საქართველო აღმოსავლეთ ევროპის სარაგბო ფლაგმანია და სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია - ამბობს უკრაინის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი

AutoSharing Option
rugger.info-სთან ინტერვიუში უკრაინის რაგბის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ვლადისლავ ბულგაკოვმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან ქომაგობს.

- საქართველოს ნაკრების მორაგბეთა უმეტესობა ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სათამაშო პრაქტიკის გარეშე იმყოფებოდა. ფიჯის ეროვნულ გუნდში კორონავირუსით დაინფიცირებულია. შეუძლიათ თუ არა ამ ნაკრებებს ამჟამინდელ მდგომარეობაში რეალური ბრძოლა გაუმართონ "6 ერის" წარმომადგენლებს?
- ვფიქრობ, თქვენს მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებითაც კი, საქართველოსა და ფიჯის ძალუძთ "გაისროლონ" და სიურპრიზი შემოგვთავაზონ, თუმცა მხოლოდ ცალკეულ მატჩებში. მეტიც, მათ შეუძლიათ "6 ერის" რომელიმე გუნდს სძლიონ, მაგრამ საუბარი მიდის ერთ შეხვედრაზე. ჩემი აზრით,
ქართველებსა და ფიჯელებს ოპტიმალურ ფორმაში ყოფნისასაც გაუჭირდებათ ასეთ ტურნირზე ხმამაღალი წარმატების მიღწევა.

დავამატებ, რომ მე ყოველთვის ვგულშემატკივრობდი და ვუგულშემატკივრებ საქართველოს ნაკრებს. მომწონს ამ გუნდის ცვლილებები, ჩანს, რომ უფრო სანახაობრივი გახდა. ადრე ქართველთა გუნდი უპირატესობას უფრო ძალისმიერ სტილს ანიჭებდა, ახლა კი, ახალგაზრდა შემსრულებლების მისვლის შემდეგ, "ლელოელები" სწრაფად და თანამედროვედ თამაშობენ. ამის ცქერამ არ შეიძლება სიამოვნება არ მოგანიჭოს. ვიმედოვნებ, რომ საქართველო შეძლებს ფედერაციაში გაურკვევლობის გადალახვას, ეს ქვეყანა ხომ აღმოსავლეთ ევროპის სარაგბო ფლაგმანია და სწორ გზას ადგას.

მკითხველის კომენტარები / 4 /
საწყენი ის არის რომ შერკინება სადაც ტოპ გუნდებთანაც უპირატესობა გვქონდა დასუსტებულია.როდესაც მოწინააღმდეგის ნებისმიერი რაგბისტი კლასით ჩვენებზე ერთი თავით მაღლა დგას მწვრთვნელი რას გვიშველის.ერთადერთი ლობჟანიძე გამოიყურებოდა მათ დონესთან მიახლოებულად.ბავშობიდან თუ არ ასწავლე რაგბის სწორად თამაში მერე ძნელია.
ასეა ეს
10:35 07-11-2020
0
ნახევარი წელი უპრაქტიკოდ:( კიდე ნორმალურად ვითამაშეთ თან თაობათა ცვლაა არ დაგვავიწყდეს ამხელა მორაგბეების წასვლას ჩვენ კი არა ოლ ბლექსი ვერ გადაიტანდა უმტკივნეულოდ:(
ბოკინიო
00:51 07-11-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული