სრული იგნორირება - საქართველოს ნაკრები არც "8 ერში" ითამაშებს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "8 ერის" ნოემბერ-დეკემბერში ჩასატარებელ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამ ინფორმაციას Asie Rugby ავრცელებს და ჯგუფების შემადგენლობასაც ასახელებს.

აღნიშნული ტურნირისთვის "6 ერისთვის" 3 ნაკრების დამატებაზე იყო საუბარი - ფიჯი, იაპონია და საქართველო და საბოლოოდ ჩვენი გუნდი თამაშგარეში დატოვეს. მოკლედ, "ბორჯღალოსნებს" ექსპერიმენტულ ტურნირზე მონაწილეობის უფლებაც კი არ დართეს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ.

გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან:

A ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, ფიჯი

B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია

მკითხველის კომენტარები / 76 /
უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს ბიჭებს, მაგრამ ერთხელ ძლიერ გუნდთთან გამარჯვება და კარგი თამაში არ ნიშნავს ყველაფრისათვის მზად ვართ, აუცილებლად გვჭირდება გარკვეული დრო უკეთ მომზადებისათვის და გაძლიერება დიდი წარმატებების მისაწევად
დათო
28 ივლისი 2020 11:14
1
რასაკვირველია საწყენია, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ არც მქონდა მოლოდინი რომ ჩვენს ნაკრებს 6 ერში ან სხვა უფრო მაღალ დონის ტურნირზე მიგვიწვევდნენ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, გვაკლია სტაბილურობა, მარტო მონდომება არ კმარა, კლასი ბიძია კლასი, ამას გაზრდა სჭირდება და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში ჩვენი მიზნებიც რეალური გახდება. გარდა ამისა თუ რაღაც საფეხურები არ გავიარეთ მწვერვალზე ვერ არ ავალთ, არად არაა ისე როგორც ჩვენ გვინდა უცებ უნდა შევწვდეთ ძეხვს და უცებ უნდა მიგვიღონ ყველგან, ასე რომ ისევ შრომა და ნიჭიერი მომავლის გაზრდაა მიზანი
გოგი
29 ივლისი 2020 00:36
2
ჩვენ ჩვენთავზე დიდი წარმოდგენა გვაქს
თემო მ.
28 ივლისი 2020 18:23
4
მას მერე რაც ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები საკუთარი თანამოქალაქეების ცემისთვის არაერთხელ და მკვლელობაზე ციხეში აღმოჩნდნენ ვფიქრობ ამ გუნდის იგნორი საქართველოს მოქალაქეებმაც უნდა მოვახდინოთ ვიდრე ძველებურ დისციპლინას არ აღადგენენ და ვირულ საქციელს არ შეეშვებიან.
ვახო
28 ივლისი 2020 10:38
7
არ არსებობს პროფესია, რომლის წარმომადგენელსაც კაცი არ მოუკლავს და ცუდი არ გაუკეთებია, ყველგანაა კარგი და ცუდი და ამის გამო რაგბზე გული ავიცრუოთ არასწორია.
gia
28 ივლისი 2020 14:16
0
ფიჯი რა კრიტერიუმით ამჯობინეს საქართველოს, რითი დაგისაბუთეს? თუ რეიტინგის ამბავია, მაშინ ჩვენ იტალიას რეიტინგში ვუსწრებთ!!!
გძინავთ ფედერაციაში?
27 ივლისი 2020 21:14
40
ვერ ვიტყვი, როგორ შეაფასეს, მაგრამ ფაქტს, რომ ფიჯი და იაპონია სპორტული თვალსაზრისით აშკარად გვჯობია, ვერ გავექცევით. გვაქვს სურვილი და სრულიად სამართლიანი, რომ სადმე ვითამაშოთ, მაგრამ ამის პრაქტიკული გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს.
: )))))))
27 ივლისი 2020 21:35
1
არ იყო საჭირო შარშან ინტრიგნული წერილების წერა მსოფლიო რაგბიში. ინტრიგნები და არა მკითხეები არავის არ უყვარს.
sos
28 ივლისი 2020 16:59
2
ძალიან მარტივ კომენტარს გავაკეთებ, რომელიც ბევრს ალბათ არ მოეწონება, მაგრამ ბევრიც დამეთანხმება. ფაქტია, ქართული სპორტის სამყაროში სპორტულ მიღწევებზე მეტად ფულის კეთება აინტერესებს მესვეურთა უმრავლესობას, რომელი სპორტის სახეობაც არ უნდა ავიღოთ. არა ბიზნესის სპორტში კეთება ცუდი სულაც არაა, მაგრამ პირველი ჯერ სპორტული მიღწევებია. ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისთვის, სპორტში დასაქმებული საშოვარზე გადაგებული მოღვაწეების ქმედებები დამღუპველია. კიდევაც ვიმკით შესაბამის შედეგებს ყველა ფრონტზე.
ირაკლი
28 ივლისი 2020 14:16
4
ჩვენმა ფედერაციამ ამ მიმართულებით რაიმე გააკეთა? უბრალოდ ვკითხულობა არ ვაკრიტიებ!
Irakli
28 ივლისი 2020 11:40
2
ყველას როგორ ევასება ტირილი და წუწუნი ამ ქვეყანაში - ეროვნული სპორტია იმენნა
:)

ვერ ვუგებთ როცა კი ვეთამაშებით ტოპ გუნდებს და რატომ გიკვირთ რო არ გვიღებენ ?


ოთარი
28 ივლისი 2020 10:34
0
ფიჯის და იაპონიას უგებს საქართვრლო?
dato
28 ივლისი 2020 10:29
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული