საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "8 ერის" ნოემბერ-დეკემბერში ჩასატარებელ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამ ინფორმაციას Asie Rugby ავრცელებს და ჯგუფების შემადგენლობასაც ასახელებს.

აღნიშნული ტურნირისთვის "6 ერისთვის" 3 ნაკრების დამატებაზე იყო საუბარი - ფიჯი, იაპონია და საქართველო და საბოლოოდ ჩვენი გუნდი თამაშგარეში დატოვეს. მოკლედ, "ბორჯღალოსნებს" ექსპერიმენტულ ტურნირზე მონაწილეობის უფლებაც კი არ დართეს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ.

გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან:

A ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, ფიჯი

B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია

emigranti
აბსოლულტურად გეთანხმებით, ძალიან საინტერესო მოსაზრებაა და ჩვენი მხრიდან მეტი თანადგომა სჭირდება მის განსახორციელებლად. დარწმუნებული ვარ მსოფლიო რაგბის ბოსები ჩვენი ასეთი დემარშის შემდეგ უფრო სერიოზულად დაფიქრდებიან და რაიმე ახალ ფორმატს შექმნიან რათა ის ჯურღმული შეივსოს სადაც პირველი დონის ნაკრებებსა და ჩვენს შორის არსებობს. იქნებ შეიქმნას ინტერკონტინენტალური ლიგა, სადაც ჩვენ ნაკრებთან ერთად იაპონიის, ამერიკის, კანადის, რუმინეთისა და კუნძულელთა ნაკრებები შევლენ. ამას უნდა მივაღწიოთ როგორმე და თუ იქ ვიპირველეთ მერე ყველაფერი თავისთავად მოხდება. მთავარია ბავშვთა რაგბიში დაიწყოს ცვლილებები და მათ სწორად განვითარებას მივხედოთ.
მიროსან
და ვისთან უნდა იშრომო ისევ რუმინეთი, რუსეთი, პორტუგალია და ამნაირებთან? ბობოლები არ გეთამაშებიან და კლასი როგორ უნდა აიმაღლი, წელუწადში ორი ტესტის ხარჯზე?
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
არა ბრატ, ჩვენებს ვირივით ჯანი რომ აქვთ, მაგას რად უნდა ბაზარი...
კ ო მ ბ ლ ე
იგნორირება? ჩვენც ყურებზე დავიკიდოთ, ან ჩავიხადოთ და ტრაკი ვუჩვენოთ, ეგ ხომ უმაღლეს დონეზე შეგვიძლია?...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ამ რაგბისტებს სახლში რო დიდი გული გაქვთ და ტრუბას არ აგდებთ ხელიდან, ეგე ევროპა, მიდით აბა იქაც იკაჩავეთ...გაგიდებენ ლაჯქვეშ...
ალექსანდრე
ეს ხალხი გამაგიჟებს: მეტი ფული უნდა გამოვყოთ, ბავშვთა რაგბი უნდა გავაძლიეროთ, სტადიონებზე უფრო მეტმა ვიაროთ, ესე ვქნათ, ისე ვქნათ...რას მსჯელობთ ხალხო, გულშემატკივრებმა უნდა მოვამზადოთ გუნდი, თუნდაც მსოფლიო თასზე სათამაშოდ? ნაკრები რომ ბოლო მსოფლიო თასზე აშკარად მოუმზადებელი იყო, ვერ შეამჩნიეთ? მელიტონა ბოლო 4 წელი, მგონი მარტო ხელფასს იღებდა. ჩვენს ასაკობრივ ნაკრებს გრანდები რომ გაურბიან მარტო მე ვხედავ? საკმარისი ნიჭი და უნარი გვაქვს რაგბის გასანვითარებლად. კი, რაღაცეებს სწორად მსჯელობთ, მაგრამ ეგ არაარსებითი საკითხებია, თავი და თავი მწვრთნელის "დამსახურებაა", რომ ბოლოს უკვე შერკინებაშიც აღარ ვვარგოდით. აბა გამოხტით ჰეიგის დამცველები, როგორც სხვა დროს და აყაყანდით.
შრომა და მოთმინება ბიძია!
არც გამკვირვებია მსგავსი რამ,რადგან რაგბისტიან,ფედერაციან და გულშემატკივრიანად განცხრომაში ვიყავით რუსებთან და რუმინელებთან მოგებებით,ეს საკმარისი გვეგონა. თუ ყოველდღიურად არ იშრომე და წინსვლა არ გაგრძელეე,შანსი არ გვაქვს. მსოფლიოზე ცუდი გამოსვლა გვქონდა,იტალიას ვერაფერი დავაკელით და რისი იმედი გვქონდა?! არავის უნდა მარტო ჯანიანი რაგბი და დროა განვითარდეთ. ეს იგნორი არ არის,ეს არის რეალობა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს ყველაფერი მივიღოთ ისე, როგორც არის,არ გამოვთქვათ პრეტენზიები და ვეცადოთ განვითარდეთ. ვეცადოთ ყველა თამაშში ვანანებინოთ,რომ შეცდომა დაუშვეს და ჩვენ ვიმსახურებთ ამას. ვიღაცისთვის ეს კატასტროფის ტოლფასია და ასეთი უმრავლესობა არის,მაგრამ ეს კატასტროფა არ არის. გავა დრო და მიხვდებით,რომ ეს რაღაც ახალის და მაგარის დასაწყისი იქნება,მერე ვიამაყებთ ამით. ახლა მარცხი ჯობია,ვიდრე გათამაშონ და შერცხვე ტურნირზე. განვითარდეთ,ვიშრომოთ და ყველა თამაშში დავუმტკიცოთ,რომ #რაგბიჩვენითამაშია!
aburjga
თუ ყვავმა ვარდსა უყნოსოს თავი ბულბული ეგონოს?!
გლახუნა
ეი,მეგობარო- ს წ ო რ ა დ - ნაც-ების დროს გ ა გ ვ ა ჩ ნ დ ა -ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო,რაც დღეს კიდევ უკვე თ ვ ა ლ ს ა ჩ ი ნ ო გახდა- ხდება, ყალიბდებოდა, ვითარდებოდა, მტკიცდებოდა... - ფ ა ქ ტ ი - 4-ჯერ გაზრდილი ეკო-კა, 11-ჯერ გ ა ზ რ დ ი ლ ი სახელმწიფო ბიუჯეტი, 2.2-დან-1.65-ზე განმტკიცებული ფულის ერთეული კურს,ამ დროს 8-10-ჯერ გაზრდილი პენსიები, ხელფასები... კეტებიანი ჯარი ნატო-ს სტანდარეტებს უახლოვდებოდა-დაუახლოეს,სერიოზული ინსფრასტრუქტურული სამუშაოებით, ბათუმი,მესტია,სიღნაღი, ანაკლია და მილიონობით მ ზ ა რ დ ი ტურიზმი,შიდა წარმოების შეუქცევადი ზრდით... ანუ ყალიბდებოდა თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტები- სტრუქტურები, სახელმწიფო უსაფრთხოება ( რასაც ვ ე რ ა ნ ა ი რ ა დ იტანდა კრემლი, რუსეთის და მისი სპეც-სტრუქტურების სინდიკატი- ორგანიზებული კრიმინალური სამყარო და ჯერ 7 ნოემბერი - ი.გიორგაძის დროს სპეც-სამსახრების წევრებთან თავისი ,, სასარგებლო იდიოტებით,, როგორ თუ სახელმწიფო ინსტიტუტებიდან გაგვათავისუფლეთ - კორუფციისათვისო (?! -რეფორმები არააა-ო) ) მათი ნაყიდი ,,მედიით,,მერე - 2008 წლის ომი, მერე 26 მაისი,და ბოლოს- 2012 წლის ,,არჩევნები,, მას შემდეგ ეტაპობრივად და მიზანმიმართულად მ ი დ ი ს სახელმწიფოებრიობის დაუსუსურება, გაძარცვა, დაკნინება, რაც აისახება ბიუჯჯეტზე, მერე სპორტის დაფინანსებაზე, მით ...) და მ ხ ო ლ ო დ პერსპექტივები ყ ვ ე ლ ა სფეროში და ყველა მიმართულებით ...ახლა ნაც-ების მოძულეების -,,სახელმწიფო მოღვაწეობაზე ,, გ ვ ე ლ ა პ ა რ ა თ ... მხოლოდ ქათმი ტვინების და ვირთხის ბუნების შთაბეჭდილება რომ დ ა ტ ო ვ ე ს და ასე შ ე ვ ლ ე ნ ისტორიაში ! -პ.ს. კიდევ ერთხელ -ს ა ნ ა მ ქართველი ერი ჯერ კიდევ ნ კ ვ დ -ში დამუშავებული -ქურდულ კრიმინალურ იდეოლოდგიას ურუს-საბჭოთა წარსულს ა რ ჩააბარებს, რომელიც ორიენტირებული ახალგაზრდა თაობების დეზორიენტირება- დ ე გ რ ა დ ი რ ე ბ ა - გათიშვისათვის ყოველგვარი ეროვნული, სახელმწიფო ღ ი რ ს ე ბ ი ს დაცვა - განმტკიცებისაგან ...ერი ვ ე რ ა ს ო დ ე ს გაიჯანსაღებს მენტალიტეტს , მით ვ ე რ ა ს ე დ ე ს შეიქმნება ქართველი, ე რ ო ვ ნ უ ლ ი,ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ღირსების მატარებელი, მით ვერასოდეს შექმნის -ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს, მით ვერასოდეს შეიქმნის პერსპექტივებს ...ანუ კრემლს, რუსეთს მუდამ ეყოლება თავისი ძალები -ნკვდ-ს ფ უ ნ ქ ც ი ი ს შემსრულებელი და მას დღეს- ძალიან მალე ს რ უ ლ ა დ ქართველი ერი ა ღ ი ა რ ე ბ ს -განაცხადებს და ...ადეკვატური შეიქმნება!
სამართალი
რაო ვერ გიშველატ ბიძინამ? :დდდდ
გოგი
რასაკვირველია საწყენია, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ არც მქონდა მოლოდინი რომ ჩვენს ნაკრებს 6 ერში ან სხვა უფრო მაღალ დონის ტურნირზე მიგვიწვევდნენ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, გვაკლია სტაბილურობა, მარტო მონდომება არ კმარა, კლასი ბიძია კლასი, ამას გაზრდა სჭირდება და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში ჩვენი მიზნებიც რეალური გახდება. გარდა ამისა თუ რაღაც საფეხურები არ გავიარეთ მწვერვალზე ვერ არ ავალთ, არად არაა ისე როგორც ჩვენ გვინდა უცებ უნდა შევწვდეთ ძეხვს და უცებ უნდა მიგვიღონ ყველგან, ასე რომ ისევ შრომა და ნიჭიერი მომავლის გაზრდაა მიზანი
თემო მ.
ჩვენ ჩვენთავზე დიდი წარმოდგენა გვაქს
sos
არ იყო საჭირო შარშან ინტრიგნული წერილების წერა მსოფლიო რაგბიში. ინტრიგნები და არა მკითხეები არავის არ უყვარს.
каха
არც 4 ერში მიგვიღებს ვინმე და არც 6 ერტადერთი შანსი რომელიმე პრანჩAიზი ტორემ დაგვეწყო დაღმასვლა ფედერაცია ზის ხელპასზე რა ენაგვლება

რასაც წერ, გულწრფელად გეუბნები, ეგრევე უარყოფითად გიფასებ იმიტომ , რომ ნაცი ხარ და პოლიტიკურში გადაგყავს ყველაფერი
დავითი
მართლა საინტერესო მოსაზრებაა.... სულაც ერთობლივი საკლუბო ჩემპიონატი ჩავტაროთ ჩვენდა რუმინეთმა და წელიწადში 3-4 ჯერ შევხვდეთ, მ.შ. ა და 21 წლამდელთა ნაკრებებითაც... აშკარაა, დაგვცინიან და რუმინეთთან ერთად უნდა ხმა ამოვიღოთ. მ.შ. კუნძულელებთან ერთად გავაკეთოთ რაიმე ყოველწლიური ტურნირი (სანკარებოც და საკლუბოც). ფინანსებზე თუ იქნება წვდომა, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება
უარი ევროპის ერთა თასს
აქ ამასწინათ ვირაცამ დაწერა პრინციპული უარი ვთქვათ რუსეთთან თამაშზეო.. რატომ მარტო რუსეთთან? ემოციების გარეშე რომ დავფიქრდეთ: სიტუაციაა ისეთი რომ მსოფლიო რაგბის ფედერაცია არც არაფერს წყვეტს და არც არაფერში გვარგია. წელიწადში 1 ამხანაგურს თუ გვაღირსებენ ხოლმე. ასევე ვხედავთ, რომ დიდი გუნდები დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებენ. ისე გამოდის, რომ ჩვენ ვჭირდებით, რათა ესპანეთმა, რუსეთმა და სხვებმა დონე აიმაღლონ და ჩვენ კი საშუალებას არ გვაძლევენ "გავიზარდოთ" და უმოტივაციოდ გვტოვებენ ფაქტიურად. აქედან გამომდინარე საინტერესო იქნებოდა ჩვენი ნაკრების პროტესტი ევროპის ერთა თასის მიმართ. ვიცით რომ ახლაგაზრდულ ევროპულში არც ერთი სერიოზული ნაკერები მონაწილეობას აღარ იღებს ამის გამო მათ არავინ სჯის. ვთქვათ უარი ევროპის ერთა თასზე, რომელსაც პრესტიჟიც აღარ აქვს და არც გამოცდილება და მთელი ძალები და ფინანსები მივმართოთ რომელიმე პრანჩაიისზე. ეს ჩვენც წაგვადგებოდა წინსვლაში და მსოფლიო რაგბის ბობოლებსაც დააფიქრებდათ, მითუმეტეს თუ რუმინეთსაც გავიყოლებთ თან. რას იზამს ევროპის ერთა თასი ჩვენსა და რუმინეთის გარეშე? შეარგოს ღმერთმა ბელგიას, გერმანიასა და ესპანეთის ფრანგი ემიგრანტების ნაკრებს. მესმის ზოგი იტყვის. ეპანეთს და რუმინეთს ძლივს ვუგებთო, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა რადგან უმოტივაციო ნაკრებით მაშინ ვუგებთ როცა გავისწორდება და დროა ცოტა თავმოყვარეობა ვიქონიოთ უკვე იმ სიტუაციაში როცა ყველა სხვა ნაკრები მარტო თავის თავზე ფიქრობს და არა საერთო რაგბიზე.
gia
არ არსებობს პროფესია, რომლის წარმომადგენელსაც კაცი არ მოუკლავს და ცუდი არ გაუკეთებია, ყველგანაა კარგი და ცუდი და ამის გამო რაგბზე გული ავიცრუოთ არასწორია.
ირაკლი
ძალიან მარტივ კომენტარს გავაკეთებ, რომელიც ბევრს ალბათ არ მოეწონება, მაგრამ ბევრიც დამეთანხმება. ფაქტია, ქართული სპორტის სამყაროში სპორტულ მიღწევებზე მეტად ფულის კეთება აინტერესებს მესვეურთა უმრავლესობას, რომელი სპორტის სახეობაც არ უნდა ავიღოთ. არა ბიზნესის სპორტში კეთება ცუდი სულაც არაა, მაგრამ პირველი ჯერ სპორტული მიღწევებია. ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისთვის, სპორტში დასაქმებული საშოვარზე გადაგებული მოღვაწეების ქმედებები დამღუპველია. კიდევაც ვიმკით შესაბამის შედეგებს ყველა ფრონტზე.
კ ო მ ბ ლ ე
რომ ამბობთ ყველასთან წააგეს და რატომ უნდა გვათამაშონო, დაგრეხილი ბურთით ათამაშეს, აქეთ იქეთ დახტის და წააგებდნენ აბა რა, აბა ნორმალური ბურთით ათამაშონ...მერე ვნახოთ ვინ წააგებს
გიორგი 48
ქართველებო გული არ გავიტეხოთ... გულგატეხილობაც ცოდვაა... ფედერაციამ, იქნებ, მეტი თანხა მოიძიოს....ადგილობრივი ჩემპიონატის გასაძლიერებლად... ბიჭებს, რომ ცოტა ხელფასები მოემატოთ და გაიზარდნონ....ვიაროთ ერთად თამაშებზე და ვუგულშემატკივროთ ... უნდა გავიზარდოთ ფიჯისთან და იაპონიასთან შედარებით, სადაც რაგბი ლამის რელიგიის დონეზეა...მჯერა, ჩვენი დროც მოვა...
ალეკო
100%
90
ფიჯი რა მდგომარეობაშია რომ იცოდე ამდე სისულელეს არ დაწერდი.მთავრობის დანძღვა თუ გინდა ლანძღე რამდენიც გინდა მაგრამ სპორტს შეეშვი. ისე რომ იცოდე ფიჯის ნორმალური სტადიონიც კი არ აქვს.
beqnuma
როგორც არ უნდა გვწყდებოდეს გული მეც გეთანხმები ობიექტურები უნდა ვიყოთ და გავაგრძელოდ წინსვლა და დაველოდოთ ჩვენ შანსსს
Shakro
საერთოდ დავანებოთ თავი ამ თამაშს ... განდონები!
dato
და რას ელოდით? იტალიამ მოგვიგო, იაპონიამ და ფიჯიმ ხელი არ გაგვანძრევინეს და აბა მეტი რა გინდათ, რა პრეტენზიები გაქვთ. ის კია არა და ესპანეთს ძლივს მოვუგეთ ბოლოს და ამის შემდეგ რა პრეტენზიები უნდა გქონდეს კაცს არ მესმის. მალე მგონი ერთა თასზეც მოგების პრობლემები გვექნება თუ ეგრე გავაგრძელეთ, ვერ ხედავთ რომ ამ ბოლო დროს ქართულ რაგბში სრული ბარდაკია, პოლიტიკას და ფულის კეთებას გადააყოლეს ყველაფერი.
ნიკა
დიდი წვლილი აქვს მელიტონას. სამწუხაროდ.
ფაჩაჩია ვარ ბიჭოოო
როგორც ეტყობა არაფრად არ გვთვლიან.
მამუკა
ჩვენ რომ გვინდა 8 გუნდში მონაწილეობა, რაღაც საფუძველი ხომ უნდა იყოს. 6 ერი ისედაც ცნობილია და ხელუხლებელია. დანარჩენი 3 გუნდიდან რეიტინგშიც ორივე გვისწრებს, თანაც ორივესთან, იაპონიასთანაც და ფიჯისთანაც ბოლო თამაშებში უშანსოდ, დიდი ანგარიშით დავმარცხდით. იაპონიასთან ხომ საერთოდ, ქულაც ვერ ავიღეთ. აბა, მხოლოდ "გვინდა"-ს ძახილით რატომ უნდა დაგვაყენონ იმ გუნდებზე წინ, ვისთანაც ყოველმხრივ უარყოფითი მაჩვენებლები გვაქვს?!
კკკ
ვინმე მართლა ფიქრობს, რომ ცცვენი ნაკრები იაპონიას ან ფიჯის ჯობნის? ან მათზე უკეთესი და მეტი გულშემატკივარი ყავს საქართველოს ნაკრებს? მიუხედავად იმისა, რომ გული ძალიან დამწყდა მიმაჩნია, რომ ობიექტური გადაწყვეტილებააა...
ლუკა
არ მიკვირს რომ იაპონია და ფიჯი აირჩიეს მაგრამ ხომ შეიძლებოდა საქართველო და მაგ.რუმინეთიც დაემატებინათ,არიან კიდევ შესანიშნავი გუნდები-აშშ,არგენტინა,ბოლო-ბოლო ამ გუნდებმაც ხომ უნდა ითამაშონ სადღაც.ისე კარგი იქნებოდა ამ ნაკრებების ჩემპიონატი თუ ჩატარდება 6 ერის პრინციპით.
jjj
ამ საქმეს არ ვიცი რა ეშველება, მარა ყველაფერი გაიხსნა და ეს რაგბის კავშირის არჩევნები სიცოცხლის ბოლომდე გადაიდო?
Irakli
ჩვენმა ფედერაციამ ამ მიმართულებით რაიმე გააკეთა? უბრალოდ ვკითხულობა არ ვაკრიტიებ!
გლახუნა
პრობლება სხვაა - საქართველო ვ ე რ შედგა როგორც თანამედროვე სახელმწიფო,ანუ დემოკრატიულ-სამართლებრივი-კანონის უზენაესობით -სამართლებრივი გარემო წესრიგით,მით ორიენტირებული მხოლოდ პროგრესა და წარმატებაზე (რისთვის დაუცხრომლად გვებრძვის ჩრდილოელი მუდამ ავადმყოფი მეზობელი- დღესაც იმპერია,შუა საუკუნეების მენტალიტით -25 %-ტი ოკუპირებული -ქართველთა ეთმოწმენდა განხორციელებული რომ აქვთ და 2012 წელს თავისი მსტოვრები, ვაჭრები, ქურდები და კარიერისტები მოგვიყვანა ხელისუფლებაში ...დირექტივებიც კი რომ აღარ ჭიედება-თავისით ჩამოშლიან საქართველოს, ანუ სახელმწიფოს ჩამოსლა რომ მიდის )...ანუ ვ ა რ თ ძალიან არასტაბილური, არამყარი, ღატაკი ( 5 ევროსაც რომ ვერ გადაიხდის მაყურებელი-სპორტულ ღონისძიებებს - თამაშს დაესწოს,მოსახლეობის 70 %-ტი უკიდურეს გაჭირვებაში რომ ცხოვრობს, ეს კი არა-მალე შიმშილის პრობლემა შეიძლება დადგეს და...), მით არაპროგნოზირებადი, უ პ ე რ ს პ ე ქ ტ ი ვ ო ქვეყანა -არა ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო, მალე ის დაფინანსებაც, რაც აქვს ზოგადად სპორტს დღეს ...მცირე დროში- ისიც ა ღ ა რ ექნება, თავისთავად რაგბსაც და რ ა ზ ე საუბრობთ (?!)... რ ა გესაქმება - გინდა 6 ერში, გინდა ... -როგორო კრემლის გენერლების ს ა ვ ი რ თ ხ ე -ივანაშვილებმა - ,,ნიჟე ტრავის ქვეშ უნდა იცხოვროთო,, ...ანუ დაფრთხალი, უპრექტენზიო,უამბიციოდ, უღირსად...მით ღატაკად და უპერსპექტივოდ - საკუთარი ნ ი ჭ ი, უნარი,ენერგია, შემოქმედებითი ძალა, უდიდესი პოტენზია ყ ვ ე ლ ა მიმართგულებით - ჩ ვ ე ნ ვ ე უნდა დ ა ვ ი ხ შ ო თ, გავინადგუროდ, დავდუმდეთ, დ ა ვ ი მ ა ლ ო თ ო ... აბა შ ე დ ი თ ერთი რუსულ; იუთუბში- რას და როგორ ,,გვესაუბრებიან,, ურუსები დღეს და რა დიდგულზე არიან ს წ ო რ ა დ 2012 წლიდან ... ,,ჩვენს იქით გზა არა გაქვთ ...ყველაფერშიო,, ანუ ახერხებენ და გვისვამენ თავიანთ ვირთხებს - ხელისუფლებაში - რუსული დემაგოგია პროპაგანდით, თავიანთი სინდიკატით- ქურდულ კრიმინალური სამყაროთ, საბჭოთა ხარბი ნომენკლატურით და მათი ნაყიდი ,,ჟურნალისტიკით,, და მიდიიის -სახელმწიფოს ნგრევა, გაღატაკება,დამცირება, დაუსუსურება,უიმედო და უპერსპექტივო -რუსულ გუბერნიად გადაქცევა და იმის უნარსაც ვ ე რ იმუშავებს ე რ ი - დეგრადირებული, დაავადმყოფებული,დეზორიენტირებული ჯერ კიდევ ნკვდ-ში დამუშავებული ქურდულ-კრიმინალური იდეოლოგიით, რომ ამ გარე მტერთან -ე რ თ სულოვანმი ვ ი ყ ო თ და ვ ი ბ რ ძ ო ლ ო თ- შ ე ვ ი ქ მ ნ ა თ ღირსეულნი და შევქმნათ ღ ი რ ს ე უ ლ ი -სახელმწიფო, გავიჯანსაღოდ მენტალიტეტი, შევიქმნათ შრომა, სწავლა, პასუხისმგებლობის აღება,სპორტსა და თანადგომაზე ორიენტირებულნი, მით თავისთავად პერტსპექტივები...- აბა, მიდით -დატოვეთ ივანაშვილები -ხელისფლებაში ... ისეთ ეკონომიკურ- უპერსპექტივო დღეში ჩააგდებენ -საქართველოს, რომ ეროვნულ ჩემპიონატებიც ვეღარ ჩატარდება ... - ფაქტი-გ ვ ა ქ ვ ს - რუსული ავტორიტარულ კრიმინალურ კლანური მმართველობის პოლიტიკური სისტემა, შეწყვეტილი სტრატეგიული ეკო-ური პროექტები, დევნიან და მიზანმიმართულად ბ ლ ო კ ა ვ ე ნ -დ ა ს ა ვ ლ უ რ ბიზნეს -მენეჯმენტს, მძვინვარებს კორუფცია, კრიმინალი, ნეპოტიზმი ...მალე დასავლეთმა შეიძლება ფინანსური,ეკონომიკური, მერე სამხედრო პოლიტიკური მხარდაჭერა-ც შ ე ი ძ ლ ე ბ ა შეწყვიტონ ... და მერე -რუსულ გუბერნიას რომ დავემსგავსებით -რუსეთის იქეთ მ ა რ თ ლ ა ვეღარ წავალთ ... მას ყოველივეს - მართლა ვ ე რ ხვდებით და ხ ე დ ა ვ თ?! შ ე დ ი თ მაინც-რუსულ იუტუბში და ი ქ კარგად გაიგებთ-ურუსთა დამოკიდებულება - კრემლის პროპაგანდიდან მიზნებს -საქართველოს და ქართველობის მიმართ ...
las
ფაქტია არ ვართ მაგათი დონის. მე პირადად ვერ ვხედავ პროგრესს. სულაც არ თამაშობდა იაპონია გრანდებთან მაგრამ ეხლა უმაღლეს დონეზე არიან. ასე რომ ვისაც ევალება უნდა იზრუნოს რაგბის განვითარებაზე და შემდგომ 6 ერშიც მიგვიღებენ
ქართველი-ს
იმ ორი დაბალი დონის (მოყვარული) რაგბისტით მსჯელობ მთლიანად რაგბზე და რაგბისტებზე? რა განსხვავებაა შენსა და იმ ნაცისტებს შორის რამდენიმე კრიმინალი ქართველის გამო, ყველა ქართველს რომ ლანძღავენ. პ.ს. ჯობია "ქართველის" ნიკი შეცვალო სხვა ნიკით-მაგ. "გამოტელევიზორებული".
დათო
უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს ბიჭებს, მაგრამ ერთხელ ძლიერ გუნდთთან გამარჯვება და კარგი თამაში არ ნიშნავს ყველაფრისათვის მზად ვართ, აუცილებლად გვჭირდება გარკვეული დრო უკეთ მომზადებისათვის და გაძლიერება დიდი წარმატებების მისაწევად
არაფერი პირადული მხოლოდ ბიზნესი
დღევანდელი სპორტი დიდი ბიზნესია. საქართველო მსოფლიოში ბედნიერების ინდექსის შეფასებით 119 ადგილზე ვართ და მარტო ჩამორჩენილ აფრიკის და აზიის ქვეყნებს ვუსწრებთ/2012-ში 70-ე ადგილზე ვიყავით/.რაში სჭირდებათ რაგბის ბოსებს ისეთი ქვეყანა რომელიც ერაყის,ბანგლადეშის,მალის დონეზეა.მაშინ ერთი თავით უნდა სჯობდე იაპონიას და ფიჯის.სინამდვილეში ისინი უფრო ლაღ და სანახაობრივ რაგბს თამაშობენ.
ვახო
მას მერე რაც ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები საკუთარი თანამოქალაქეების ცემისთვის არაერთხელ და მკვლელობაზე ციხეში აღმოჩნდნენ ვფიქრობ ამ გუნდის იგნორი საქართველოს მოქალაქეებმაც უნდა მოვახდინოთ ვიდრე ძველებურ დისციპლინას არ აღადგენენ და ვირულ საქციელს არ შეეშვებიან.
ოთარი
ყველას როგორ ევასება ტირილი და წუწუნი ამ ქვეყანაში - ეროვნული სპორტია იმენნა :) ვერ ვუგებთ როცა კი ვეთამაშებით ტოპ გუნდებს და რატომ გიკვირთ რო არ გვიღებენ ?
სოსო
ქართველს.რამდენიმე ათას ქართველ მორაგბეში მხოლოდ ეგ დაინახე?1989 წლის 9 აპრილის ღამეზეც გაიკითხეთ მაშინ,რამდენი ადამიანი გადაარჩინეს მორაგბეებმა,ნიჩბებით ჩეხვას,ხალხს გასაქცევი გაუხსნეს,ჯარის დარტყმა თავის თავზე მიიღეს და ერთი მათგანი,თვითონ დაიღუპა.არც ერთ რაგბისტს,არასოდეს მოუყოლია ამაზე და მხოლოდ გადარჩენილი ხალხის ნაამბობიდან გავიგეთ მათი გმირობის ამბავი.თანაც, ჯერ კიდევ ბოლომდე გასარკვევია,უშუალოდ ვინ მოკლა და არც ყველა იქ მყოფთაგანი იყო მორაგბე.ყველა მკვლელიც რომ მორაგბე იყოს,თუნდაც ეგ,მთელი რაგბის სამყაროს დამნაშავეობას ნიშნავს?ამ სულგაყიდულმა მედიამ,რომ დამოუკიდებლად აზროვნების საშუალება თითქმის ბოლომდე შეგიზღუდათ და ზვავად მოყრილი უარყოფითი ხასიათის ცრუ თუ მართალი ინფორმაციის საშუალებით,ანალიზისათვის დროს აღარ გიტოვებთ და კომპიუტერივით,თქვენც ჭედავთ,ამას მაინც ხვდებით?
dato
ფიჯის და იაპონიას უგებს საქართვრლო?
გიორგი
ამ მოცემულობით, სწორი გადაწყვეტილებაა. ფიჯიც გვჯობნის და იაპონიაც. უნდა გავიჭირვოთ და კიდევ გავიზარდოთ.
დიმა
გაგა, ამ ლოგიკით იტალიის ადგილი "8" ერში არაა. ისეთ დღეში ჩააგდებენ ამ ტურნირზე, პარისეს ცრემლებიც არ უშველით!
დიმა
ემირ, მოდი ერთი წუთით წარმოიდგინე, დაგვიშვეს "8" ერში (თუნდაც 1 სეზონით) და ჯგუფში 1 თამაში მოვიგეთ (წელიწადში ერთხელ ცოცხიც ისვრისო). საქართველოს ამ 1 წარმატებული თამაშის გამო მთელი "სისტემა" ენგრევათ და არგუმენტი არ რჩებათ "აპარტეიდის" გასამართლებლად. ყველაფერი ნათელია, მეტი ფული და ძლიერი სპეციალისტები ქართულ საბავშვო რაგბში და 8-10 წელიწადში სხვა დონეზე ვიქნებით!
semi
ცოტა დიდი წარმოდგენა ხომ არ გვაქ საკუთარ შესაძლებლობაზე?
ჩლუნგი რაგბის კავშირი
ბევრჯერ ინანებს სვანიძე პიშოს რო ხმა არ მისცა!
ზაზა
ვითამაშოთ ფიჯივით და ჩვენც მიგვიღებენ
ღლონტი
ვანია, მეტი რაღა დაგჩენიათ რომ თქვენთან თამაშზე უარი ვთქვათ და მერე იძახოთ ქართველებს წაგების შეეშინდათო. ნულზე დაგტოვებთ!
ქართველი
და ვინ გვეზრდება კაი თაობები შაქარაშვილს მოსაკლავად რომ მისდევდნენ? ეეეჰ მეგობარო მეგობარო...
emigranti
იაპონიის ნაკრებში რამდენი უცხოტომელი უცხოტომელი თამაშობს ხომ არ მომაგონებთ?...ეგრე ჩვენც მოგვცა 2-3 ახალზელანდიელი ხაზში და მერე ვნახოთ იაპონიას რას უზავენ. საკუთარი როგორ არ გაიზარდა აქამდე ეს მიკვირს. ვიცით რაშიც გვიჭირს და იმასაც თავი ვერ მოვაბით. ბავშვობიდან უნდა შეითვისონ ანბანი სწორად და მერე "მიაწექის" იმედზე კი არ ვიქნებით, არამედ ლამაზი თამაში გამოუვათ. ჯაჯგურში კი ვართ მაგრები, მაგრამ შეგვისწავლეს, ყველა თავისებური გეგმით გვებრძვის და ლამის გვაჯობეს...მათ ისწავლეს როგორ მოგვერიონ და ჩვენ?...ბევრი ჰეიგს აბრალებს. ჩამოყალიბებულ მორაგბეს ვერ ჩამოუყალიბებ იმას, რაც ბავშვობაში და ჭაბუკობაში ვერ ასწავლეს. ჰეიგმა რაც აითვისეს ასწავლა და ნაკრებსაც დაეტყო, ეპიზოდებში საუცხოო რაგბისაც აჩვენებდნენ. სწორედ ესაა, რომ ბობოლებს მსგავსი თამაშში ათეულამდე გამოსდით, ჩვენებს კი მაქსიმომ ორჯერ. ბაბუაჩემი იტყოდა "კლასი ბიძია კლასი". რაგბის სკოლებში მორაგბეებს ბავშვობის ასაკიდან ახალზელანდიელი ან სამხრეთაფრიკელი მწვრთნელები რომ ჰყავდნენ ცოტა ხანში ჯეჯილიც აყვავდება და მალე ნაყოფსაც გამოიღებს. სულ არაა საჭირო ცნობილი სპეციალისტები. ვეტერანი მორაგბეებიც მშვენივრად გაუძღვებიან. ძნელია პოვნა? რა სცადეს უკვე? დროს ნუ ვკარგავთ და სულ "დაგვჩაგრეს" კომპლექსი ნუ გვაქვს...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
გვჩააგრავენ ტოოო? ჯიხვების ლიგა ცალკეაო ტოო....
აიკ
რატომ გგონიათ, რომ მხოლოდ კარგი ტესტებით წინ წავა ნაკრები და განვითარდება? თუ გინდა წელიწადში 10 ჯერ ათამაშე, ან ათივეს წააგებენ, ან კიდე მაქსიმუმ ერთი მოიგონ. ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ არ ვგულშემატკივრობ ბიჭებს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა. საჭიროა მეტად განვითარება შიდა ჩემპიონატის, უკეთესი ინფრასტრუქტურა, უკეთესი სკოლა პატარა რაგბისტებისთვის, საჭიროა მხოლოდ ძალისმიერ თამაშს შევეშვათ, მეტი ტექნიკა და სისწრაფეა საჭირო. მარტო ითამაშ ითამაშეს ძახილით ეგ არ მოვა. სისტემური მიდგომაა საჭირო. მაგრამ ეგ არ იქნება კარგა ხანს, ამიტომ უნდა დავჯერდეთ იმას რაც არის.. სამწუხაროდ.
ddgfdf
ჩვენი მიზანი უნდა იყოს რუსეთთან თამაშზე სასტიკი უარის თქმა და ყველანაირად ვეცადოთ პარტნიორები გამოვნახოთ. მაგრამ ცოტა მოღალატე რაგბის ხელმძღვანელობა გვყავს.გაინაღდეს მაზები და აურიეს.
ა-ს
მეგობარო,მართალი ხარ იმაში რომ ჩვენ გვჭირდება მსგავსი ტურნირები განვითარებისთვის.მოდი მე და შენ ჩამოვაყალიბოთ ტურნირი და პატრიოტული მოსაზრებებით საქართველო მოვიწვიოთ.სხვები ამას არ იზამენ.მათთვის მთავარია კომერცია,რასაც საქართველო ვერ გაქაჩავს.მეორე ადგილზეა სპორტული მხარე,სადაც ასევე შანსი არ გვაქვს.იტალიაც,იაპონიაც და ფიჯიც ძალიან გვჯობიან ამაშიც.სულ არ აინტერესებთ ჩვენი განვითარება-არგანვითარება.მეტსაც ვიტყვი-ყელში ვყავართ გაჩხერილი და ერთი სული აქვთ როდის წავიფორხილებთ ერთა თასზე,რომ მეტი არგუმენტი დაგვანახონ ჩვენი ამბიციის საპასუხოდ.სამწუხაროდ დღევანდელობა ასეთია
ა-ს
მეგობარო,მართალი ხარ იმაში რომ ჩვენ გვჭირდება მსგავსი ტურნირები განვითარებისთვის.მოდი მე და შენ ჩამოვაყალიბოთ ტურნირი და პატრიოტული მოსაზრებებით საქართველო მოვიწვიოთ.სხვები ამას არ იზამენ.მათთვის მთავარია კომერცია,რასაც საქართველო ვერ გაქაჩავს.მეორე ადგილზეა სპორტული მხარე,სადაც ასევე შანსი არ გვაქვს.იტალიაც,იაპონიაც და ფიჯიც ძალიან გვჯობიან ამაშიც.სულ არ აინტერესებთ ჩვენი განვითარება-არგანვითარება.მეტსაც ვიტყვი-ყელში ვყავართ გაჩხერილი და ერთი სული აქვთ როდის წავიფორხილებთ ერთა თასზე,რომ მეტი არგუმენტი დაგვანახონ ჩვენი ამბიციის საპასუხოდ.სამწუხაროდ დღევანდელობა ასეთია
ა
გავიგეთ რომ ორივე ჩვენზე ძლიერია მაგრამ ზუსტად მაგიტომ უნდა ვითამაშო მსგავს ტურირებზე რომ გავიზარდოთ აბა რუსეთთან და პორტუგალიასთან არის ნორმალური ყოველ წელს თამაში? რა ტვინი წაიღეთ ამ ჩვენზე ძლიერიათი ? 4 წელიწადში ერთხელ ვეთამაშებით ნორმალურ გუნდს 2 თამაშს და წელიწადში ერთხელ ვთამაშობთ ნორმალურ ტესტს
ემირ
ობიექტურობა თუ გინდათ სწორი გადაწყვეტილებაა, ფიჯიც და იაპონიაც ზუსტად ერთი თავით მაღლაა ჩვენზე, უფრო მეტის ორივე ეს გუნდი იტალიას გადაიხევს. იტალიის ნაცვლად რო ჩვენ ვიყოთ ხო ესეც ზღაპარია სტატისტიკის მიხედვით მაგრამ იმაზე ობიექტური ვიდრე ფიჯიზე და იაპონიაზე წინ დავეყენებინეტ. PS. იაპონია იქ არავიზე ნაკლები არარის და დიდი ალბათობით გაამწარებს ბევრს
Prishch
აბა ხელი ჩაიყოლე
gaga
ობიექტურად არც ვარ 8 ერის ღირსი, შედარებაც არ შეიძლება იაპონია ჩვენზე იმდენად ჩლიერია, ფიჯიმ კიდე ამ მსოფლიოზე გვათრია და აბა რას ელოდებოდით ერთი.
გენა
რატომ გვგონია, რომ იაპონიასა და ფიჯიზე უფრა მიმზიდველია საქართველო გინდ სპორტული და გინდაც კომერციული მხრივ? მოეშვით ილუზიებს. რეალობას გაუსწორეთ თვალი. ჯერ ჩვენ ჩამოვრჩებით.
გიო
სამი კი არა ორ ნაკრებზე იყო თავიდან ლაპარაკი ფიჯი და იაპონია. იაპონიამ უარი თქვა მონაწილეობაზე პანდემიის გამო და მერე დაიწყეს საქართველოზე საუბარი. (ფრანგულ და ინგლისურ საიტებზე იდო ეს ინფორმაცია) და რა შეიცვალა ესე უცებ?

ყველანაირად მესმის თქვენი გულისწყრომა და ერთი პერიოდი მეც ეგრე ვიყავი, მაგრამ დღეს ვდგავართ სამწუხარო რეალობის წინაშე - საქართველოს ნაკრები 6 ერის (4 ერზე საერთოდ არც შეიძლება იყოს საუბარი) ან სხვა რაიმე მსგავს ტურნირზე სათამაშოდ სპორტულ და კომერციულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ერთადერთი ვარიანტია ფიჯის და იაპონიის მსგავს გუნდებს მუდმივად ვეთამაშოთ, მაგრამ ტერიტორიულად ძალიან შორს ვართ და ამის პრაქტიკული ვარიანტი ნაკლებია. გარდა ამისა, ნაკრებში გარდამავალი პერიოდია, მიდის თაობათა ცვლა და ამას სჭირდება გარკვეული დრო. რაც არ უნდა ვებრძოლოთ მსოფლიო რაგბის თუ სხვა ორგანიზაციებს, თუ ჩვენ ტიერ 1 ის დონის გუნდებს სათამაშო დონით (განსაკუთრებით უკანა ხაზის თამაშით) სათანადოდ არ გავუთანაბრდით, იქამდე ჩვენი პრეტენზიები მსოფლიო რაგბისთვის მომიტევეთ და კატის ჩხავილის ტოლფასი იქნება. ამიტომ სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკური მეჩვენება ეს გადაწყვეტილება.
პაატა
ნეტარ არიან მორწმუნენი. რა ცოდო ხარ!!!

ჩვენი ხაზის მოთამაშეების დონე ძალიან დაეცა და სწორედ ეგ იყო დაცვაში სუსტი თამაშის ბრალიც. ვინც ჰყავდათ, ეგ არის დღესაც მაქსიმუმი. სამწუხაროდ, თავს ზემოთ ძალა არ არის.
ინგა ნ.
არიან კიდეც კეთროვანები. მათი ხაზეინებიანად.

ცოტა ხანში 4 ერის დონე ჩვენთვის კი არა, 6 ერის ნებისმიერი გუნდისათვის დაუძლეველი ბარიერი გახდება. ჩვენ საკმაო ამბიციები გვაწუხებს და რეალობა გვავიწყდება - ჩვენი სარაგბო სკოლა ხაზის მოთამაშეთა მომზადების დონით რბილად რომ ვთქვათ ძალიან მოიკოჭლებს, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად დავინახეთ. ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებისათვის საუკეთესო გამოსავალი ფიჯის და იაპონიის დონის გუნდებთან მუდმივი სპორტინგი იქნება.სხვა რომელიმე ტურნირზე ჩვენი მონაწილეობა ჯერჯერობით წარმოუდგენელია.პირადად მე მიმაჩნია, რომ თუ მხოლოდ მატერიალური ფაქტორია დამაბრკოლებელი, გაკეთდეს ფრენჩაიზი და ქართული გუნდი მოხვდეს რომელიმე ძლიერ საკლუბო ტურნირზე, სადაც ჩვენი მოთამაშეები ფასდაუდებელ გამოცდილებას შეიძენენ. სწორედ ამის შედეგად მოძლიერდება ნაკრები და შესაძლებელი გახდება ხმამაღალი პრეტენზიებიც განვაცხადოთ
გურული NEWS !
ძალიან ბევრი ამხანაგური თამაშები გვჭირდება გრანდებთან, ამას კი დიდი თანხები სჭირდება!!!!!!!!!!
ტიპი
აუ, ამან სულ გადაუსვა ხაზი ნაკრებს, 6 ერში კი არა და აქაც არ უნდა თამაშობდნენ სადაც არიან ;))
Niko
ეს ყველაფერ წინა მსოფლიოზე ცუდი გამოსვლით გამოისახა და ჰეიგის ჯიუტობის ბრალია რომ სწორად ვერ შეარჩია გუნდი. თუ შეხედავთ მისი ბოლო ორი წლის თამაშებს, შერკინებაც ვეღარ იდგა დონეზე და პირველ თუ მეორე ტაიმში. უკანა ხაზზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია სულ კაცნაკლულებივიოთ ირჯებოდნენ დაცვაში, რამდენი ბურთიც შიგნით შეგვიტრიალეს ყველა დამკაში გაუშვეს. შეტევაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია ერთი ორი გარღვევის გარდა სულ ბრტყლად იდგნენ და არც რამე დამუშავებული კომბინაციის ეტყობოდათ რამე. თამაშობრივ იპროვიზაციაზე ხომ სულ ზღაპარია ფიქრი.
bs
ბოლო თამაში იაპონიასთან სასტიკად დავმარცხდით, ასევე თითქმის უშანსოდ ვიყავით ფიჯისთან ბოლო თამაშშიც, ასე რომ მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილისა ვერ ვჯობნით და ეს სამწუხარო ფაქტია. თუმცა ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ და ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, კარგი თაობები გვეზრდება, ადგილობრივი ფრენჩაიზი უნდა შეიქმნას, დიდ10-ში მეტი რეგიონალურ-ადგილობრივი გუნდები უნდა ჩაერთონ, (მაგ. თუნდაც ,,არმაზი" მარნეულის გუნდი მხოლოდ ცხრილშია, ადგილობრივი აზერბაიჯანული მოსახლეობაც უნდა ჩავრტათ) კონკურენცია უნდა გაიზარდოს, მსოფლიო რაგბს მეტი მარალი დონის ტესტი უნდა მოვთხოვოთ, სხვა მაღალი რანგის ტურნირების გამართვაზე ვიმუშაოთ. იტალიელებს რომ ვედრებით, გვავიწყდება როგორი ბრძოლით მოიპოვეს მე-6 ერიდ ადგილი, მათ ამისათვის პირველი დონის ნაკრებები დაამარცხეს, თან არაერთხელ! ჩვენ ჯერ რომელი პირველი დონის ნაკრები დავამარცხეთ? აბა შემახსენეთ! ასე რომ უნდა ვიბრძოლოთ და ფედერაციამ კი იმუშაოს სწორი მიმართულებით.
gogia
ცოცხალი თავით ესენი 6 ერს ახლოს არ გაგვაკარებენ კიდევ კაი ხანი, იტალია რომ დაგვემარცხებინა ან მსოფლიოზე იაპონიაში უკეთ გამოვსულიყავით შანსები მოგვეცემოდა..ასე რომ ნაკრების ცუდი მომზადების ბრალია..ფედერაციის ცუდი მუშაობის ბრალია..ერთადერთი შანში მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე უკეთესად გამოსვლაა(3-4 თამაშის მოგებაა საჭირო)
ავაზა
სწორი გადაწყვეტილება იყო და ეს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის გამოძახილი ეხო იყო. სხვაფრივ კიდევ ერთს დავუმატებდი, ჩვენ ვერ ვართ 100%-ანი დაჯერებულნი, რომ რუმინეთს, პორტუგალიას, ესპანეთს და რუსეთს გასვლაზე მოვუგებთ და როცა ვიგებთ , ისევ პროვინციელებივით გვიხარია... აი იაპონია და ფიჯი, ჩვენს ახლანდელ ქვეჯგუფში რომ იყვნენ, ჩვენ მე-3 ადგილისთვის გვექნებოდა ბრძოლა, რომელიც ყველაზე სუსტი ქვეჯგუფია, მსოფლიო რაგბის ქვეჯგუფებს შორის. გთხოვთ საღი თვალით შევხედოთ ყველაფერს და დაველოდოთ ჩვენებური რაგბის განვითარებას იმ დონეზე, როცა შეგვეძლება იტალიის ნაკრების დამარცხება გასვლაზე, თუგინდ სენსაციურ დონეზე.

ვერ ვიტყვი, როგორ შეაფასეს, მაგრამ ფაქტს, რომ ფიჯი და იაპონია სპორტული თვალსაზრისით აშკარად გვჯობია, ვერ გავექცევით. გვაქვს სურვილი და სრულიად სამართლიანი, რომ სადმე ვითამაშოთ, მაგრამ ამის პრაქტიკული გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს.
გძინავთ ფედერაციაში?
ფიჯი რა კრიტერიუმით ამჯობინეს საქართველოს, რითი დაგისაბუთეს? თუ რეიტინგის ამბავია, მაშინ ჩვენ იტალიას რეიტინგში ვუსწრებთ!!!
kaxa
ვთხოვოთ 4 ერის ორგანიზატორებს იქნებ დაგვიმატონ უფრო მაგარი იქნება ბიდზინა ალბატ პინანსური მხარის უზრუნველყოპაზე არ იტყვის უარს ეს უფრო მომგებიანი იქნება ჩVენთVის
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"პსჟ-მ მბაპეს პრობლემა "რეალს" გადაულოცა" - ესპანელი ჟურნალისტი
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ" - იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
ჯალაღონიას ლელო - "ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ