რაგბის იტალიალი ლეგენდა: საქართველო "6 ერიდან" მაინც 1 წლის მერე გამოვარდება და აზრი?!

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების კაპიტანმა სერჟიო პარისემ ბრიტანული The Teleraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "6 ერის" შესახებ ისაუბრა და საქართველოს შესახებაც გააკეთა კომენტარი.

"მესმის რატომ საუბრობენ იტალიაზე ყველაზე მეტს. ბოლო დროს ძალიან ბევრი შეხვედრა წავაგეთ. ქართველი რომ ვიყო, "ტულონელი" მამუკა გორგოძის მსგავსად, მეც ვიტყოდი, რომ "6 ერში" შევეშვით.

გავარდნის წესიც რომ შემოვიღოთ, საქართველო "6 ერში" 1 წელს გაატარებს და მერე იქ ისევ იტალია დაბრუნდება. ეს კი რამე ღირებულს შესძენს შეჯიბრებას?!

ცხადია, ჩვენი ბოლო 5 წლის შედეგი იტალიურ რაგბის იმიჯზე დადებითად არ მოქმედებს. მესმის კრიტიკოსებისაც
და შედეგებიც ბედნიერი არ მე ვარ,"- განაცხადა პარისემ.


მკითხველის კომენტარები / 37 /
პლეი-ოფმა გადაწყვიტოს
vaxo_5
14 ივლისი 2020 07:14
0
იტალიას ხის კოვზი გარანტირებული აქვს. თქვენ რამდენჯერ გავარდებოდით?
მერაბ მაღლაკელიძე
13 ივლისი 2020 14:25
1
მთლად ვანგაა ესა. რა იცის ახლა ამან პირველივე სეზონზე რომ გამოვარდებიით თუ ვანგა არ არის ვაიდა არ გამოვარდით მერე რას შვება ესა? ისე ვანგობა ნამეტანია, რას ბოდავს საერთოდ
აკინ
13 ივლისი 2020 13:26
1
ვერ გავიგე ამ იტალიელების, ნუთუ არ ეცოდებათ საკუთარი მაყურებელი? ყოველთვის დამარცხებული, რომ ტოვებენ მოედანს არ რცხვენიათ? თვითონაც როგორია გამარჯვების სიხარული დიდი ხნის დავიწყებული აქვთ. მაგათ ადგილზე რომ ვიყო, თვითონ მოვითხოვდი გავარდნის სისტემას. დღევანდელი სისტემით ბრძოლა მიმდინარეობს ჩემპიონობისათვის, ხოლო ჯგუფში დარჩენისათვის ბრძოლა არ არის, ამიტომ იტალიელებიც არ იკლავენ თავს. ეს კი კლავს რაგბს.
ჟორა
13 ივლისი 2020 09:49
0
რომ გამოვარდნენ,სპონსორებსაც დაკარგავენ და რეკლამებსაც.ეს კი იტალიურ რაგბის კიდევ უფრო უკან დასწევს.ბრიტანელებიც კი იმას იძახიან,ერთი წელიც რომ გავვარდეთ,მთლიანი რაგბის დაფინანსება შემცირდება და ვეღარც ამოვყვინთავთო.ამიტომ,ისევ ჩვენ გვიმეტებენ მარადიულ წუმპეში საჯდომად.
სოსო
14 ივლისი 2020 16:01
0
იტალიამ ამდენი წლის განმავლობაში შანსი ვერ გამოიყენა და სხვებიც იმსაახურებენ შანსს.თვითონაც ძალიან კარგად იციან,რას მისცემს ბოლო ადგილზე გასული გუნდის დაბლითა ლიგის გამარჯვებულით ჩანაცვლება,მაგრამ შემოსავლებში წააგებენ და ეს არ აწყობთ.საქართველოს და ნებისმიერ სხვა გუნდს,რომელიც 6 ერის შემადგენლობაში ითამაშებს,ეს მისცემს ფასდაუდებელ გამოცდილებას და წინსვლის ბიძგს,იქიდან გამოვარდნილ გუნდს კი,სტიმულს,რომ გააძლიეროს ნაკრები და მომდევნო ტურნირზე,ბოლოში აღარ დარჩეს.მთლიანობაში, ეს 6 ერშიც გაზრდის კონკურენციას,მაგრამ ჩვენი ფინანსური სისუსტე აჩერებთ.ჩვენთან ხომ სარეკლამო ბაზარიც სუსტია და აქედანაც დაკარგავენ შემოსავლებს.ასე რომ გზა 6 ერისაკენ,ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე გადის.
სოსო
13 ივლისი 2020 09:34
0
ერთადერთი კომერციული ინტერესი აქვს მაგ ტურნირს. პარისე სიმართლეს კი ამბობს, მაგრამ გამწარების მიზეზი სინამდვილეში იტალიის რეგრესია. იმ დონეზეა უკვე, რომ საქართველოს აღიქვამენ მათ კონკურენტად, თორემ 6 ერის გუნდები არც კი განიხილავენ რეალურ მოწინააღმდეგედ. არც მათი ნათელი მომავალი მოსჩანს თვალსაწიერზე და ამიტომ მიზეზს საკუთარი თავის ნაცვლად საქართველოს ნაკრების დაკნინებაში ეძებენ.
: )))))))
13 ივლისი 2020 12:53
0
შინ ხაჩიკას ხომ არ გეძახიან...
გრიშა
13 ივლისი 2020 06:33
0
იტალიისათვის საქართველო და 6 ერი ისეთივე გამაღიზიანებელი, როგორც რუსეთისათვის ნატო და საქართველო
: )))))))
13 ივლისი 2020 01:47
3
ხო რა უნდა რა, თბილისში მაგათაც მოვუგებდით და შოტლანდიასაც. ირლანდიას 20 წლის წინ მოვუგეთ კინაღამ და სასწაული რატომ უნდა იყოს?
ddgfdf
13 ივლისი 2020 01:45
3
სერჟიო მართლაც ლეგენდაა საკლუბო დონეზე დაა სანაკრებო დონეზეც ლეგენდარული მიღწევა აქვს , ცენტურიონია წაგებებით :P გვათამაშეთ ყოველ წელიწადს 3-4 თამაში ევროპის ბობოლებთან , 2-3 თამაში სამხრეთელებთან და ნახეთ განვითარდებით თუ არა .
კახა
12 ივლისი 2020 22:29
0
6 ერიდან" მაინც 1 წლის მერე გამოვარდება და აზრი?- ასე ქართულად წერა არ შეიძლება. ესაა სლენგი , ასე შეიძლება ქუჩაში თქვა სადმე , მარა წერით არამარტო ამახინჯებთ ენას, უნებლიეთ ცუდ მაგალითს აძლევთ მეგობარო მკითხველს. კომენტარის გამოქვეყნება არ მინდა, წაშალეთ თუ გინდა, უბრალოდ იცოდეთ ეს ამბავი :) არაფერი პირადული. წარმატებები
გადასარევი გიორგი
12 ივლისი 2020 21:49
0
გადარეული გიორგი...
zena
13 ივლისი 2020 00:03
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული