ოფიციალურად: საქართველოს ნაკრები "8 ერში" ითამაშებს!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში გასამართ "შემოდგომის თასზე" ითამაშებს, რომელსაც არაოფიციალურად "8 ერი" ეწოდება. 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება საქართველოს რაგბის კავშირმა გააკეთა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს, ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორებიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ.

მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო,
რომელმაც უამრავი პრობლემა შეუქმნა მთელ მსოფლიოს, მათ შორის, სპორტს და, კერძოდ, რაგბის, გაუქმებულია თითქმის ყველა საერთაშორისო ტურნირი და ტესტ-მატჩი, ქვეყნების უმრავლესობაში შიდა ჩემპიონატებიც კი ვერ დაუწყიათ, ამ დონის ტურნირზე მოწვევა ქართული რაგბისთვის უდავოდ დიდი აღიარებაა. დღეს ასრულდა ქართული სარაგბო თემის მრავალი თაობის და გულშემატკივრების ოცნება, დაფასდა ყველა თაობის მოთამაშეების, მწვრთნელების და სპეციალისტების თავდაუზოგავი შრომა და თავდადება.

ამ ტურნირში მონაწილეობის შანსი საქართველოს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იაპონიამ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარი თქვა ევროპაში ჩამოსვლაზე. გაჩენილ ვაკანსიაზე „6 ერის“ მესვეურებს საკმაო არჩევანი ჰქონდათ. გავიხსენოთ თუნდაც ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები. საბედნიეროდ, საბოლოო არჩევანი საქართველოზე გაკეთდა, რისთვისაც „6 ერს“ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. მადლობა ეკუთვნის „მსოფლიო რაგბისაც“ საქართველოს მხარდაჭერისთვის. სიტყვამ მოიტანა და გვინდა აღვნიშნოთ, რომ „მსოფლიო რაგბის“ არაერთ ფორუმზე გაჟღერებულა, რომ საქართველოს რაგბის კავშირის, მთავრობის, კერძო სექტორის და „მსოფლიო რაგბის“ თანამშრომლობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ცალკე აღებულ ქვეყანაში რაგბის წარმატებული განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. ამ ჯერზეც ასე მოხდა. საქართველოს რაგბის კავშირი „6 ერთან“ მოლაპარაკებებს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით აწარმოებდა, რაშიც „მსოფლიო რაგბი“ გვეხმარებოდა. რასაკვირველია, გადამწყვეტი „6 ერის“ სიტყვა იყო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ სრულფასოვანი მოსამზადებელი პერიოდისა და სათამაშო პრაქტიკის არქონის პირობებში, ძალიან რთული იქნება მსოფლიოს გრანდებთან პაექრობა და მაღალი ხარისხის თამაშის ჩვენება. თუმცა ერთ რამეზე ყველა ვთანხმდებით – ჩვენი საამაყო "ბორჯღალოსნები" მოედანზე ყოველთვის საბრძოლველად გადიან და თავი არასოდეს არ დაუზოგავთ. ეჭვი არ გვეპარება, რომ ახლაც ასე იქნება.

ასეთ ტურნირში მონაწილეობა თავისთავად უდიდესი პატივი და ქართული რაგბის აღიარებაა. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მოგვცემს შანსს, მივუახლოვდეთ „6 ერს“ და ერთ დღეს შევუერთდეთ მსოფლიოში ამ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობით, მივიღებთ ფასდაუდებელ გამოცდილებას, როგორც სპორტული, ასევე სატურნირო მენეჯმენტის თვალსაზრისით. „შემოდგომის ერთა თასი 2020“ უამრავ ბავშვს მოიყვანს საქართველოში სარაგბო მოედნებზე და სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს ჩვენს ქვეყანაში რაგბის განვითარებაზე მომავალში.

დასასრულ, გვინდა ქართული რაგბისთვის ამ ღირსშესანიშნავ დღეს გამოვხატოთ ჩვენი დიდი მადლიერება ყველა იმ ორგანიზაციისა თუ პიროვნების მიმართ, ვინც შეძლებისდაგვარად, ფინანსურად თუ სხვა ფორმით, გვერდში ედგა ქართულ რაგბის. წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის მზარდი ფინანსური დახმარების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა სპორტის ჩვენი სახეობის წარმატებები, რისთვისაც გულწრფელ მადლობას ვიხდით. ცალკე აღნიშვნის ღირსია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და მისი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი ქართული რაგბის განვითარებასა და წინსვლაში. მისი მრავალმილიონიანი ინვესტიციები სარაგბო ინფრასტრუქტურასა და სხვა მრავალ პროექტში მსოფლიოს მასშტაბით აღმოჩნდა უნიკალური, რაც შეუმჩნეველი არც „მსოფლიო რაგბისთვის“ დარჩენილა და 2014 წელს, ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, ბატონ ბიძინას გადაეცა სპეციალური პრიზი რაგბის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. რასაკვირველია, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს საყვარელ გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის, ერთგულებისა და მოთმინებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ ქართულ რაგბის."
მკითხველის კომენტარები / 66 /
გილოცავთ ყველას! ეს მოვლენა არის მორაგბეეთა რამოდენიმე თაობის დამსახურება და არა ვიღაც-ვიღაცეების...!!!
....
11 სექტემბერი 2020 15:54
5
:))) წერეთ დიზლაიკები,არ დაიზაროთ....
....
12 სექტემბერი 2020 20:34
1
დათო კილასონიას სული ალბათ ზეიმობს ქართული რაგბის ასეთი აღიარებისტ, გილოცავტ ყველას, რაგბის დიდ ოჯახს, უფრო და უნცროს რაბისტებს, მწვრთნელებს, მსაჯებს, ფედერაციას ამ დიდი აღიარებას და შრომის დაფასებას, წინ გამარჯვებისკენ ბორჯღალოსნებო ასახელეთ საქართველო
კახა
11 სექტემბერი 2020 13:41
2
ბატონი დუგლას კავთელაშვილის სულიც სასხენებელია,რადგან ამ კაცმა ჩაუყარა საფუძველი ამ დიდ წარმატებას! მისი შექმნილი ძლიერი სარაგბო გუნდის,ლეგენდარული ქუთაისის "აიას" გამარჯვებებით დაიწყო საქართველოში რაგბის აღორძინება!
....
11 სექტემბერი 2020 20:08
1
რამდენი ხართ ეს ჭკუის მასწავლებლები გამოდით უნდა დაგთვალოთ...
jaba kakachia
11 სექტემბერი 2020 13:20
4
გულზე ხელის დადებით სიმართლეს რომ თვალებშიშევხედოთ, ძალიან ცუდ დროს მოგვიწია 8 ერში თამაში. გუნდი ბევრად დასუსტებულია 4-5 წლის წინანდელთან შედარებით. რა თქმა უნდა ერთჯერადადაც სასიამოვნოა ამ დიდ გუნდებთან ვარჯიში, მაგრამ სინამდვილეში მაქვს მოლოდინი რომ მოხდება შემდეგი. ჯგუფში სამივე მაგრად, უშანსოდ მოგვიგებს (თუნდაც ეს ანგარიშში აისახოს) და დაგვამახებენ ჩვენს რეალურ ძალას. ამის შემდეგ კი მინიმუმ 15-20 წლით ან უფრო მეტით ვიდრე ეკონომიკას არ გამოვასწორებთ და მათთვის ფინანსურად მიმზიდველი არ გავხდებით, 6 ერის კარს დაგვიხურავენ. გვეტყვიან ხომ
ხედავთ არ ხართ ჩვენი დონისო

პ.ს. ისიც ცუდია რომ ნაკრების დროებითუ და არა სამომავლო მწვრთნელი ჰყავს. გამოდის გრძელვადიანი გეგმებისთვისაც ვერ მოახდენს მწვრთნელო ამ სპრინგების გამოყენებას. სულ ერთია მაინც სხვა მწვრთნელი უნდა მოვიყვანოთ შემდეგ

რეალობა ასეთია და მარტო ემოციურ დონეზე შეგვიძლია ვიყოთ აღტკინებულები და ყალბად გვჯეროდეს რომ რაღაც ახალი და დიდი იწყება. აგერ ზოგიერთს ისიც ჯერა დომ ლოკომოვი მოსკოვის დინამოს გააგდებს ევროპა ლიგაზე
ცუდ დროს გვიწევს
11 სექტემბერი 2020 12:44
4
დრო საკმარისია მოსამზადებლად! ვარჯიში და შრომა! შრომა და ვარჯიში! ტურნირის დაწყებამდე პროგრამის გაკეთება! კაჭარავა უნდა დაბრუნდეს! შეეშვი ბიძია პოლიტიკას, მოესწრები კიდევ, ახლა თუ წახვედი მერე ამას სიკვდილამდე არ აპატიებ შენს თავს და სიკვდილის წინაც შეგრცხვება ამის გამო. სრული მობილიზება, აბსოლუტურად ყველა საქმის გადადება და სრული მობილიზებაა საჭირო საქართველოს ღირსეულად გამოსაჩენად ამ გაზულუქებული ოღრაშების ჯინაზე, რომლებიც ველურებად გვთვლიან და ურუგვაის და ესპანეთს აყენებენ ჩვენზე წინ მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამო.
დროის მიხედვით ჩემს მერე გაკეტებულ კომენტარებს აქვეყნებთ და ჩემსას არა, სალახანები ხართ თქვენც?
bs
11 სექტემბერი 2020 12:05
4
გუშინ ინტერნეტში არ შემოვსულვარ და დღეს გავიგე უკვე დადასტურებით ეს სასიხარულო ამბავი.როგორ,რატომ და ათასი სხვა შეკითხვა,სრულიად ზედმეტია.მთავარია რომ ვთამაშობთ და ეს უდიდესი მოვლენა ქართული რაგბისათვისმსოფლიოს პირველი 8 გუნდიდან 4-ს,თითქმის მსოფლიოს თასის გრაფიკით ვეთამაშოთ,შესაძლოა ასეთ შემთხვევას,ჩვენს შორის ყველაზე ახალგაზრდებიც კი ვეღარ მოესწრონ.(თუ 6 ერში არ მიგვიღეს,რა თქმა უნდა).ახლა კი,ერთ უსიამოვნო საკითხს შევეხები.ორიოდე დღის წინ,დათო კაჭარავამ,"კაჭიმ",ჩვენმა საყვარელმა და დამსახურებულმა რაგბისტმა,სრულიად მოულოდნელად,კარიერის დასრულება გამოაცხადა.არა და სულ ერთი თვის წინ,მომავალ გეგმებზე საუბრობდა.მეც და ალბათ მრავალმა თქვენგანმაც,ჩავთვალეთ,რომ რაღაცა მიზეზი არსებობდა,რამაც კაჭი ამაზე აიძულა.რა თქმა უნდა ფიქრები და ეჭვები,რაგბის ფედერაციისაკენ წამივიდა,რადგან ძალიან არეულია იქაური მდგომარეობა.რეალობა კი,გაცილებით პროზაული აღმოჩნდა:თურმე კაჭი პარლამენტში იყრის კენჭს.ყველას თავისი შეხედულება აქვს და ოცნების მიმართ მეც ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს,მაგრამ ბიძინა ივანიშვილის წვლილი რაგბის განვითარებაში რომ აუწონავია,არა მგონია ინფორმირებული კაცისათვის,საკამათო იყოს.დიდი მადლობა ამისათვის და ამ მადლობას,არც არასოდეს მოვიშლი.მეორე მხრივ,კაჭის სიაში ჩართვა რას ნიშნავს?იმას,რომ მას,თვითონ ოცნებამ სთხოვა სიაში დადგომა.ალბათ ბიძინა ივანიშვილიც იგულისხმება.შედეგი რა იქნება?აქტიურ სპორტს დატოვებს,ნაკრების უკანა ხაზის სული და გული,რომელიც გუნდს,მომდევნო მსოფლიოს თასზეც დაეხმარებოდა,სანაცვლოდ კი მივიღებთ(შესაძლოა ვერც მივიღოთ და ვერც გაიმარჯვოს),სუსტ,მოუმზადებელ პარლამენტარს,რომელსაც მთელ დანარჩენ პარლამენტთან ერთად,დედის გინება არ მოაკლდება.არა მგონია დათო კაჭარავა საშოვარს გადაგებული კაცი იყოს,მაგრამ პარლამენტარის სახელი,სწორედ ამასთან ასოცირდება საქართველოში და ამას, ვერც ის აიცილებს თავიდან.ძალიან ცუდი გაცვლა გამოდის.სანამ ფორმიდან ამოვარდნილა,კაჭის აქვს დრო,შეცვალოს გადაწყვეტილება და იმ საქმეს დაუბრუნდეს,რაც თვითონ უყვარს და რის გამოც,ჩვენ გვიყვარს იგი.სადაც არ უნდა იყოს,მე ყოველთვის წარმატებას ვუსურვებ დათოს,მაგრამ ვთხოვ თვითონაც დაფიქრდეს.სიყვარულიდან სიძულვილამდე,ისედაც ერთი ნაბიჯია და პოლიტიკაში, ეგ დისტანცია, კიდევ უფრო მცირდება.
სოსო
11 სექტემბერი 2020 11:44
5
ერთი შეკითხვა მაქვს და ვინც დაზუსტებით იცით,იქნებ დაწეროთ, ეს ერთჯერადად იქნება თუ სრულად ჩაგვსვეს და ყოველწლიურად როგორც სხვა ქვეყნები ვიქნებით 8 ერში?
Fsiuuu
11 სექტემბერი 2020 10:31
4
ერთჯერადი
bs
11 სექტემბერი 2020 12:06
0
ერთჯერადია ამ ჯერზე
mirosan
11 სექტემბერი 2020 12:05
0
ყველა გამოხმაურება
დრო საკმარისია მოსამზადებლად! ვარჯიში და შრომა! შრომა და ვარჯიში! ტურნირის დაწყებამდე პროგრამის გაკეთება! კაჭარავა უნდა დაბრუნდეს! შეეშვი ბიძია პოლიტიკას, მოესწრები კიდევ, ახლა თუ წახვედი მერე ამას სიკვდილამდე არ აპატიებ შენს თავს და სიკვდილის წინაც შეგრცხვება ამის გამო. სრული მობილიზება, აბსოლუტურად ყველა საქმის გადადება და სრული მობილიზებაა საჭირო საქართველოს ღირსეულად გამოსაჩენად ამ გაზულუქებული ოღრაშების ჯინაზე, რომლებიც ველურებად გვთვლიან და ურუგვაის და ესპანეთს აყენებენ ჩვენზე წინ მხოლოდ და მხოლოდ ფულის გამო.
bs
11 სექტემბერი 2020 10:21
0
Kargi es yvelaferi, mara didi isaa, rom nakrebi am etapze cud formashi da zogadat qartyl ragbshi arajansaxi sityaciaa.
Ttt
11 სექტემბერი 2020 09:38
1
აჰა ესეც ნანატრი შანსი, წარმატებები ბიჭებო გამოიყენეტ ეს მომენტი, რომ დავრჩეთ შვიდ ერში თუ კარგად ვითამაშებთ დარწმუნებული ვარ დაგვტოვებენ და თუ იტალია და ფიჯის მოუგებთ ჩათვალეთ ეგაა რა
Vallka
11 სექტემბერი 2020 08:38
0
ეგ ამბავი გამორიცხულია ,ვალიკ.ფიჯიც და იტალიაც,მეორე ჯგუფში არიან და მათგან ერთზე მეტს ვერანაირად ვერ შევხვდებით.
სოსო
11 სექტემბერი 2020 20:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული