სრული იგნორირება - საქართველოს ნაკრები არც "8 ერში" ითამაშებს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "8 ერის" ნოემბერ-დეკემბერში ჩასატარებელ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამ ინფორმაციას Asie Rugby ავრცელებს და ჯგუფების შემადგენლობასაც ასახელებს.

აღნიშნული ტურნირისთვის "6 ერისთვის" 3 ნაკრების დამატებაზე იყო საუბარი - ფიჯი, იაპონია და საქართველო და საბოლოოდ ჩვენი გუნდი თამაშგარეში დატოვეს. მოკლედ, "ბორჯღალოსნებს" ექსპერიმენტულ ტურნირზე მონაწილეობის უფლებაც კი არ დართეს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ.

გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან:

A ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, ფიჯი

B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია

მკითხველის კომენტარები / 76 /
დღევანდელი სპორტი დიდი ბიზნესია. საქართველო მსოფლიოში ბედნიერების ინდექსის შეფასებით 119 ადგილზე ვართ და მარტო ჩამორჩენილ აფრიკის და აზიის ქვეყნებს ვუსწრებთ/2012-ში 70-ე ადგილზე ვიყავით/.რაში სჭირდებათ რაგბის ბოსებს ისეთი ქვეყანა რომელიც ერაყის,ბანგლადეშის,მალის დონეზეა.მაშინ ერთი თავით უნდა სჯობდე იაპონიას და ფიჯის.სინამდვილეში ისინი უფრო ლაღ და სანახაობრივ რაგბს თამაშობენ.
არაფერი პირადული მხოლოდ ბიზნესი
28 ივლისი 2020 10:52
3
ამ მოცემულობით, სწორი გადაწყვეტილებაა. ფიჯიც გვჯობნის და იაპონიაც. უნდა გავიჭირვოთ და კიდევ გავიზარდოთ.
გიორგი
28 ივლისი 2020 10:22
1
ვითამაშოთ ფიჯივით და ჩვენც მიგვიღებენ
ზაზა
28 ივლისი 2020 10:05
1
გვჩააგრავენ ტოოო? ჯიხვების ლიგა ცალკეაო ტოო....
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
28 ივლისი 2020 01:55
41
არც 4 ერში მიგვიღებს ვინმე და არც 6 ერტადერთი შანსი რომელიმე პრანჩAიზი ტორემ დაგვეწყო დაღმასვლა ფედერაცია ზის ხელპასზე რა ენაგვლება
каха
28 ივლისი 2020 16:06
0
ქართველებო გული არ გავიტეხოთ... გულგატეხილობაც ცოდვაა... ფედერაციამ, იქნებ, მეტი თანხა მოიძიოს....ადგილობრივი ჩემპიონატის გასაძლიერებლად... ბიჭებს, რომ ცოტა ხელფასები მოემატოთ და გაიზარდნონ....ვიაროთ ერთად თამაშებზე და ვუგულშემატკივროთ ... უნდა გავიზარდოთ ფიჯისთან და იაპონიასთან შედარებით, სადაც რაგბი ლამის რელიგიის დონეზეა...მჯერა, ჩვენი დროც მოვა...
გიორგი 48
28 ივლისი 2020 14:09
0
ამ საქმეს არ ვიცი რა ეშველება, მარა ყველაფერი გაიხსნა და ეს რაგბის კავშირის არჩევნები სიცოცხლის ბოლომდე გადაიდო?
jjj
28 ივლისი 2020 11:55
2
ცოტა დიდი წარმოდგენა ხომ არ გვაქ საკუთარ შესაძლებლობაზე?
semi
28 ივლისი 2020 10:08
2
არც გამკვირვებია მსგავსი რამ,რადგან რაგბისტიან,ფედერაციან და გულშემატკივრიანად განცხრომაში ვიყავით რუსებთან და რუმინელებთან მოგებებით,ეს საკმარისი გვეგონა. თუ ყოველდღიურად არ იშრომე და წინსვლა არ გაგრძელეე,შანსი არ გვაქვს. მსოფლიოზე ცუდი გამოსვლა გვქონდა,იტალიას ვერაფერი დავაკელით და რისი იმედი გვქონდა?! არავის უნდა მარტო ჯანიანი რაგბი და დროა განვითარდეთ. ეს იგნორი არ არის,ეს არის რეალობა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს ყველაფერი მივიღოთ ისე, როგორც არის,არ გამოვთქვათ პრეტენზიები და ვეცადოთ განვითარდეთ. ვეცადოთ ყველა თამაშში ვანანებინოთ,რომ შეცდომა დაუშვეს და ჩვენ ვიმსახურებთ ამას. ვიღაცისთვის ეს კატასტროფის ტოლფასია და ასეთი უმრავლესობა არის,მაგრამ ეს კატასტროფა არ არის. გავა დრო და მიხვდებით,რომ ეს რაღაც ახალის და მაგარის დასაწყისი იქნება,მერე ვიამაყებთ ამით. ახლა მარცხი ჯობია,ვიდრე გათამაშონ და შერცხვე ტურნირზე. განვითარდეთ,ვიშრომოთ და ყველა თამაშში დავუმტკიცოთ,რომ #რაგბიჩვენითამაშია!
შრომა და მოთმინება ბიძია!
31 ივლისი 2020 09:57
1
და ვისთან უნდა იშრომო ისევ რუმინეთი, რუსეთი, პორტუგალია და ამნაირებთან? ბობოლები არ გეთამაშებიან და კლასი როგორ უნდა აიმაღლი, წელუწადში ორი ტესტის ხარჯზე?
მიროსან
01 აგვისტო 2020 13:08
0
რომ ამბობთ ყველასთან წააგეს და რატომ უნდა გვათამაშონო, დაგრეხილი ბურთით ათამაშეს, აქეთ იქეთ დახტის და წააგებდნენ აბა რა, აბა ნორმალური ბურთით ათამაშონ...მერე ვნახოთ ვინ წააგებს
კ ო მ ბ ლ ე
28 ივლისი 2020 14:15
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული