ტრავმა და ოჯახი
34 წლის ბეგაძემ რაგბის თამაში 8 წლის ასაკში, "ხულიგანაში"
„სკოლაში ფეხბურთისა და რაგბის გუნდები გაკეთდა. ბავშვობაში ფეხბურთს კარგად ვთამაშობდი, რაგბის შესახებ არაფერი ვიცოდი და მეგობარმა მითხრა – წამო, ვნახოთ, რა არის, თუ არ მოგვეწონება, ისევ ფეხბურთს დავუბრუნდეთო. პირველი ვარჯიში ფიზკულტურის ინსტიტუტის ეზოში გვქონდა და დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, რაგბით მალევე „მოვიწამლე“.
„ჩვენ ვიყავით "ხულიგანას" პირველი თაობა და ირაკლი კეკელიძე გვავარჯიშებდა, რომელსაც არაერთი ცნობილი, ნაკრების მოთამაშე ჰყავს აღზრდილი. ზოგადად, ბავშვთა რაგბიში მწვრთნელზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს პროფესიონალი და სწორად მიიტანოს ბავშვებამდე სპორტის მნიშვნელობა. ასევე ბევრი რამაა დამოკიდებული ხასიათზე და თუ რაგბი შენს ხასიათში ზის, მისი თამაშით დიდ სიამოვნებას იღებ, ბედნიერებას განიცდი“.
2004 წლის საქართველოს ჩემპიონატის (ლელო–აკადემია 30:28) დრამატული ფინალიდან მალევე, ბეგაძეს 19-წლამდელთა ნაკრებში უხმეს, მაგრამ მსოფლიოს პირველობაზე გამგზავრებამდე ორი-სამი კვირით ადრე, საქართველოს ჩემპიონატის მატჩში მხარი ამოუვარდა, რის გამოც ორი წელი გაუცდა.
„სამწუხაროდ, მაშინ საქართველოში სპორტული მედიცინა პრაქტიკულად არ არსებობდა და არც ფინანსები იყო. მე ისე მსურდა თამაში, რომ მოედანზე საჭიროზე ადრე დავბრუნდი, მხარი კიდევ ერთხელ ამომივარდა და ქრონიკული ამოვარდნა ჩამომიყალიბდა. ამ სიტუაციაში ოჯახი დამეხმარა, წავედი გერმანიაში, სადაც ოპერაცია გავიკეთე და ორწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ თამაში განვაახლე“ – იხსენებს რთულ პერიოდს ბეგაძე, რომელიც "ყოჩებს" შეუერთდა და თავისი შესაძლებლობები სრულად გამოავლინა.
"ყოჩებში" გატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ გიორგიმ "ბათუმსა" და "ლოკომოტივში" ითამაშა, ამჟამად კი გორის "ჯიქის" წევრია.
7-კაცადან ეროვნულში თანაბარი პასუხისმგებლობით
ფორმაში შესვლის შემდეგ გიორგი ბეგაძეს 2009 წელს საქართველოს 7-კაცა ნაკრებში უხმეს, სადაც მისი ფიზიკური და ტექნიკური მონაცემები კიდევ უფრო დაიხვეწა და 2011 წელს 25 წლის მორაგბე უკვე ეროვნულ ნაკრებში იყო.
„როდესაც შენი ქვეყნის სახელით თამაშობ, არ აქვს მნიშვნელობა, 15-კაცა ნაკრებია, 7-კაცა თუ ახალგაზრდული – შენი ქვეყნის დროშის ქვეშ დგახარ და პასუხისმგებლობა ერთნაირია. განსხვავება 7-კაცასა და 15-კაცას სპეციფიკაშია, თუმცა 7-კაცაში თამაში ფორმაში მოსვლაში დამეხმარა, დავხვეწე ხელის ტექნიკა. რომ არა ეს გამოცდილება, ეროვნული ჩემპიონატიდან ნაკრებში მოხვედრა გამიჭირდებოდა“ – ამბობს ბეგაძე, რომელსაც სანაკრებო დებიუტი 2011 წლის ბუქარესტის ერთა თასზე, არგენტინის „ა“ ნაკრებთან ჰქონდა:
„უხეში მოთამაშე არ ვარ და კლუბსა და ნაკრებში, ჯამში, კარიერის განმავლობაში სულ 5 ყვითელი ბარათი თუ მექნება მიღებული. ერთ-ერთი მათგანი სწორედ არგენტინის „ა“ ნაკრებთან მომცეს. ეს ჩემთვის ფსიქოლოგიურად რთული მომენტი იყო, თუმცა, საბედნიეროდ, თავს მოვერიე და მოედანზე რომ დავბრუნდი, დამაჯერებლად თამაში გავაგრძელე“.

კარიერის განმავლობაში ბეგაძის ანგარიშზე 67 კეპია და მათგან ერთ-ერთი გიორგის განსაკუთრებით ახსოვს:
„რა თქმა უნდა, დაუვიწყარი იყო 2015 წლის მსოფლიო თასზე მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან და არგენტინასთან თამაში; ასევე, ტესტ-მატჩი უელსთან და 2015 წლის მსოფლიოზე ტონგას დამარცხება. მნიშვნელობით, ტონგას დამარცხება განსაკუთრებულია, თუმცა პირადად ჩემთვის გამორჩეული იყო 2013 წელს „მიხეილ მესხზე“ სამოასთან მოგება. ეს იყო პირველი და დაუვიწყარი ემოცია. მაშინ მოთამაშეების გარდა არავის სჯეროდა, რომ ჩვენ მოვიგებდით. მაშინდელი სამოას ნაკრები თამაშის ხარისხით, შემადგენლობით და რეიტინგით ტიერ1-ის გუნდი იყო. ისეთი აურა იყო, ბიჭები ერთმანეთს რომ ვუყურებდით, ყველას გვჯეროდა, მოვიგებდით და ასეც მოხდა. მას შემდეგ სამოა კიდევ რამდენჯერმე დავამარცხეთ, მაგრამ იმ სიძლიერის ნაკრები არცერთი არ იყო“.
„გაჩერების უფლება არ გვქონდა“
COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის შემდეგ "ბორჯღალოსნები" რეკომენდაციების დაცვით, სავარჯიშო პროცესს 22 მაისიდან დაუბრუნდნენ და 3-3-კვირიანი ციკლით, „შევარდენის“ ბაზაზე კვირაში 4-ჯერ ვარჯიშობენ. ბეგაძე ამბობს, რომ გუნდმა ნაყოფიერი ვარჯიშები ჩაატარა და ისეთ დეტალებზე იმუშავა, რისი საშუალებაც სათამაშო კვირაში არ აქვს.

„უკვე მე-4 ბლოკი დავიწყეთ. 3-კვირიანი ვარჯიშების შემდეგ ერთ კვირას ვისვენებდით და ისევ ვაგრძელებდით მზადებას. ჩვენ არ ვიცოდით, როდის რა იქნებოდა – შეიძლებოდა ზაფხულში გვქონოდა თამაში, ან რუსეთთან გადადებული შეხვედრა ჩანიშნულიყო და გაჩერების უფლება არ გვქონდა. ეს პერიოდი აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა და გვემუშავა იმ დეტალებზე, სადაც ყველაზე მეტად გვიჭირს. ყველამ ძალიან მაგრად იმუშავა, ნაყოფიერი ვარჯიშები გვქონდა და როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად, კარგად ვართ მომზადებულნი. გვაქვს გეგმები, რომლის მიხედვითაც მზადებას განვაგრძობთ და თუ ოქტომბრის ბოლოს თამაშის საშუალება მოგვეცემა, შოტლანდიასთან მატჩს მომზადებულნი შევხვდებით“.
შეგახსენებთ, შოტლანდიის ნაკრებისა და "ბორჯღალოსნების" შეხვედრა, სავარაუდოდ, 24 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ასევე, იაპონიის უარის შემდეგ კვლავ განახლდა საუბრები საქართველოს ექსპერიმენტულ, რვა ერის გათამაშებაში შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით