საქართველოში რაგბის ბევრი გულშემატკივარი არ არის, უბრალოდ რუსეთის წინააღმდეგ საქომაგოდ მოდიან, - ამბობს რუსეთის ნაკრების ვიცეკაპიტანი

AutoSharing Option
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების დაღესტნელმა ვიცე-კაპიტანმა ტაგირ გაჯიევმა კორონავირუსის გამო "ჯვაროსნებთან" გადადებულ მატჩზე "РИА Новости"-სთან ისაუბრა.

"მატჩები და ტურნირები მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარდეს. ვთვლი, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ქართველებთან ცარიელი ტრიბუნების წინ ვითამაშებდით. რისკი ყოველთვის არსებობს და ვირუსისგან დაზღვეული არავინ არის. თუმცა ასევე შესაძლებელია ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე დაინფიცირდე. იქ რისკი არაფრით ნაკლები არაა, ვიდრე მოედანზე. საინტერესო მატჩი იქნებოდა. რა თქმა უნდა, საქართველოსთან სავსე სტადიონზე თამაში გაცილებით საინტერესოა. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგ გუნდთან თამაში ყოველთვის კარგი გამოცდილებაა.

თვით მსოფლიოს თასზე თამაში
ასეთი ემოციური არ არის. დიახ, გისტვენენ, ყვირიან, მაგრამ ეს უკეთ თამაშს გაიძულებს. მსოფლიოს თასზე ბევრი ნეიტრალური მაყურებელია, რომლებიც ორივე გუნდს ქომაგობენ. აქ კი 50-ათასიანი სტადიონი, ყველა ხმის ჩახლეჩამდე ყვირის, უსტვენს. იქ შენი თავისა შენ თვითონ არ გესმის.

მინდა სპორტი ყოველთვის პოლიტიკის გარეშე იყოს. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ადამიანია, რომლებიც რაგბის გულშემატკივრები არ არიან, უბრალოდ რუსეთის წინააღმდეგ საქომაგოდ მოდიან. სხვა გუნდებთან ამდენი მაყურებელი არ მიდის".

მკითხველის კომენტარები / 38 /
გაიგეთ ხალხო?რუსეთთან თამაშზე, რუსების კაპიტანს,სავსე სტადიონი ეცოტავება.ესე იგი უფრო მეტი ხალხია საჭირო და უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება.
სოსო
18:45 24-03-2020
1
ამ პლასტმასის ფაბერჟეს უთხარით ჯერ საქართველოს შესახებ გაიგოს რამე და მერე გამოთქვას თავისი ფაბერჟული აზრები. საქართველოში უფრო მეტი გულშემატკივარია ვიდრე რუსეთში და მაყურებლით თუ მის გარეშეც შანსიც კი არ აქვთ მატჩის მოგების. და კიდევ, ეს ისეთივე რუსია როგორც პუტინია აფრიკელი.
ქართველი
20:31 24-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული