სრული იგნორირება - საქართველოს ნაკრები არც "8 ერში" ითამაშებს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "8 ერის" ნოემბერ-დეკემბერში ჩასატარებელ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ამ ინფორმაციას Asie Rugby ავრცელებს და ჯგუფების შემადგენლობასაც ასახელებს.

აღნიშნული ტურნირისთვის "6 ერისთვის" 3 ნაკრების დამატებაზე იყო საუბარი - ფიჯი, იაპონია და საქართველო და საბოლოოდ ჩვენი გუნდი თამაშგარეში დატოვეს. მოკლედ, "ბორჯღალოსნებს" ექსპერიმენტულ ტურნირზე მონაწილეობის უფლებაც კი არ დართეს და ისე ექცევიან, თითქოს კეთროვნები იყვნენ.

გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან:

A ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, ფიჯი

B ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, იაპონია, იტალია

მკითხველის კომენტარები / 76 /
რატომ გვგონია, რომ იაპონიასა და ფიჯიზე უფრა მიმზიდველია საქართველო გინდ სპორტული და გინდაც კომერციული მხრივ? მოეშვით ილუზიებს. რეალობას გაუსწორეთ თვალი. ჯერ ჩვენ ჩამოვრჩებით.
გენა
27 ივლისი 2020 23:01
5
სამი კი არა ორ ნაკრებზე იყო თავიდან ლაპარაკი ფიჯი და იაპონია. იაპონიამ უარი თქვა მონაწილეობაზე პანდემიის გამო და მერე დაიწყეს საქართველოზე საუბარი. (ფრანგულ და ინგლისურ საიტებზე იდო ეს ინფორმაცია) და რა შეიცვალა ესე უცებ?
გიო
27 ივლისი 2020 22:54
1
ყველანაირად მესმის თქვენი გულისწყრომა და ერთი პერიოდი მეც ეგრე ვიყავი, მაგრამ დღეს ვდგავართ სამწუხარო რეალობის წინაშე - საქართველოს ნაკრები 6 ერის (4 ერზე საერთოდ არც შეიძლება იყოს საუბარი) ან სხვა რაიმე მსგავს ტურნირზე სათამაშოდ სპორტულ და კომერციულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ერთადერთი ვარიანტია ფიჯის და იაპონიის მსგავს გუნდებს მუდმივად ვეთამაშოთ, მაგრამ ტერიტორიულად ძალიან შორს ვართ და ამის პრაქტიკული ვარიანტი ნაკლებია. გარდა ამისა, ნაკრებში გარდამავალი პერიოდია, მიდის თაობათა ცვლა და ამას სჭირდება გარკვეული დრო. რაც არ უნდა ვებრძოლოთ მსოფლიო რაგბის თუ სხვა ორგანიზაციებს, თუ ჩვენ ტიერ 1 ის დონის გუნდებს სათამაშო დონით (განსაკუთრებით უკანა ხაზის თამაშით) სათანადოდ არ გავუთანაბრდით, იქამდე ჩვენი პრეტენზიები მსოფლიო რაგბისთვის მომიტევეთ და კატის ჩხავილის ტოლფასი იქნება. ამიტომ სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკური მეჩვენება ეს გადაწყვეტილება.
: )))))))
27 ივლისი 2020 22:47
2
არიან კიდეც კეთროვანები. მათი ხაზეინებიანად.
ინგა ნ.
27 ივლისი 2020 22:26
26
აბა ხელი ჩაიყოლე
Prishch
27 ივლისი 2020 23:24
12
ძალიან ბევრი ამხანაგური თამაშები გვჭირდება გრანდებთან, ამას კი დიდი თანხები სჭირდება!!!!!!!!!!
გურული NEWS !
27 ივლისი 2020 22:20
2
ეს ყველაფერ წინა მსოფლიოზე ცუდი გამოსვლით გამოისახა და ჰეიგის ჯიუტობის ბრალია რომ სწორად ვერ შეარჩია გუნდი. თუ შეხედავთ მისი ბოლო ორი წლის თამაშებს, შერკინებაც ვეღარ იდგა დონეზე და პირველ თუ მეორე ტაიმში. უკანა ხაზზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია სულ კაცნაკლულებივიოთ ირჯებოდნენ დაცვაში, რამდენი ბურთიც შიგნით შეგვიტრიალეს ყველა დამკაში გაუშვეს. შეტევაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია ერთი ორი გარღვევის გარდა სულ ბრტყლად იდგნენ და არც რამე დამუშავებული კომბინაციის ეტყობოდათ რამე. თამაშობრივ იპროვიზაციაზე ხომ სულ ზღაპარია ფიქრი.
Niko
27 ივლისი 2020 22:12
1
ჩვენი ხაზის მოთამაშეების დონე ძალიან დაეცა და სწორედ ეგ იყო დაცვაში სუსტი თამაშის ბრალიც. ვინც ჰყავდათ, ეგ არის დღესაც მაქსიმუმი. სამწუხაროდ, თავს ზემოთ ძალა არ არის.
????
27 ივლისი 2020 22:28
1
აუ, ამან სულ გადაუსვა ხაზი ნაკრებს, 6 ერში კი არა და აქაც არ უნდა თამაშობდნენ სადაც არიან ;))
ტიპი
27 ივლისი 2020 22:17
3
ბოლო თამაში იაპონიასთან სასტიკად დავმარცხდით, ასევე თითქმის უშანსოდ ვიყავით ფიჯისთან ბოლო თამაშშიც, ასე რომ მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილისა ვერ ვჯობნით და ეს სამწუხარო ფაქტია. თუმცა ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ და ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, კარგი თაობები გვეზრდება, ადგილობრივი ფრენჩაიზი უნდა შეიქმნას, დიდ10-ში მეტი რეგიონალურ-ადგილობრივი გუნდები უნდა ჩაერთონ, (მაგ. თუნდაც ,,არმაზი" მარნეულის გუნდი მხოლოდ ცხრილშია, ადგილობრივი აზერბაიჯანული მოსახლეობაც უნდა ჩავრტათ) კონკურენცია უნდა გაიზარდოს, მსოფლიო რაგბს მეტი მარალი დონის ტესტი უნდა მოვთხოვოთ, სხვა მაღალი რანგის ტურნირების გამართვაზე ვიმუშაოთ.
იტალიელებს რომ ვედრებით, გვავიწყდება როგორი ბრძოლით მოიპოვეს მე-6 ერიდ ადგილი, მათ ამისათვის პირველი დონის ნაკრებები დაამარცხეს, თან არაერთხელ! ჩვენ ჯერ რომელი პირველი დონის ნაკრები დავამარცხეთ? აბა შემახსენეთ! ასე რომ უნდა ვიბრძოლოთ და ფედერაციამ კი იმუშაოს სწორი მიმართულებით.
bs
27 ივლისი 2020 22:04
2
იმ ორი დაბალი დონის (მოყვარული) რაგბისტით მსჯელობ მთლიანად რაგბზე და რაგბისტებზე? რა განსხვავებაა შენსა და იმ ნაცისტებს შორის რამდენიმე კრიმინალი ქართველის გამო, ყველა ქართველს რომ ლანძღავენ.
პ.ს. ჯობია "ქართველის" ნიკი შეცვალო სხვა ნიკით-მაგ. "გამოტელევიზორებული".
ქართველი-ს
28 ივლისი 2020 11:14
1
ქართველს.რამდენიმე ათას ქართველ მორაგბეში მხოლოდ ეგ დაინახე?1989 წლის 9 აპრილის ღამეზეც გაიკითხეთ მაშინ,რამდენი ადამიანი გადაარჩინეს მორაგბეებმა,ნიჩბებით ჩეხვას,ხალხს გასაქცევი გაუხსნეს,ჯარის დარტყმა თავის თავზე მიიღეს და ერთი მათგანი,თვითონ დაიღუპა.არც ერთ რაგბისტს,არასოდეს მოუყოლია ამაზე და მხოლოდ გადარჩენილი ხალხის ნაამბობიდან გავიგეთ მათი გმირობის ამბავი.თანაც, ჯერ კიდევ ბოლომდე გასარკვევია,უშუალოდ ვინ მოკლა და არც ყველა იქ მყოფთაგანი იყო მორაგბე.ყველა მკვლელიც რომ მორაგბე იყოს,თუნდაც ეგ,მთელი რაგბის სამყაროს დამნაშავეობას ნიშნავს?ამ სულგაყიდულმა მედიამ,რომ დამოუკიდებლად აზროვნების საშუალება თითქმის ბოლომდე შეგიზღუდათ და ზვავად მოყრილი უარყოფითი ხასიათის ცრუ თუ მართალი ინფორმაციის საშუალებით,ანალიზისათვის დროს აღარ გიტოვებთ და კომპიუტერივით,თქვენც ჭედავთ,ამას მაინც ხვდებით?
სოსო
28 ივლისი 2020 10:30
0
ყველა გამოხმაურება
ცოცხალი თავით ესენი 6 ერს ახლოს არ გაგვაკარებენ კიდევ კაი ხანი, იტალია რომ დაგვემარცხებინა ან მსოფლიოზე იაპონიაში უკეთ გამოვსულიყავით შანსები მოგვეცემოდა..ასე რომ ნაკრების ცუდი მომზადების ბრალია..ფედერაციის ცუდი მუშაობის ბრალია..ერთადერთი შანში მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე უკეთესად გამოსვლაა(3-4 თამაშის მოგებაა საჭირო)
gogia
27 ივლისი 2020 22:03
3
სწორი გადაწყვეტილება იყო და ეს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის გამოძახილი ეხო იყო.
სხვაფრივ კიდევ ერთს დავუმატებდი, ჩვენ ვერ ვართ 100%-ანი დაჯერებულნი, რომ რუმინეთს, პორტუგალიას, ესპანეთს და რუსეთს გასვლაზე მოვუგებთ და როცა ვიგებთ , ისევ პროვინციელებივით გვიხარია...
აი იაპონია და ფიჯი, ჩვენს ახლანდელ ქვეჯგუფში რომ იყვნენ, ჩვენ მე-3 ადგილისთვის გვექნებოდა ბრძოლა, რომელიც ყველაზე სუსტი ქვეჯგუფია, მსოფლიო რაგბის ქვეჯგუფებს შორის.
გთხოვთ საღი თვალით შევხედოთ ყველაფერს და დაველოდოთ ჩვენებური რაგბის განვითარებას იმ დონეზე, როცა შეგვეძლება იტალიის ნაკრების დამარცხება გასვლაზე, თუგინდ სენსაციურ დონეზე.
ავაზა
27 ივლისი 2020 21:56
6
ფიჯი რა კრიტერიუმით ამჯობინეს საქართველოს, რითი დაგისაბუთეს? თუ რეიტინგის ამბავია, მაშინ ჩვენ იტალიას რეიტინგში ვუსწრებთ!!!
გძინავთ ფედერაციაში?
27 ივლისი 2020 21:14
40
ვერ ვიტყვი, როგორ შეაფასეს, მაგრამ ფაქტს, რომ ფიჯი და იაპონია სპორტული თვალსაზრისით აშკარად გვჯობია, ვერ გავექცევით. გვაქვს სურვილი და სრულიად სამართლიანი, რომ სადმე ვითამაშოთ, მაგრამ ამის პრაქტიკული გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს.
: )))))))
27 ივლისი 2020 21:35
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული