამოაცხადა. თბილისში "დათვებს" ოთხი მორაგბე ვერ დაეხმარება: "სეილ შარკსში" დაბრუნებული ვალერი მოროზოვი და ტრავმირებულები - ნიკიტა ჩურაშოვი, ვლადისლავ სოზონოვი და რამილ გაისინი. ამ უკანასკნელმა გუშინ განაცხადა, რომ ბოლოს და ბოლოს საქართველოს დამარცხების დრო დადგა. ჩვენმა გუნდმა ვადამდე მოიგო ტურნირი და მისთვის ამ მატჩს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა რუსებთან თამაში ყოველთვის პრინციპულია და აქ "პრაქტიკულობა" მეორეხარისხოვანია. აი, მეტოქისთვის კი შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ "ბორჯღალოსნები", დიდი ალბათობით, კვლავ სძლევს რუსებს, შეიძლება მათმა გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავოს და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში იბრძოლოს. სიტუაციასა და "შიშებზე" rugger.info-სთან ეგორ ლენსკიმ ისაუბრა.

"მოცემული მომენტისთვის რუსები უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან - 8 ქულა მინიმუმ მეხუთე ადგილზე გასვლის გარანტიას აძლევს. იმისათვის, რათა "დათვებმა" თავი აარიდოს დივიზიონში დასარჩენ პლეი-ოფის შეხვედრას, საქართველოსთან თუნდაც ერთი სატურნირო ქულა უნდა აიღოს. თუ ეს არ მოხდა, ბოლო ადგილის ბედი რუმინელთა და ბელგიელთა ხელში აღმოჩნდება.

თუ რუმინელებმა გასვლაზე ბონუსით იმარჯვეს, რუსეთი ბოლო პოზიციას დაიკავებს, ვინაიდან ბელგიის მსგავსად 8 ქულა ექნება, მასთან პირადი შეხვედრა კი წაგებული აქვს.

შეუძლია კი ბელგიას არ დამარცხდეს რუმინეთთან 7 ან ნაკლები ქულით? ეს ის კითხვაა, რომელზეც რთულია ცალსახა პასუხის გაცემა. ჯანსაღი ლოგიკის მიხედვით, რუმინეთი ტურნირზე ბოლოს მეტოქის განადგურებით თავისი გულშემატკივრების გახარებას და გასახდელში პოზიტივის შეტანას შეეცდება. თუმცა ბელგია უკანასკნელ ხანს მოძლიერდა და შეუძლია რუმინეთს სავსებით რეალური და არა დადგმული ბრძოლა გაუმართოს.

თუ ვითარებას "შეთქმულების თეორიის" პოზიციით შევაფასებთ, გასახსენებელია, რომ რუსეთის საჩივრის გამო რუმინეთი მსოფლიოს თასის მიღმა დარჩა, ხოლო ბელგიას, რომელსაც ასევე ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა მოთამაშეთა ნატურალიზებასთან დაკავშირებით, დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწია.

ახლა განაწყენებულებს შურისძიების შანსი მიეცათ. ამისათვის რუმინეთმა უნდა გაიმარჯვოს, ხოლო ბელგიამ ბონუსი აიღოს - თუ რუსეთი საქართველოდან ხელცარიელი დაბრუნდება. "შეთქმულებს" ის უპირატესობაც აქვთ, რომ თბილისური მატჩი ადრე დაიწყება.

როგორც ხალხური სიბრძნე ამბობს - სურვილი იყოს, თორემ საშუალება მოინახება. "ბოროტი ხმები" გაუხმაურებელ მოლაპარაკებებზე სარაგბო სამყაროში ხანდახან ვრცელდება... თუმცა ეს ყველაფერი ზემოთქმული მეტი არაფერია, თუ არა კოშმარები, რომლებიც ავტორის ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფია, სიმადვილეში ხომ ჩვენ რაგბის სისუფთავის და თამაშის ტრადიციის დაურღვევლობის გვჯერა".

ვახო-ს
რა ვქნა თუ არ მაინტერესებს, არ მიყვარს ეს სპორტი. მაყურებელი კი არა თამაშიც აკრძალეს. ეგრეც ვიცოდი
Elviri
Rugeridan ro ar targmnot statiebi da tqvenut sheqmnat rame, ase znelia? Ra ubedurebaa es plagiati da viwro tvalsawieri?
ლაშა
რუმინელებს შურისძიება თუ უნდოდათ მაშინ უნდა მოეგოთ რუსეთისთვის და ეხლა შეთქმულება არ გახდებოდა საჭირო.
zurab
გასაგები გახდა, თუ რატომ ვერ ენდნენ მესხის სტადიონის განათებას. ამას რუსები ორმაგად ცუდად დაგვიმახსორებს მაფიოზებო!
ვახო
პირველი წინადადება რომ არ დაგეწერა არ შეგეძლო?ან ვინ თქვა რომ 26 მაყურებლები აკრძალეს
ვახო
ღმერთი არ გაუწყრეთ და ღრუსებს ბონუსი არ გაატანონ ჩვენებმა!ჩვენი რაგბის კავშირის ( და არა მორაგბეების ) ღრუსეთის მოყვარულობა არაერთხელ გამოჩნდა. ხალხი არ გააბოროტოთ
დავით 67
რაგბი დიდად არ მაიტერესებს, მაგრამ ერთს ვერ ვხვდები, ამ მატჩზე თუ შეიძლება მაყურებლის დაშვება, 26 მარტს ფეხბურთში რატომ არ შეიძლება
greis
კომენტები გამოაქვეყნეთ, თქვენი.......

სიმართლე ითქვას, ამ ჯგუფში ყველაფერი რუმენეთის უსუსურმა გამოსვლამ აურია. რა ანგარიშითაც არ უნდა დაამთავრონ თამაში ბელგიასთან, მაინც სამარცხვინოდ ჩაითვლება მათი წლევანდელი გამოსვლა. რუსეთი კიდევ ხავსს ებღაუჭება, მაგრამ ეს ხავსიც აღარ არის - ჩვენებმა პორტუგალიასთან არადამაჯერებლად ითამაშეს და თუნდაც ამის გამო რუსეთთან სამმაგად მოინდომებენ. ამინდიც მშვენიერი იქნება და გულშემატკივარიც ბლომად მივა. ამიტომ, რა თეორიებიც არ უნდა განავითარონ, რუსებს თავადაც სჯერათ, რომ ბონუსით მარცხი არ ასცდებათ.
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
მაისაშვილი: რუსეთი ცდილობს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს - მზად ვართ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ
მერაბ შარიქაძე: ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა
საქართველო-რუსეთი - ბილეთები
მაისაშვილი: უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა
"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
მერაბ შარიქაძე რუსეთთან მატჩის წინ: გუნდში საოცარი ატმოსფეროა