მერაბ შარიქაძე: უკეთ მომზადებულები ვართ, ვიდრე შოტლანდიასთან ვიყავით

AutoSharing Option
"შემოდგომის ერთა თასის" პირველ მატჩამდე ერთი დღით ადრე, "თვიქენჰემზე" გამართული კაპიტნის ვარჯიშის შემდეგ, "ბორჯღალოსანთა" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს ონლაინ-პრესკონფერენციისას უპასუხა.

მან აღნიშნა, რომ "ექვსი ერის" მოქმედ ჩემპიონთან და 2019 წლის ფინალისტთან გასამართ მატჩში, ჩვენი მიზანი გამოცდილების მიღებაა:

"ერთი დღე დარჩა "რვა ერის" ოფიციალურად დაწყებამდე, რაც დიდი ბედნიერებაა, თუმცა რეალობას არ უნდა მოვწყდეთ. ინგლისი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ მეტოქეს რაიმე კომპონენტში დავჩაგრავთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ვითამაშოთ უკეთ, ვიდრე შოტლანდიასთან და საფინალო სასტვენის შემდეგ,
როგორც თითოეულმა ჩვენგანმა, ასევე გუნდმა ზუსტად ვიცოდეთ, რომ ვართ უკეთესები ვიდრე თამაშის დაწყებამდე. ეს არის ის იშვიათი გამოცდილება, რომლის თითოეული წამით უნდა დავტკბეთ მოთამაშეები და გულშემატკივრებს ვაჩუქოთ დაუვიწყარი სიხარული" - განაცხადა შარიქაძემ, რომელსაც ლეგენდარულ "თვიქენჰემზე" "ჰართპურის" რიგებში ბრიტანეთის კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ჩემპიონატი აქვს მოგებული და საქართველოს 7-კაცა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის სერიაში უთამაშია:

"ჩემთვის სასიამოვნო ფაქტია ამ მოედანზე კიდევ ერთხელ თამაში და იმედია ეს გამოცდილება გამომადგება. დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ მოედნიდან გამოვალ და მერე ამ დღეს ყოველთვის კარგად გავიხსენებ. სამწუხაროა, რომ ასეთი დიდებული სტადიონი ცარიელი იქნება. მაქვს იმედი, რომ ახალგაზრდა მორაგბეებისთვის ყველაფერი წინაა, ასეთი შანსი კიდევ არაერთხელ გვექნება და ამ გამოცდილებასაც აუცილებლად მიიღებენ".

27 წლის კაპიტანმა აღნიშნა, რომ გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე ნაყოფიერად იმუშავა და ინგლისთან მატჩს უკეთ მომზადებული ხვდება, ვიდრე შოტლანდიასთან:

"ერთად ვარჯიშისთვის შეზღუდული დრო გვქონდა, თუმცა მაქსიმალურად გავიარეთ ყველაფერი. პროდუქტიული პერიოდი გვქონდა, ინგლისს გამართლებული ტაქტიკით ვეთამაშებით და უკეთ მომზადებულები ვართ, ვიდრე შოტლანდიასთან ვიყავით".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
მწვრთნელის ღირსი არ არის ეს ქვეყანა??????????????????????????????????????????/
???????????????
20:12 14-11-2020
3
მწვრთნელის ღირსი არ არის ეს ქვეყანა??????????????????????????????????????????/
???????????????
20:10 14-11-2020
2

სიახლეები პოპულარული