"ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "მარიფილდზე" ტესტ-მატჩში შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა.

მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ლელოთი და გარდასახვით დებიუტშივე შეძლეს დაწინაურება, შემდეგ კიდევ ორი ლელო გაიტანეს, ორი გარდასახვა გააცუდეს და პირველი ტაიმი 17:0 მოიგეს. გაწითლებული დროში შოტლანდიელებს ვიდეორეფერიმ ლელო გაუუქმა."ბორჯღალოსნები" ბურთს ვერ იჩერებდნენ და იერიშების მიტანას ვერ ახერხებდნენ.

შესვენების შემდეგ აკაკი ტაბუცაძემ ლელო დადო (ეს მესამე შეხვედრაში მისი მეექვსე ლელოა), გარდასახვა თედო აბჟანდაძემ გამოიყენა, თუმცა შემდეგ მასპინძლები ისევ დაეუფლნენ ინიციატივას და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა უზარმაზარი გახლდათ, საქართველოს ნაკრებს თამაშში უამრავი
წუნი ჰონდა და შეხვედრაც ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 14 ნოემბერს, რვა ერზე ინგლისთან გამართავს.

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

1 ლელო: ტაბუცაძე

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 სინბინი: აფრასიძე

მკითხველის კომენტარები / 73 /
მეგობრებო რატომ გიკვირთ ასეთი წაგება, ჯერ კიდევ მსოფლიო თასამდე ეტყობოდა ნაკრებს სერიოზული რეგრესი. ჰეიგის კონცეფცია ხელით თამაშის გაუმჯობესებაზე არ გამოვიდა, შერკინება დასუსტდა სერიოზულად, ნუ დერეფანი ხომ საერთოდ არ გვივარგოდა არასოდეს, პლიუს რაქი ამას დაემატა მოლის უსუსურობა, ნუ მეტი რაგბიში მე მგონი არ დარჩა არაფერი და მივიღეთ ის რაც მივიღეთ...ცუდი ისაა რომ მივექანებით უფსკრულისაკენ ისე როგორც ერთ დროს საკმაოდ ძლიერი რუმინეთი და იქვე გველოდბა დანარჩენი რაგბის ფარჩაკი ნაკრები გუნდები რუსეთის თამადობით.რაც შეეხება ექვს ერზე ფიქრს, მგონი ჩვენ თვითონ გავეცით პასუხი ამ მუდმივ კითხვას. სამწუხაროა ეს ყველაფერი და არავის არ უხარია ეს, არც პოზიციას და არც ნორმალურ ოპოზიციას.
Maximus
24 ოქტომბერი 2020 11:00
1
ვუყურე თამაშს. წაგება არ გამკვირვბია, მაგრამ წაგებაც არის და წაგებაც, ძალიან უსუსურად გამოვიყურებოდით ყველა კომპონენტში! არავითარი შანსი არ გვქონდა. ასეთი უსუსურობის მიზეზი სხვა ყველაფერთან ერთად მგონი უფრო ის არის, რომ ჩვენი რაგბისტებიდან არავინ ფორმაში არ არის ძალიან დიდი ხნის უთამაშებლობის გამო! ამას გარდა შერკინებაში და რაქში სიმძლავრე (ღონე) დაკარგული გვაქვს. ეტყობა უფრო ჯანიანი ბიჭები უნდა მოვძებნოთ!
aburjga
24 ოქტომბერი 2020 10:59
0
ინგლისი საქათველო 80-0, უელსი საქართველო 70-0. ირლანდია საქართველო 60-0
kopala
24 ოქტომბერი 2020 10:47
5
ჩიტმა დაგასკლინტოს მაგ გამხმარ პირზე
salome
24 ოქტომბერი 2020 22:55
1
ძმურად, გადაირქვი რა ფსევდონიმი
გიგლია
24 ოქტომბერი 2020 13:03
1
ყველა გამოხმაურება
ვფიქრობ არაფერი სასწაული არ მომხდარა. რაც შეეხება მოლს და შერკინებას ძალიან დავიჩაგრეთ, თუმცა რომ ვიძახით ამ კომპონენტებში ვერავინ გვჯობდაო გახსოვთ მაშინ ვინები გვყავდა თუნდაც შერკინების ხაზში? წავიდა ის ხალხი, ნაკრებში მიდის ცვლილებები, ხომ ხედავთ რამდენი ახალი სახე გვყავს? ასე რომ ამ ბიჭებს რაღაც დრო ჭირდებათ, რომ ისე ჩაჯდნენ და შეკრან ნაკრები, როგორც წინა თაობა იყო. ამას დრო ჭირდება, ეს ასეა ზოგადად. ვაცადოთ ბიჭებს და აუცილებლად გაიზრდება ჩვენი ნაკრები თამაშიდან თამაშამდე. რა თქმა უნდა ამისთვის მარტო ბიჭების მონდომება არ იქნება საკმარისი, ხელშეწყობა უნდა რაგბის კავშირიდან, სახელმწიფოდან და არა ისეთი დომხალი, რაც ახლა ხდება.
გულშემატკივარი
24 ოქტომბერი 2020 10:25
0
მადლობა ბიჭებს!!!!!!! არაფერია!!!!! აქ უნდა ვისწავლოთ თამაში!!! რაც მეტი თამაში გვექნება ამნაირ გიჟებთან მით უკეთესი!!!! ესენი სხვა დონეა!!! რუმინეთი რუსეთი ესპანეთი პორტუგალია სხვა....... ჩვენ შუაში გავიჭედეთ!!!! რაც მეტი ასეთი თამაში იქნება მით მალე დავცემთ ბნედას იტალიას!!!!!!! მადლობა ბიჭებო.... ყველაფერი წინაააააააააა!!!!!!!!!
alex
24 ოქტომბერი 2020 10:25
0
რაქსა და მოლში გვერდიდან რომ არ უნდა შეხვიდე,დერეფნის მოწოდებისას ბურთზე რომ უნდა იბრძოლო-ამას მაინც და მაინც 6 ერში თამაშის "გამოცდილება" უნდა?!
ან კომენტატორების გაუთავებელი : საწყისი წუთების ნერვიულობა, ჩვენები ნერვიულობენ!!! რა უბედურებაა?!
რა განერვიულებთ თქვე კაი ხალხო?! გადი და ეცადე ლამაზი შემტევი თამაში აჩვენო
არდილეს
24 ოქტომბერი 2020 10:13
1
დასაწყისში კომენტატორი ქართულად გვესალმება გამარჯობათო და ბატონმა ნიაზმა რით ვერ ისწავლა რომ ნიჩია ქართულად ფრეს ნიშნავს?!)
ბათუმის ფანი
24 ოქტომბერი 2020 09:37
0
არაუშავს შეცდომები ხო გამოჩდა და ეხლა მათ გასწორებაზე იმუშავეთ
შოკირებული გულშემატკივარი
24 ოქტომბერი 2020 09:34
0
კლასში სხვაობა უდიდესი იყო. იმაზე მეტი, რომ უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენებიც ხომ ევროპულ გუნდებში თამაშობენ და იქ მათი კლასი, არ ჩანს ასე დაბალი ევროპელებთან შედარებით. გამოდის, რომ შეთამაშება აკლია და მწვრთნელის დონეც არაა 8 ერის დონის.
ჟორა
24 ოქტომბერი 2020 09:14
0
რაც ნიჟარაძე წავიდა რეგრესი აშკარაა, კაცი იძულებული გახადეს რო წასულიყო.
111
24 ოქტომბერი 2020 08:02
0

სიახლეები პოპულარული