საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რომელსაც ერთჯერად "8 ერის" ტურნირში საასპარეზოდ არ უხმეს, შესაძლოა, სტუმრად შოტლანდიას შეხვდეს.
heoffsideline.com-ის ცნობით, შოტლანდია 24 ოქტომბერს ედინბურგის "ბიტი მარიფილდზე" "ბორჯღალოსნებს" უმასპინძლებს.
31 ოქტომბერს შოტლანდიამ უელსთან "6 ერის" გადადებული მატჩი უნდა ჩაატაროს და ჩვენს გუნდთან შეხვედრა ამ თამაშისთვის მოსამზადებლად სჭირდება.
ჯერ უცნობია, მისცემენ თუ არა გულშემატკივრებს მატჩზე დასწრების უფლებას. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, სკოტებმა 2019 წლის ზაფხულში საქართველოს ნაკრები ორჯერ დაამარცხეს - 44:10 და 36:9.
შოტლანდიისა
და საქართველოს ნაკრებების მატჩის გასამართად მსოფლიო რაგბისა და "6 ერისგან" თანხმობის მიღებაა აუცილებელი და იმედია, ამჯერად მაინც არ დაგვტოვებენ თამაშგარეში.
- 10 წელზე მეტია ვდომინირებთ ამ ტურნირზე მაგრამ არაფერში გამოგვადგა,
- ჩემპიონები გვქვია ბოლის გამოსაშვებად მაგრამ სინამდვილეში ყველამ ვიცით რომ მეშვიდე გუნდი ვართ
- ყურადღებას მაინც არავინ გვაქცევს,
- გვიყენებენ, რათა სახვა დაბალმა ნაკრებებმა გამოცდილება მიიღონ ჩვენთან ჭიდილით
- არსად არ გადაგვიყვანენ და აგვაღზევებენ რადგან ჩვენი და რუმინეთის არ ყოფნით, მთლად ჩავარდება ეა ტურნირი და მავანს არ აწობს დაკარგოს
- გამოცდილება და დაძაბულობა არის 0.
- ემოციაც არის დაახლოებით ნული
- ვერ ვაფასებთ სათანადოდ და არი ვიცით ჩვენი ნაკრების დონე.
- იხარჯება ტყულიად ენერგია
- გადია წლები და თაობები
- მოტივაცია კლებულობს ყოველ წელს
- იხარჯება ფული მაინც..
- ყველა ნაკრები მაინც თავის თავზე ფიქრობს და არა მსოფლიო რაგბის განვითარებაზე
და კიდევ სხვა მიზეზების გამო
ვთქვათ უარი მასში მონაწილეობაზე და დაველოდოთ რეაქციებს. ტუნდაც ერთი წელი ან თუნდაც საკითხის ასე დაყენებით.
მანამდე ვესაუბროთ რუმინეთს და ეგენიც დავითანხმოთ. ვიღაცამ "დავითმა" აღნიშნა და თუ ფრანჩაიზს ვერ ვიპოვით ჩავატაროთ მათთან წელიწადში რამდენიმე თამაში. ასევე შეგვიძლია ლიგის კლუბების თამაშების დაგეგმვა. რუმინეთთან 4 თამაში უფრო მეტი გამოცდილება იქნება ვიდრე ბელგიასთან 50 თამაშის გამართვა.
არჩევნები რომ გადავიტანოთ? არა?