"შემოდგომის ერთა თასი 2020"-ის პირველ ტურში "ბორჯღალოსნები" ინგლისს, ლეგენდარულ "თვიქენჰემზე" 14 ნოემბერს ერკინება.

ხოლო გათამაშების პირველ ტურამდე საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები ედინბურგში, ასევე ლეგენდარულ „მარიფილდზე“ წინასატურნირო გასახურებელ ტესტ-მატჩს გამართავენ. ეს თამაში 23 ოქტომბერსაა ჩანიშნული, 1-ელ ნოემბერს კი "ბორჯღალოსნები" 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში რუსეთს უმასპინძლებს.

მეხუთედ შოტლანდიასთან

უკანასკნელ ათწლეულში "ბორჯღალოსნებს" შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ოთხჯერ უთამაშია. პირველ ჯერზე გუნდები ერთმანეთს ახალ ზელანდიაში, 2011 წლის მსოფლიო თასზე ინვერქარგილში გადაეყარნენ. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ლელო არ გაატანინა, თუმცა შოტლანდიამ გამარჯვება ჯარიმების წყალობით მოიპოვა. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ტიერ1-ის გუნდთან ლელო ხელუხლებლად შევინახეთ.

2016 წლის ნოემბერში სქოთებმა კილმარნოკში, შემოდგომის ტესტ-მატჩში გვიმასპინძლეს და 43:16 იმარჯვეს, თუმცა "ბორჯღალოსნებთან" თამაში ისე მოეწონათ, რომ თბილისში სტუმრობა მაშინვე დაადასტურეს.

2019 წლის მსოფლიო თასის წინ შოტლანდიამ სიტყვა შეასრულა და გახდა პირველი (და ჯერჯერობით ერთადერთი) გუნდი ტიერ1-ის ქვეყნების ნაკრებებიდან, რომელიც საქართველოს ეწვია. მსოფლიო თასის წინა გასახურებელი თამაში „დინამო არენაზე“ 31 აგვისტოს გაიმართა. ქომაგმა უმაღლესი დონის შემსრულებლების ცოცხლად ხილვით ისიამოვნა, თამაში კი სტუმრებმა 44:10 მოიგეს.

ერთი კვირის თავზე იმავე მეტოქეს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შევხვდით. "ბორჯღალოსნების" თამაშის ხარისხი ერთი კვირის წინანდელზე უკეთესი იყო, თუმცა ობიექტურად ძლიერმა მეტოქემ მეოთხედაც გაიმარჯვა – 36:9.

აქვე გეტყვით, რომ შემოდგომის ერთა თასის პირველ მატჩში შოტლანდია იტალიას ეთამაშება.

rugby.ge

სოსო
უკვე ბევრი ყოფილი სპორტსმენი ვნახეთ პარლამენტში.მათგან თითო ოროლა,უკვე ასაკიანი და ცხოვრებაში განსხვავებული გამოცდილების მქონე თუ იყო,ძირითადი მასა,ახალგაზრდები და არაფრის მცოდნენი იყვნენ.მათ ქვეყნისათვის ზიანის მეტი არაფერი მოუტანიათ და მომავალშიც ასე იქნება.ძალიან მიყვარს კაჭი,ძალიან პატივს ვცემ მასაც და სანიკიძესაც,მაგრამ პარლამენტარობის კანდიდატურა,მათთვის ძალიან ცუდი საგზურია და ხალხის სიყვარულის ძალიან ცუდი გადახურდავება.სჯობია კარგი კაცი იყო,ვიდრე ცუდი პარლამენტარი.ისწავლე,დააგროვე გამოცდილება და შემდეგ იყარე კენჭი.თანამდებობაზე დანიშვნა და შემდეგ სასწავლებლად წასვლა,ქვეყნის სასაცილოდ აგდებას ნიშნავს.ეს მოქალაქეებს და ნაცებს გამოსდიოდათ კარგად და არ მინდა ამათაც გაიმეორონ
იდალგო
სამწუხაროდ ვერ დაგეთანხმებით, რომ დავითის "არასარაგბო ცხოვრება" არაა ვინმეს საქმე და გასარჩევი, იმ ელემენტარული მიზეზის გამო - რომ თვითონ გახადა ხალხის შესაფასებელი პოლიტიკაში წასვლით. პოლიტიკა სჯარო საქმეა და აბა სხვანაირან როგორ მოხდება? არ შეაფასებენ პოლიტიკოსს? თუ ფიქრობთ, რომ პლიტიკოსის ცხოოვრება თუ ქმედება ხალხს აეკრძალებაან კანონით ან მორალით? ტადგან წავიდა ამ სფეროში, ცხადია შესაბამისი გარჩევა-შეფასებებიც შესაფერისად იქნება. პირადად მე ოდნავაც არ მაინტერესებს მისი პოლიტიკური ცხოვრება (არანაირად), მაგრამ პოლიტიკა ყოველთვის გულისხმობს, რომ მისი მონაწილე ყოვეთვის იქნება "გარჩეული"!
სონიგი
რეალურად შევხედოთ სიტუაციას. კაჭის ყოფნა ამ თამაშების შედეგზე არსებით გავლენას ვერ მოახსენდა , ეს ჩვენ გვიყვარს დათუნა კაჭარავა ( სრულიად დამსახურებულად ) თორემ , ითამაშებდა და მერე წავიდოდა . ჩვენი მთავარი მიზანი , რაც შეიძლება მეტის სწავლა სამომავლოდ, შეუსრულებელი დარჩებოდა.სამომავლო პერსპექტივიდან გამომდინარე სწორი გადაწყვეტილებაა . ახალგაზრდებისთის მისწრებაა ამ რეჟიმში და ასეთ მოწინააღმდეგეებთან თამაში რაც შეეხება ბატონ დავით კაჭარავას არასარაგბო ცხოვრებას ,არაა ჩვენი საქმე ამის გარჩევა .ბევრი ,ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის გაკეთება შეაძლებინოს ღმერთმა( იდეალურ სიტუაციაში ამისთვის უნდა მიდიოდენ პოლიტიკაში ) და საკუთარმა შეგნებამ .
goran
ანებებინებენ რას ნიშნავს!? პატარა ბავშვია? ნივთია თუ თავის სურვილის საწინააღმდეგოდ აკეთებს?! ამ კაცმა თვითონ გადაწყვიტა მომავალი და ნუ განვსჯით მის საქციელს. ყველაფერს დრო გვაჩვენებს.
ზასტაველი
რამდენი წლისაა კაჭარავა?პარლამენტში რა უნდა?რაგბიდან უკვე წავიდა?
ანესთეზეოლოგი
ხო აი სულ ძალითა და დახვრეტის მუქრით "ანებებინებენ":)
ანდრია
მოდი და ნუ გაბრაზდები,ასეთი უმნიშვნელოვანესი,ისტორიული მატჩების წინ,ანებებინებენ რაგბისთვის თავს კაჭარავას,გუნდის კაპიტანს,ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანეს წევრს და მიყავთ პარლამენტში და იჯდება იქ როგორც ცარიელი ტომარა,მაქსიმუმ მისი სარგებელი ოპოზიციასთან პიზიკურ დაპირისპირებაში ვნახოთ,ოღონდ ეს სარგებელი რათქმაუნდა არ იქნება ქვეყნისთვის გამოსადეგარი
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
ჩინებული პირველი და ჩაგდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა
შოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან ჩვენმა მოლმა და შერკინებამაც სერიოზულ გამოწვევას გაუძლო
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
საქართველო შოტლანდიას მეორედ უმასპინძლებს