ლევან მაისაშვილი: 80 ქულით გამარჯვებას ასეთი თამაშები ჯობია

AutoSharing Option
ედინბურგიდან შინ დაბრუნებული "ბორჯღალოსნები" დიდი 10-ის მე-4 ტურში თავთავიანთი კლუბების შემადგენლობაში ითამაშებენ, რის შემდეგაც „შევარდენზე“ შეიკრიბებიან და კოვიდ-ტესტირების შემდეგ ინგლისში გაემგზავრებიან.

"ბორჯღალოსნებს", 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, „შემოდგომის ერთა თასი“ ელით, სადაც „ა“ ჯგუფში ინგლისის (14 ნოემბერს), უელსის (21 ნოემბერს) და ირლანდიის (29 ნოემბერს) ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ, 5 დეკემბერს კი, „ბ“ ჯგუფის ერთ-ერთ გუნდს (საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია, ფიჯი) ერკინებიან.

23 ოქტომბერს, 8-თვიანი უთამაშებლობის შემდეგ, საქართველოს ნაკრები „მარიფილდზე“ შოტლანდიას ეწვია (7:48). შედეგით და თამაშ
ის ხარისხით უკმაყოფილოა მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, თუმცა ის ამბობს, რომ რიგი მიზეზების გამო მისთვის შეცდომები მოსალოდნელი იყო:

„გუნდის წევრების 95% 8 თვის უთამაშებელი იყო, დანარჩენ 5%-ში მყოფებს კი 200 წუთზე ნაკლები ჰქონდათ ნათამაშები. იმისათვის, რომ მორაგბე სრულფასოვნად ჩაერთოს მაღალი დონის თამაშში, მოედანზე მინიმუმ 500 წუთი უნდა ჰქონდეს გატარებული. ამ დროს შოტლანდიელებს საკუთარ ჩემპიონატში ხუთი ტური აქვთ ჩატარებული, 3-4 წელია შემადგენლობის 90% უცვლელია, შეთამაშების პრობლემა არ აქვთ და ჩვენი შეცდომები მოსალოდნელი იყო. თუმცა, უფრო მეტს ველოდი მორაგბეებისგან და ამაზე აუცილებლად გვექნება მათთან საუბარი“.

„ანგარიში შეიძლებოდა სხვაგვარი ყოფილიყო, მაგრამ დასკვნით 10 წუთში კაცნაკლულები დავრჩით და სამი ლელო მივიღეთ. არ გამოგვივიდა დომინაცია შეტევაში. დავთმეთ ბურთი და მოედანი. მთლიანობაში, ეს ლოგიკური შედეგი იყო“.

ახალი გუნდი
ბოლო წლებში საქართველოს ნაკრები რამდენიმე ვეტერანმა მორაგბემ დატოვა და მათი ადგილი იმ ახალგაზრდებმა დაიკავეს, რომელთაც "უმცროსი ბორჯღალოსნების" რიგებში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უთამაშიათ. მაისაშვილის თქმით, დაწყებულია ახალი გუნდის შენება და დროა საჭირო, რათა ამ ახალგაზრდებმა საჭირო გამოცდილება შეიძინონ:

„ჩვენ, ფაქტობრივად, ახალ გუნდს ვაშენებთ, რომელიც ამ შემოდგომაზე, თამაშიდან თამაშამდე გაიზრდება და ბოლო მატჩში იქნება თვისობრივად გაცილებით ძლიერი გუნდი. საკითხის დაყენება, თითქოს მოგვეცა შანსი და უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ექვს ერში შესვლას, არასწორია. ამისათვის იტალიის მაგალითი კმარა, რომელიც 20 წელია ექვს ერშია, ვიცით რა შედეგები აქვს, მაგრამ ტურნირიდან არავინ უშვებს. ჩვენ არ ვედრებით იტალიას. 80 ქულით გამარჯვებებს სწორედ ასეთი შეხვედრები გვირჩევნია, რათა გავიზარდოთ და წინ წავიდეთ“.

„შოტლანდიასთან ვერ ვითამაშეთ მოლით, რასაც ორი ძირითადი მიზეზი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში ადრე ჩავედით, მოლში სულ ორი ვარჯიში გვქონდა და აქედან ერთი უკონტაქტო, რადგან ტრავმებისა და დაგვიანებით ჩამოსვლის გამო მეტის საშუალება არ მოგვეცა. გარდა ამისა, ნაკრებიდან წავიდნენ ის გამოცდილი ლიდერები, რომლებიც მეორე ხაზში თამაშობდნენ და ახალ ბიჭებს ამ ტვირთის აღება უწევთ. მე მთელი გუნდისგან მეტ წინააღმდეგობას ველოდი, თუმცა, ყველა წინაპირობის გათვალისწინებით, ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ“.

„ახლა გუნდის ბირთვს წარმოადგენენ ის ბიჭები, რომელთაც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დიდი სკოლა გამოიარეს, მაგრამ ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების სპეციფიკა განსხვავებულია. მათ კუნთის მასა და მორფოლოგია არ უწყობთ ხელს, რომ დომინანტები იყვნენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, სად და როგორ აგრძელებენ ისინი განვითარებას 20-წლამდელთა ნაკრების შემდეგ. შედარებისთვის: თედო აბჟანდაძე "ბრივში" გადავიდა და რამდენიმე თამაში ჩაატარა, მაშინ, როდესაც ნტამაკს საკლუბო დონეზეც ყოველ კვირა უწევს მაღალი დონის შეხვედრის ჩატარება“.

სათამაშო პრაქტიკის მისაღებად
შოტლანდიაში გამგზავრებამდე, საქართველოში მყოფი "ბორჯღალოსნები" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ქართულ კლუბებთან გეგმავდნენ საკონტროლო მატჩების გამართვას, მაგრამ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო "ბორჯღალოსნებმა" ამ გეგმის განხორციელება ვერ მოახერხეს. შედეგად, ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ ძლიერ მეტოქესთან გამკლავება გაგვიჭირდა.

პანდემიამ ნაკრებს დამატებითი პრობლემა ცოტა ხნის წინაც შეუქმნა, როდესაც რუსეთთან თამაში გადაიდო და "ბორჯღალოსნებს" კიდევ ერთხელ მოუწიათ გეგმების შეცვლა:

„რადგან პირველ ნოემბერს რუსეთთან გასამართი მატჩი გადაიდო, გვსურდა, რომ დიდი 10-ის მე-4 ტური ერთი კვირით გადმოწეულიყო და ნაკრების მორაგბეებს სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდათ. ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო კლუბებისგან ამაზე უარი მივიღეთ. შედეგად, ამ კვირაში მხოლოდ ის მორაგბეები ითამაშებენ, რომელთა გუნდებსაც გადადებული შეხვედრები აქვთ. მოგვიწევს კიდევ ერთი ტური მოვიცადოთ და ამის შემდეგ შევალთ შეკრებაზე, ჩავიტარებთ ტესტებს და თუ ყველაფერი კარგად იქნება, გავემგზავრებით ინგლისში“.

„ჯერ არ ვიცით, რა რეგულაციები დაგვხვდება ადგილზე. ინგლისის ნაკრები შოტლანდიაზე გაცილებით ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ უკეთესი თამაშის მოლოდინი გვაქვს“.

ჯერჯერობით უცნობია, რა ცვლილებები მოხდება შემადგენლობაში. ეს დამოკიდებულია კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და რეაბილიტაციის პროცესებზე. მიმდინარეობს მოლაპარაკება "ბაიონთან" კოტე მიქაუტაძესთან დაკავშირებით. დიდი ალბათობით, ის „შემოდგომის ერთა თასზე“ მინიმუმ სამ თამაშს ჩაატარებს.

rugby.ge


მკითხველის კომენტარები / 22 /
შეუთამაშებლობა უნდა გაეთვალისწინებინათ, სად იყო ფედერაცია? შერკინება და მოლი ტრადიციულად ჩვენი კოზირი იყო, ესეც დავკარგეთ. გულის ტკივილით ავღნიშნავ. არ დავკარგოთ შანსი და ვაჩვენოთ მაქსიმუმი 6 ერში. როდის გვეღირსება კიდევ!
მერაბი
30 ოქტომბერი 2020 16:26
0
გასაგებია ვერ გვექნებოდა შეტამაშება, ფიზმომზადება, ტაქტიკურ-ტენიკური გამართული თამაში, მაგრამ - შერკინება და მოლი რას გავდა?

რამდენჯერაც წამოიღეს ბურთი იმდენჯერ ძალისმიწიერად წაგვლეკეს. ხაზით კი არ დაგვჯაბნეს იმდენად, რამდენადაც ძალით. ეს ხომ მაინც ვიცოდით და ეს ხომ ამინც შეიძლებოდა ცოტა ნორმალურად გაგვეკეთებნა? ამაში მაინც ხომ შეიძლებოდა მზად ვყოფილიყავით? აბა რას აკეთებდნენ მთელი მომზადების მანძილზე? ძალისმეირ ვარჯიშს რა ედგა წინ?

სხვა აბა რა დაგვრაჩა? და ინგლისთან ნახეთ იგივე ან უარესი შედეგი რომ იქნება შერკინებასა და მოლში. აგერ ვნახავთ ყველანი, სამწუხაროდ.

ჰეიგს, რომ ლანძღავდით, დაუნდობლად და უსაფუძვლოდ, ახლა ხომ დუმხართ? რამე გაკეთდა მის მერე? ელემენტარული? ხომ ის დონეც არარ არის? ეს ვარდნის დასაწყისია თუ წესიერი უცხოელი მწვრთელი არ მოვიდა ნაკრებში.


ლევანი
29 ოქტომბერი 2020 17:33
5
ლევან,შერკინების ბიჭები,ყვველაზე გვიან შეუერთდნენ ნაკრებს და მოლში,ან შერკინებაში ვის უნდა ევარჯიშა?მისი დალაგება და სინქრონულობის მიღწევა,თანაც შენზე გაცილებით ძლიერი,უკეთეს ფორმაში მყოფი და შეთამაშებული მეტოქის წინააღმდეგ(ისინი ხომ სულ ორ გუნდში თამაშობენ,თან ყოველ კვირა და იდეალურად არიან შეთამაშებულნი),ასე ადვილი გგონია?
სოსო
31 ოქტომბერი 2020 22:54
0
ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობის დროს ლევანმა დაამტკიცა:
1) იცის საქმე
2) უყვარს საქმე
დღეს ესეთ ურთულეს პერიოდში (ამ სიტუაციაში ბევრი, ყველა თუ არა, უცხოელი სპეციალისტი უარს იტყოდა ჩვენი ნაკრების მწვრთნელობაზე) დაამტკიცა:
1) არ გაურბის პასუხისმგებლობას
2) პატრიოტია
დასკვა:
მე მჯერა ლევანის!!!
ბათუმი
29 ოქტომბერი 2020 16:12
5
მისასალმებელი და დასაფასებელია, რომ მთავარი მწვრთნელი ანგარიშს გვაბარებს. ამის სურვილი არ უნდა ჩავუკლად ადამიანს. საპასუხო კრიტიკაც ასევე აუცილებელია, მაგრამ ეს ლანძღვამ არ უნდა ჩაანაცვლოს. წარმოიდგინეთ, რომ საშუალება მოგეცათ მაისაშვილთან მისულიყავით მოედანზე და ისე ესაუბრეთ. ჯანმრთელი კრიტიკა სასარგებლოა.
გიორგი
29 ოქტომბერი 2020 15:04
2
რთული დროს მოუწია ბიჭებს თამაში ეს კი იმასნწიშნავს მეტი მობილიზაცია საჭირო ჩვენ კი თქვენთან ვართ.წარმატკბები ქართველ ვაშკაცებს
იბერიელი68
29 ოქტომბერი 2020 14:07
1
მსოფლიოში საუკეთსო მწვრთნელი რომ გვყოლოდა მაინც წავაგებდით. მაისაშვილს დაანებეთ თავი. სპორტის აზრზე ვინც არის იცის 8 თვე უთამაშებლობას რა დრო და შრომა სჭირდება რომ შედეგს მიაღწიო. ბიჭებიც არ იყვნენ შეთამაშებულები
ლუკა
29 ოქტომბერი 2020 13:38
2
ლევან,
გამარჯობა. ჭკუის დარიგებაში ნუ ჩამომართმევთ გთხოვთ... მიქაუტაძის ჩამოყვანას რომ აპირებთ სწორია. ეცადეთ, რომ ასეიშვილი და ჟვანიაც როგორმე გამოაშვებინოთ გუნდებს. ასე მგონია ვიღაცას ,,შტრაფნოიში'' ყავს ეს ბიჭები. არც მსოფლიოზე წაიყვანეთ. არადა, ფიჯისთან როგორ გამოგვადგებოდნენ. ასევე აუცილებელი იქნება, ჩილაჩავას და გიგაშვილის როგორმე ჩამოყვანა. მჭედლიძე აჯობებს ძირითადში ჩასვა თავიდანვე.
ლევან, თამაში უნდა ჩაკეტოთ და ტემპი დაუგდოთ ინგლისს. ფეხით ბურთის მოგერიების დროს აჯობებს პირდაპირ აუტში და არა მოწინააღმდეგეს ხელში... გთხოვთ დამიჯეროთ, თორემ, მართლა 80 ქულით წავაგებთ ინგლისთან....
გიორგი 50
29 ოქტომბერი 2020 12:42
1
სწორედ ასეთი საუბარია საჭირო.
გიორგი
29 ოქტომბერი 2020 15:12
0
სანამ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ და თითოეულ საქციელს თუ მოქმედებას გავალამაზებთ და შევფუთავთ ისე რომ თითქოს ესე უნდა იყოს. ამ დღეში ვიქნებით. ცრუ მოლოდინში.
ლევანი
29 ოქტომბერი 2020 12:23
5
სანამ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ და თითოეულ საქციელს თუ მოქმედებას გავალამაზებთ და შევფუთავთ ისე რომ თითქოს ესე უნდა იყოს. ამ დღეში ვიქნებით. ცრუ მოლოდინში.
ლევანი
29 ოქტომბერი 2020 12:22
3
თქვედალოცვილებო რას გადაეკიდეთ ამ კაცს,უცხო მილიონებანაზღაურებადი მწვრთნელიც ვერ გვიშველის ჯერ-ჯერობით, გუნდს უნდა აშენება, მერე შეთამაშება, ამას კიდევ ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება, რა ქნას ამ კაცმა,ზოგმა პოლიტიკოსობა მოინდომა, ამ
პანდემიამაც გაატ@რაკა,ძალიან გთხოვთ ზედმეტად ლანძღვისგან შევიკავოთ თავი
ემიგრანტი ქაქუცა
29 ოქტომბერი 2020 12:01
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული