"ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "მარიფილდზე" ტესტ-მატჩში შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა.

მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ლელოთი და გარდასახვით დებიუტშივე შეძლეს დაწინაურება, შემდეგ კიდევ ორი ლელო გაიტანეს, ორი გარდასახვა გააცუდეს და პირველი ტაიმი 17:0 მოიგეს. გაწითლებული დროში შოტლანდიელებს ვიდეორეფერიმ ლელო გაუუქმა."ბორჯღალოსნები" ბურთს ვერ იჩერებდნენ და იერიშების მიტანას ვერ ახერხებდნენ.

შესვენების შემდეგ აკაკი ტაბუცაძემ ლელო დადო (ეს მესამე შეხვედრაში მისი მეექვსე ლელოა), გარდასახვა თედო აბჟანდაძემ გამოიყენა, თუმცა შემდეგ მასპინძლები ისევ დაეუფლნენ ინიციატივას და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა უზარმაზარი გახლდათ, საქართველოს ნაკრებს თამაშში უამრავი
წუნი ჰონდა და შეხვედრაც ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 14 ნოემბერს, რვა ერზე ინგლისთან გამართავს.

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

1 ლელო: ტაბუცაძე

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 სინბინი: აფრასიძე

მკითხველის კომენტარები / 73 /
მიგვიჩინეს ჩვენი ადგილი,სრული უსუსურობა,არანაირი ექვსი ერი და ასეთები მორჩით ზღაპრებს,დილეტანტებივით იდგნენ
ალიკა
24 ოქტომბერი 2020 00:49
5
Ra unda vtgva, magrad chamoovrchebit pirveli eshelonebis gundebs
Nukri
24 ოქტომბერი 2020 00:47
1
სოსო მათიაშვილთან დიდი მოკრძალებით - არ არის ეს ბიჭი ნაკრების დონე უკვე 2 წელზე მეტია და იმ ლელოსაც ხაზს უსვამს ზღაპრულ ნახტომში რომ დადო სადებიუტო თამაშში. ასეთი ფულბექით ინგლისი წააგებს ყველა მატჩს 6 ერში არათუ ჩვენსავით მეორე ნომრად მოთამაშე გუნდი.
???
24 ოქტომბერი 2020 00:45
1
მაისაშვილო წადი სოფელში ბაღი დაამუშავე!!! მათიაშვილზე უკეთესი კაცი დიდ 10ში თუ არ გვყავს დავყუპულვართ და ეგ არის ძალა ამას არ აქვს სისწრაფე ამას არ აქვს ჰაერში ბურთის ეშინია რისთვის გყავთ გუნდში? იმენა გაგვაფარჩაკეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ჩვენი ადგილი იქ არის სადაც ვართ 6 ერი არა ის! ჭკვიანი ხალხია ევროპელები არ ვართ მზად და ამიტომაც არ გვიშვებენ! უკან მიდის ჩვენი რაგბი დიდი რეგრესია
მაისაშვილი სახლში
24 ოქტომბერი 2020 00:43
4
სამწუხაროდ ფსკერია.თუ 8 ერის ახალ ტურნირზე ას ითამაშესს ეგრევე გამოგვაგდებენ.არც შერკინება არაფერი საერთოდ.ძაან ცუდი სიტუაციაა დღეს ქართულ რაგბში
buxrika
24 ოქტომბერი 2020 00:42
1
რაგბი სქოთების თამაში ყოფილა...
ბათუმის ფანი
24 ოქტომბერი 2020 00:40
1
ექვსი ერი არა ექვსი მძ@ნერი
სამართალი
24 ოქტომბერი 2020 00:39
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული