რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი გადადგა

AutoSharing Option
14 აგვისტოს მოეწყო პრესკონფერენცია, რომელზეც რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გორგასლიძის გადაწყვეტილება გაჟღერდა. მან თანამდებობა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გორგასლიძემ ათი დღის წინ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე გოჩა სვანიძე შეცვალა. მისი მოვალეობა მომავალ არჩევნებამდე (რომელიც წლის ბოლოს გაიმართება) უნდა შეესრულებინა, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო ისიც გადადგა.

ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება რაგბის სამყაროში არსებული კრიზისი დასახელდეს, რომლის გამოც დიდი 10-ის განახლება ვერ მოხერხდა.

მომზადებულია 1tv.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
რაგბის არაფერი არაფერი ჭირს გამოუსწორებელი, მცირე და დროებითი კრიზისია, რომლის მიზეზები, დიდწილად, საერთაშორისო სარაგბო სტრუქტურის არასრულყოფილებაშია, რომელიც გუნდების სტიმულირებას ნაკლებად უწყობს ხელს - ამას თავად აღიარებენ. ამასთან, პანდემიამ უზარმაზარი გავლენა იქონია ცხოვრების ყველა სფეროზე, განსაკუთრებით სპორტზე. ამ გავლენის ხარისხი და შედეგების შეფასება ჯერაც დღის წესრიგშია და, სავარაუდოდ, საკმაო ხანს გაგრძელდება. ქართულ რაგბში, ჩვენს თვალწინ, სასწაულის დარი ცვლილებები განხორციელდა სულ რამოდენიმე წელიწადში, იმიტომ, რომ მას განსხვავებული თვისებების ხალხი თამაშობს და ემსახურება. ახლაც,მერწმუნეთ, რაგბის თემი, ზედმეტი, ამ სპორტისათვის სრულიად უცხო აჟიოტაჟის და მითქმა-მოთქმის გარეშე შეძლებს საქმის გამოსწორებას, კვლავ რუდუნებით და თავგანწირვით დაადგება ქართული რაგბის აღორძინების გზას.
კახაბერ ბილაშვილი
23:02 17-08-2020
2
დამთავრდა კინო წაით სახლში 6 ერი კი არა უკვე პრტუგალია ესპანეთიც მალე გაგვასწრებს ქართული რაგბი დაღუპა წლების მანძილზე უაზრო ძახილმა აუჰ რუსეთი ჩამოდის და უნდა მოუგოთო ამით რუსეთს უნებლიე რეკლამას უკეთებდით არ გაიშვა მაგათი რაგბიიო ვიძახდით და მალე მე მგონი ეგენიც მოგვიგებენ ისე წაიყვანეს საქმე პ.ს ისე კი ჩვენმა ბიჭებმაც ვერ გაცდა ამ რუსულ დათვს სულ აქცენტირებამ ასე იცის
civi
16:36 14-08-2020
3

სიახლეები პოპულარული