"ბორჯღალოსნებს", 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, „შემოდგომის ერთა თასი“ ელით, სადაც „ა“ ჯგუფში ინგლისის (14 ნოემბერს), უელსის (21 ნოემბერს) და ირლანდიის (29 ნოემბერს) ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ, 5 დეკემბერს კი, „ბ“ ჯგუფის ერთ-ერთ გუნდს (საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია, ფიჯი) ერკინებიან.
23 ოქტომბერს, 8-თვიანი უთამაშებლობის შემდეგ, საქართველოს ნაკრები „მარიფილდზე“ შოტლანდიას ეწვია (7:48). შედეგით და თამაშ
„გუნდის წევრების 95% 8 თვის უთამაშებელი იყო, დანარჩენ 5%-ში მყოფებს კი 200 წუთზე ნაკლები ჰქონდათ ნათამაშები. იმისათვის, რომ მორაგბე სრულფასოვნად ჩაერთოს მაღალი დონის თამაშში, მოედანზე მინიმუმ 500 წუთი უნდა ჰქონდეს გატარებული. ამ დროს შოტლანდიელებს საკუთარ ჩემპიონატში ხუთი ტური აქვთ ჩატარებული, 3-4 წელია შემადგენლობის 90% უცვლელია, შეთამაშების პრობლემა არ აქვთ და ჩვენი შეცდომები მოსალოდნელი იყო. თუმცა, უფრო მეტს ველოდი მორაგბეებისგან და ამაზე აუცილებლად გვექნება მათთან საუბარი“.
„ანგარიში შეიძლებოდა სხვაგვარი ყოფილიყო, მაგრამ დასკვნით 10 წუთში კაცნაკლულები დავრჩით და სამი ლელო მივიღეთ. არ გამოგვივიდა დომინაცია შეტევაში. დავთმეთ ბურთი და მოედანი. მთლიანობაში, ეს ლოგიკური შედეგი იყო“.
ახალი გუნდი
ბოლო წლებში საქართველოს ნაკრები რამდენიმე ვეტერანმა მორაგბემ დატოვა და მათი ადგილი იმ ახალგაზრდებმა დაიკავეს, რომელთაც "უმცროსი ბორჯღალოსნების" რიგებში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უთამაშიათ. მაისაშვილის თქმით, დაწყებულია ახალი გუნდის შენება და დროა საჭირო, რათა ამ ახალგაზრდებმა საჭირო გამოცდილება შეიძინონ:
„ჩვენ, ფაქტობრივად, ახალ გუნდს ვაშენებთ, რომელიც ამ შემოდგომაზე, თამაშიდან თამაშამდე გაიზრდება და ბოლო მატჩში იქნება თვისობრივად გაცილებით ძლიერი გუნდი. საკითხის დაყენება, თითქოს მოგვეცა შანსი და უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ექვს ერში შესვლას, არასწორია. ამისათვის იტალიის მაგალითი კმარა, რომელიც 20 წელია ექვს ერშია, ვიცით რა შედეგები აქვს, მაგრამ ტურნირიდან არავინ უშვებს. ჩვენ არ ვედრებით იტალიას. 80 ქულით გამარჯვებებს სწორედ ასეთი შეხვედრები გვირჩევნია, რათა გავიზარდოთ და წინ წავიდეთ“.
„შოტლანდიასთან ვერ ვითამაშეთ მოლით, რასაც ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში ადრე ჩავედით, მოლში სულ ორი ვარჯიში გვქონდა და აქედან ერთი უკონტაქტო, რადგან ტრავმებისა და დაგვიანებით ჩამოსვლის გამო მეტის საშუალება არ მოგვეცა. გარდა ამისა, ნაკრებიდან წავიდნენ ის გამოცდილი ლიდერები, რომლებიც მეორე ხაზში თამაშობდნენ და ახალ ბიჭებს ამ ტვირთის აღება უწევთ. მე მთელი გუნდისგან მეტ წინააღმდეგობას ველოდი, თუმცა, ყველა წინაპირობის გათვალისწინებით, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ“.
„ახლა გუნდის ბირთვს წარმოადგენენ ის ბიჭები, რომელთაც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დიდი სკოლა გამოიარეს, მაგრამ ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების სპეციფიკა განსხვავებულია. მათ კუნთის მასა და მორფოლოგია არ უწყობთ ხელს, რომ დომინანტები იყვნენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, სად და როგორ აგრძელებენ ისინი განვითარებას 20-წლამდელთა ნაკრების შემდეგ. შედარებისთვის: თედო აბჟანდაძე "ბრივში" გადავიდა და რამდენიმე თამაში ჩაატარა, მაშინ, როდესაც ნტამაკს საკლუბო დონეზეც ყოველ კვირა უწევს მაღალი დონის შეხვედრის ჩატარება“.
სათამაშო პრაქტიკის მისაღებად
შოტლანდიაში გამგზავრებამდე, საქართველოში მყოფი "ბორჯღალოსნები" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ქართულ კლუბებთან გეგმავდნენ საკონტროლო მატჩების გამართვას, მაგრამ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო "ბორჯღალოსნებმა" ამ გეგმის განხორციელება ვერ მოახერხეს. შედეგად, ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ ძლიერ მეტოქესთან გამკლავება გაგვიჭირდა.
პანდემიამ ნაკრებს დამატებითი პრობლემა ცოტა ხნის წინაც შეუქმნა, როდესაც რუსეთთან თამაში გადაიდო და "ბორჯღალოსნებს" კიდევ ერთხელ მოუწიათ გეგმების შეცვლა:
„რადგან პირველ ნოემბერს რუსეთთან გასამართი მატჩი გადაიდო, გვსურდა, რომ დიდი 10-ის მე-4 ტური ერთი კვირით გადმოწეულიყო და ნაკრების მორაგბეებს სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდათ. ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო კლუბებისგან ამაზე უარი მივიღეთ. შედეგად, ამ კვირაში მხოლოდ ის მორაგბეები ითამაშებენ, რომელთა გუნდებსაც გადადებული შეხვედრები აქვთ. მოგვიწევს კიდევ ერთი ტური მოვიცადოთ და ამის შემდეგ შევალთ შეკრებაზე, ჩავიტარებთ ტესტებს და თუ ყველაფერი კარგად იქნება, გავემგზავრებით ინგლისში“.
„ჯერ არ ვიცით, რა რეგულაციები დაგვხვდება ადგილზე. ინგლისის ნაკრები შოტლანდიაზე გაცილებით ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ უკეთესი თამაშის მოლოდინი გვაქვს“.
ჯერჯერობით უცნობია, რა ცვლილებები მოხდება შემადგენლობაში. ეს დამოკიდებულია კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და რეაბილიტაციის პროცესებზე. მიმდინარეობს მოლაპარაკება "ბაიონთან" კოტე მიქაუტაძესთან დაკავშირებით. დიდი ალბათობით, ის „შემოდგომის ერთა თასზე“ მინიმუმ სამ თამაშს ჩაატარებს.
rugby.ge
რამდენჯერაც წამოიღეს ბურთი იმდენჯერ ძალისმიწიერად წაგვლეკეს. ხაზით კი არ დაგვჯაბნეს იმდენად, რამდენადაც ძალით. ეს ხომ მაინც ვიცოდით და ეს ხომ ამინც შეიძლებოდა ცოტა ნორმალურად გაგვეკეთებნა? ამაში მაინც ხომ შეიძლებოდა მზად ვყოფილიყავით? აბა რას აკეთებდნენ მთელი მომზადების მანძილზე? ძალისმეირ ვარჯიშს რა ედგა წინ?
სხვა აბა რა დაგვრაჩა? და ინგლისთან ნახეთ იგივე ან უარესი შედეგი რომ იქნება შერკინებასა და მოლში. აგერ ვნახავთ ყველანი, სამწუხაროდ.
ჰეიგს, რომ ლანძღავდით, დაუნდობლად და უსაფუძვლოდ, ახლა ხომ დუმხართ? რამე გაკეთდა მის მერე? ელემენტარული? ხომ ის დონეც არარ არის? ეს ვარდნის დასაწყისია თუ წესიერი უცხოელი მწვრთელი არ მოვიდა ნაკრებში.
1) იცის საქმე
2) უყვარს საქმე
დღეს ესეთ ურთულეს პერიოდში (ამ სიტუაციაში ბევრი, ყველა თუ არა, უცხოელი სპეციალისტი უარს იტყოდა ჩვენი ნაკრების მწვრთნელობაზე) დაამტკიცა:
1) არ გაურბის პასუხისმგებლობას
2) პატრიოტია
დასკვა:
მე მჯერა ლევანის!!!
გამარჯობა. ჭკუის დარიგებაში ნუ ჩამომართმევთ გთხოვთ... მიქაუტაძის ჩამოყვანას რომ აპირებთ სწორია. ეცადეთ, რომ ასეიშვილი და ჟვანიაც როგორმე გამოაშვებინოთ გუნდებს. ასე მგონია ვიღაცას ,,შტრაფნოიში'' ყავს ეს ბიჭები. არც მსოფლიოზე წაიყვანეთ. არადა, ფიჯისთან როგორ გამოგვადგებოდნენ. ასევე აუცილებელი იქნება, ჩილაჩავას და გიგაშვილის როგორმე ჩამოყვანა. მჭედლიძე აჯობებს ძირითადში ჩასვა თავიდანვე.
ლევან, თამაში უნდა ჩაკეტოთ და ტემპი დაუგდოთ ინგლისს. ფეხით ბურთის მოგერიების დროს აჯობებს პირდაპირ აუტში და არა მოწინააღმდეგეს ხელში... გთხოვთ დამიჯეროთ, თორემ, მართლა 80 ქულით წავაგებთ ინგლისთან....
პანდემიამაც გაატ@რაკა,ძალიან გთხოვთ ზედმეტად ლანძღვისგან შევიკავოთ თავი