რაგბი. საქართველოს ჩემპიონატი: ვინ ითამაშებს "ჩელენჯ კაპზე"?

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ეროვნული ჩემპიონატი 2 სექტემბერს დაიწყება, თუმცა ჯერ მხოლოდ საწყისი ექვსი ტურის თარიღებია დაზუსტებული. ასე იმიტომ მოხდა, რომ სავარაუდოდ, ერთ-ერთი ქართული კლუბი "ჩელენჯ კაპის" შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება.

ჯერ ეს ამბავი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და, ამდენად, რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტი ვითარების გარკვევის შემდეგ სხვა დარჩენილი ტურების თარიღებსაც გამოაცხადებს.

მომავალ გათამაშებაში ფორმატი უცვლელია. ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ათი გუნდი იასპარეზებს. პირველ ლიგაში დაქვეითებული ბოლნისის "ყოჩების" ნაცვლად უძლიერესთა რიგებს რუსთავის "ხარები" დაუბრუნდა.

აქვე გაგაცნობთ ყველაზე გახმაურებულ რამდენიმე ტრანსფერს: 

თბილისის "ლელო" დატოვეს და "ბათუმში" გადაბარგდნენ საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა ხმალაძე და მეორეხაზელი გიორგი ქოიავა.

ბოლნისის "ყოჩებიდან" თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე.

"ბორჯღალოსნების" კიდევ ერთი ცხრა ნომერი ვაჟა ხუციშვილი რკინიგზელთა გუნდიდან რუსთავის "ხარებს" დაუბრუნდა.

დიდი 10
I ტური
2 სექტემბერი
ხარები-ჯიქი, არმაზი-ბათუმი, ბაგრატი-ლელო, არმია-აკადემია, აია-ლოკომოტივი

II ტური
9 სექტემბერი
ხარები-ლოკომოტივი, აკადემია-აია, ლელო-არმია, ბათუმი-ბაგრატი, ჯიქი-არმაზი

III ტური
16 სექტემბერი
არმაზი-ხარები, ლოკომოტივი-აკადემია, აია-ლელო, არმია-ბათუმი, ბაგრატი-ჯიქი

IV ტური
23 სექტემბერი
ხარები-აკადემია, ლელო-ლოკომოტივი, ბათუმი-აია, ჯიქი-არმია, არმაზი-ბაგრატი

V ტური
30 სექტემბერი
ბაგრატი-ხარები, აკადემია-ლელო, ლოკომოტივი-ბათუმი, აია-ჯიქი, არმია-არმაზი

VI ტური
7 ოქტომბერი
ხარები-ლელო, ბათუმი-აკადემია, ჯიქი-ლოკომოტივი, არმაზი-აია, ბაგრატი-არმია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი რა. რა დონეა ეს ქართული ჟურნალისტიკა. ქართული კლუბები მონაწილეობენ საკონტიტენტო თასის გათამაშებაში, რაც შემდეგი სეზონის ჩელენჯ თასის საკვალიფიკაციოა თავისთავად. ჯერ დადასტურებული არაა თუმცა სავარაუდოდ 2 ქართული კლუბი ითამაშებს ამ ტურნირზე. წადით ეხლა და აიღეთ ინტერვი რაგბის ფედერაციის პრეზიდენტისგან რა ხდება ამ საკითხზე როდის გვეცოდინება დეტალები ან ბოლო ბოლო ფეისბუქზე მიწერეთ რაგბის ფედერაციას და მოგწერენ რა დაწეროთ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული