ბორჯღალოსანთა ნაწილმა შემოდგომის ტესტ-მატჩებისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა. თბილისში მყოფი მორაგბეები და სამწვრთნელო შტაბის წევრები 11 ოქტომბერს საფრანგეთში გაემგზავრნენ, სადაც მათ მსოფლიო რაგბის მე-9 რეგულაციის თანახმად, სამი დღით ლეგიონერები შეუერთდებიან.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ შოტლანდიასთან მატჩამდე სრულ შემადგენლობას სქემების დასახვეწად სულ ხუთი ვარჯიში ექნება:

„მოსამზადებელი ეტაპი დიდი ხანია დავიწყეთ. ადგილობრივმა მოთამაშეებმა რთული გზა გამოიარეს, ნაყოფიერად იმუშავეს და ფიზიკურად თუ ტექნიკურად კარგ ფორმაში არიან. მიკრო-ტრავმების გამო მცირე შეფერხებები გვქონდა, თუმცა ახლა ყველაფერი წესრიგშია“.

„საფრანგეთში შეტევისა და დაცვის სქემებზე ვიმუშავებთ. სულ ხუთი ვარჯიში გვექნება და ამ პერიოდში უნდა ჩავატიოთ ყველაფერი ის, რასაც შოტლანდიას შევთავაზებთ. კარგია, რომ მოთამაშეთა ძირითადმა ბირთვმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ერთად ითამაშა. ახლა სქემების გახსენება მოგვიწევს და არა ყველაფრის თავიდან დაწყება“.

დანაკლისი და დებიუტანტები

წინასწარ გამოცხადებულ გაფართოებულ შემადგენლობაში ცვლილებებია: კითხვის ნიშნის ქვეშაა ბექა გიგაშვილის და ლევან ჩილაჩავას თამაში. მათი ბედი მომავალ კვირაში გაირკვევა; ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს დავით გიგაურს და სავარაუდოდ, პირველ ორ თამაშს გამოტოვებს; შოტლანდიასთან და რუსეთთან მატჩისთვის არ მოემზადებიან მიხეილ ალანია და კოტე მიქაუტაძე. ამ ეტაპზე ისინი კლუბში დარჩებიან:

„გამოძახებული გვყავდა მიხეილ ალანია, რომელსაც ცოტა ხნის წინ ‘ორიაკში’ წარმატებული დებიუტი ჰქონდა. კლუბში ისეთი სიტუაციაა, „შემოდგომის ერთა თასამდე“ მას მინიმუმ ხუთი თამაშის ჩატარება მოუწევს და მასობრივი უთამაშებლობის ფონზე, ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ასე ვამჯობინეთ“.

„კოტე მიქაუტაძემ აქილევსზე ურთულესი ოპერაცია გაიკეთა. ის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს გადის და ვიცოდით, რომ პირველ ორ თამაშზე ვერ დაგვეხმარებოდა, თუმცა მისი რეაბილიტაციისთვის გუნდური ატმოსფეროა საჭირო. რადგან ის ‘ბაიონის’ მოთამაშე გახდა, ამის საჭიროება აღარაა. ვნახოთ როგორ ფიზიკურ ფორმაში იქნება და „შემოდგომის ერთა თასზე“ მის წაყვანასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ“ – ამბობს მაისაშვილი, რომელმაც გაფართოებულ შემადგენლობაში ორ დებიუტანტს, უმცრო ბორჯღალოსანს უხმო – ‘ლელო-სარასენსის’ 9 ნომერ გიორგი მარგალიტაძეს და ‘ბიარიცის’ ბურჯ ლუკა აზარიაშვილს:

„მარგალიტაძე მაისიდან ჩვენთან ვარჯიშობდა და კარგ ფიზიკურ და ტექნიკურ კონდიციაშია. მისი თამაშები 20-წლამდელთა ნაკრებიდან გვახსოვს და რადგან ალანიას გაფართოებულ შმადგენლობაში აღარ ვეძახდით, არჩევანი მარგალიტაძეზე შევაჩერე“.

„არჩევანის საშუალება გვქონდა პირველ ხაზში და საბოლოოდ აზარიაშვილზე შევჯერდით. მას ყაულაშვილისა და გიგაშვილის მსგავსად, ორივე პოზიციაზე შეუძლია თამაში, დისციპლინირებულია, კარგია როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, ბურთის ამოღებაში და ‘ბიარიცში’ სათამაშო დროც აქვს. მას საფრანგეთში შეკრებაზე დავაკვირდებით. ვინ წავა შოტლანდიაში, ეს სწორედ საფრანგეთში გადაწყდება“.

დებიუტანტების როლი

აზარიაშვილისა და მარგალიტაძის გამოძახების შემდეგ, გუნდში პოტენციური დებიუტანტების რიცხვი 7-მდე გაიზარდა:

„შოტლანდიასთან და რუსეთთან თამაშს განვიხილავთ მოსამზადებელ ეტაპად. ამ თამაშებმა უნდა გვაჩვენოს სურათი, თუ რა ტიპის გუნდი გვეყოლება „შემოდგომის ერთა თასზე“. მაქსიმალურად ვეცდებით დავხვეწოთ დეტალები. აქ მნიშვნელოვანი იქნება დებიუტანტების როლი. სხვადასხვა მიზეზების გამო, შემადგენლობა მნიშვნელოვნადაა გადახალისებული. შესაძლოა, მეორე ხაზში დებიუტანტები არ იყვნენ, მაგრამ ისეთი მორაგბეები გვყავს, რომელთაც დიდი სანაკრებო გამოქცდილება არ აქვთ. საინტერესო იქნება ვნახოთ როგორ გაართმევენ ისინი ამოცანას თავს. ცვლილებები იქნება ხაზშიც, სადაც 13 წელი დავით კაჭარავა თამაშობდა, კაპიტანი (მერაბ შარიქაძე) კი ტრავმიდან ახლა გვიბრუნდება“.

ბორჯღალოსნები საფრანგეთიდან 21 ოქტომბერს შოტლანდიაში მიემგზავრებიან, სადაც 23 ოქტომბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშებიან. აღსანიშნავია, რომ შარშან ამ გუნდს მსოფლიო თასის წინ ორჯერ ვეთამაშეთ – თბილისში და ედინბურგში.

„შოტლანდიის ნაკრები სხვა ექვსი ერის გუნდებივით სტაბილური არაა, მაგრამ მუდამ გამოირჩევა ბრძოლისუნარიანობით და ლიდერებიც არაერთხელ გაუმწარებია. ისინი ჩვენთან უპირობო ფავორიტები არიან. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, გუნდისთვის და ბევრი მორაგბისთვის ეს პირველი თამაშია და იქნება ტექნიკური წუნი, თუმცა ვეცდებით შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ. შარშან ედინბურგში მეტოქეს უკეთ ვეთამაშეთ, ვიდრე მანამდე თბილისში და ვეცდებით წინა გამოცდილება გავითვალისწინოთ. მნიშვნელოვანი იქნება კონტაქტის მოგება, რათა სწრაფი და ეფექტური თამაში ვაჩვენოთ, თუმცა შოტლანდია ამ კომპონენტში ექვსი ერის ბევრ გუნდს უქმნის პრობლემას“.

გაფართოებული რაზმი შოტლანდიასთან და რუსეთთან

შერკინება

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (61 კეპი, 10 ქულა), გურამ გოგიჩაშვილი (14 კეპი, 5 ქულა), ლექსო ყაულაშვილი, შალვა მამუკაშვილი (74 კეპი, 50 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (58 კეპი, 20 ქულა), გიორგი ჭყოიძე (11 კეპი, 5 ქულა), გიორგი მელიქიძე (19 კეპი, 5 ქულა), ლუკა აზარიაშვილი;

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (25 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (2 კეპი, 5 ქულა), ლაშა ჯაიანი (2 კეპი), გიორგი ჯავახია (1 კეპი);

მესამე ხაზი: ბექა გორგაძე (27 კეპი, 40 ქულა), ბექა საღინაძე (12 კეპი, 5 ქულა), ოთარ გიორგაძე (25 კეპი, 25 ქულა), გიორგი თხილაიშვილი (57 კეპი, 60 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (1 კეპი), იოანე იაშაღაშვილი;

ხაზი

9: ვასილ ლობჟანიძე (51 კეპი, 40 ქულა), გელა აფრასიძე (25 კეპი, 24 ქულა), გიორგი მარგალიტაძე;

10: თედო აბჟანდაძე (15 კეპი, 102 ქულა), ლაშა ხმალაძე (83 კეპი, 53 ქულა);

12-13: მერაბ შარიქაძე (66 კეპი, 62 ქულა), გიორგი კვესელაძე (24 კეპი, 20 ქულა), თამაზ მჭედლიძე (57 კეპი, 35 ქულა), დემე თაფლაძე (2კეპი, 5 ქულა);

11-14: აკაკი ტაბუცაძე (2 კეპი, 25 ქულა), სანდრო თოდუა (85 კეპი, 70 ქულა), ზურაბ ძნელაძე (11 კეპი, 15 ქულა), სანდრო სვანიძე;

15: სოსო მათიაშვილი (27 კეპი, 152 ქულა), დავით ნინიაშვილი.

rugby.ge

ნაცი
ჟვანია სადაა?
რაგბისტი
კარგია რომ ახალგაზრდებს იმატებს,მომწონს აზარაშვილი თამაში, მაგრამ ის მაინც ბიარიცის გუნდში გიორგი ნუცუბიძის შემცვლელად მოიაზრება. ამ ბოლო დროს მიეცა ძირითადში დაეწყო თამაში, მაგრამ ის გამოწვეულია იმით რომ გიორგი ნუცუბიძის აძლევენ დასვენების საშუალებას უფრო ძლიერ გუნდებთან შეხვედრისათვის. ჩემი აზრით ნუცუბიძეც უნდა გამოიძახოს.
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
"ანორთოსისმა" თემურ ქეცბაია გაათავისუფლა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
შეთანხმება შედგა - ნ'გოლო კანტე ევროპაში ბრუნდება
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
"ნაპოლიმ" ქოჩორაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
სრული სიგიჟე - იამალის სანაცვლოდ წარმოუდგენელ თანხას იხდიან
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?