მამუკა გორგოძე Ultimaterugby-ს სიმბოლურში

AutoSharing Option
სარაგბო ვებგვერდმა Ultimaterugby-მ იმ მორაგბეების სიმბოლური XV დაასახელა, რომლებმაც საერთაშორისო კარიერა 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ დაასრულეს.

ტრადიციულად, სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა "ბორჯღალოსანი" მამუკა გორგოძე:

"ის ტურნირამდეც პენსიაზე იყო და ნაკრებს მისი დასრულებისთანავე დაემშვიდობა. გორგოძე ნაკრებს 2019 წლის მსოფლიო თასზე თანაგუნდელების თხოვნით დაუბრუნდა და საქართველოს ერთ-ერთმა უდიდესმა მორაგბემ, საერთაშორისო მატჩების რაოდენობა 75-მდე გაზარდა. მის თამაშებს 2003-იდან 2019 წლამდე ყველა დიდი სიყვარულით იხსენებს. მას განსაკუთრებით კარგი თამაშები 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასებზე ჰქონდა", - წერია გორგოძის დახასიათებაში.

რჩეული XV ასე გამოიყურება:
15. ბენ სმიტი (ახალი ზელანდია), 14. DTH ვან დერ მერვე (კანადა), 13. რაიან კროტი (ახალი ზელანდია), 12. სონი ბილი უილიამსი (ახალი ზელანდია), 11. კენკი ფუკუოკა (იაპონია), 10. კრისტიან ლეალიიფანო (ავსტრალია), 9. უილ გენია (ავსტრალია), 8. ლუის პიკამოლი (საფრანგეთი), 7. დევიდ ფიქოქი (ავსტრალია), 6. ჯონ ბარკლი (შოტლანდია), 5. სებასტიან ვაჰამაჰინა (საფრანგეთი), 4. მამუკა გორგოძე (საქართველო), 3. სეკოპე კეპუ (ავსტრალია), 2. რორი ბესთი (ირლანდია), 1. ტენდაი მტავარირა (სამხრეთ აფრიკა)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ააფუჩურე, ააფუჩურე ეგენი თორე მარტო ფეხბურთს და კალათბურთს კი არა რაგბსაც მოვუგებ.
ddgfdf
08:32 24-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული