საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა მატჩი ისევ გადაიდო

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც პირველ ნოემბერს, "მესხის" სტადიონზე უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით გადაიდო.

რაგბი ევროპის განცხადებით:

„ევროპაში COVID-19 პანდემიის განახლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეზღუდვების შემდეგ, რაგბი ევროპამ გადაწყვიტა 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა მატჩის გადადება.“

ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გაიმართება საქართველო-რუსეთის და რაგბი ევროპის ჩემპიონატის დანარჩენი მატჩები.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან კარგი! რისკი დიდი იყო და მატჩის მნიშვნელობა კი დაბალი.
გიორგი
20:43 20-10-2020
1
2 მხარე აქვს ამ გადაწყვეტილებას. დადებითი, რაზეც უკვე ითქვა ქვემოთ კომენტარებში და უარყოფითი ის, რომ ეგეთი პრაქტიკაც სჯობს უბრალო ვარჯიშს და შეთამაშებისთვის კარგი გამოცდა იქნებოდა.
Just Supporter
21:22 20-10-2020
0

სიახლეები პოპულარული