"რვა ერი": საქართველო ინგლისთან მშრალად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები "თვიქენჰემზე" ინგლისს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი იყო, უშანსოდ დამარცხდა - 0:40.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ, პრაქტიკულად, უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა და მისმა გუნდმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა პირველივე წუთებში მოიპოვა. უნდა ითქვას, რომ პირველი მეოთხედის განმავლობაში, სტუმრებმა დაცვაში საკმაოდ ორგანიზებულად იასპარეზეს და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებს კომბინირებულად თამაშის შესაძლებლობა არ მისცეს.

მიუხედავად ამისა, "ვარდებმა" მე-14 წუთზე უილისის ლელოს შემდეგ, დომინაცია ქულებშიც ასახეს და პირველ ტაიმში ქართველები 4-ჯერ დაალელოვეს. მატჩის ბოლომდე, ინგლისელთა საფირმო "მოძრავი
მოლის" შეჩერება, "ბორჯღალოსნებისთვის" გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამ სტრატეგიის ფონზე, ჯეიმი ჯორჯმა 3 ლელო გაიფორმა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეტევები წარმატებით კიდევ 2-ჯერ დაასრულეს და საბოლოო ჯამში, 40 ქულას მოუყარეს თავი. ამ გამარჯვებით ედი ჯონსის გუნდი ჯგუფში გალიდერდა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 21 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ინგლისი

ხაზი: 15. დეილი, 14. ჯოზეფი, 13. ლოურენსი, 12. სლეიდი, 11. მეი, 10. ფარელი, 9. იანგსი.

შერკინება: 1. ჯენჯი, 2.ჯორჯი, 3.სტიუარტი, 4. ეველსი, 5. ლონჩბერი, 6. იტოჯე, 7. უილისი, 8. ვუნიპოლა.

მარქაფა: 16. დუნი, 17. ვუნიპოლა მ, 18. სინკლერი, 19. ერლი, 20. ქერი, 21. რობსონი, 22. მალინსი, 23. მერჩანტი.


საქართველო

ხაზი: 15. ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. კვესელაძე, 12. შარიქაძე (კაპ.), 11. სვანიძე, 10.  აბჟანდაძე, 9. აფრასიძე;

შერკინება: 1. ნარიაშვილი, 2. მამუკაშვილი, 3. გიგაშვილი, 4. ჯაიანი, 5. ქერდიყოშვილი, 6. საღინაძე, 7. თხილაიშვილი, 8. გორგაძე.

მარქაფა: 16. ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ყაულაშვილი, 19. გიორგაძე, 20. ჯალაღონია, 21. ლობჟანიძე, 22. თოდუა, 23. ჯავახია.

მკითხველის კომენტარები / 89 /
თაობათა ცვლა კი არა, მწვრთნელი გვჭირდება მწვრთნელიიიიიიიიიიიიიიიიი. ყველა სპორტულმა ფედერაციამ ჩაისვარა, ზოგი ისვრის, ზოგი სპექტაკლებს დგავს, ზოგი ფულს ხაპავს, ამ ქვეყანას რაიმეში ოდნავ პატრონი ჰყავს??????????
?
14 ნოემბერი 2020 21:22
8
მოკლე კომენტარით შემოვიფარგლები - ბიჭებს მადლობა, მაგრამ სასწრაფოდ მოსაძებნია მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი მწვრთნელი, რადგან მაისაშვილი არის ნული!
fani
14 ნოემბერი 2020 21:19
5
რაგბის მწვრთნელი ამდენი ხანი რატომ არა გვყავს. ამ ქვეყანაში ყველაფერი ნულიდან კი არა, მინუს ორასიდანაა დასაწყები. ეს ქნა ამდენმა უსაქმურმა და ფულზე გაყიდულმა ვითომ პოლიტიკოსებმა. დააყიალებენ ამ ხალხს ქუჩაში, გადავჯიშდით ყველა, ქალი ქალს არა ჰგავს და კაცი კაცს, მართლა აღარ ვიცი საშველი საით არის
სტალინი
14 ნოემბერი 2020 21:17
4
რა იყო, უქულოდ ჩაიკუკეთ?
ზაზა ფაჩულიას მიმართვამ ვერ გიშველათ?
გენა
14 ნოემბერი 2020 21:16
18
მართლა მაქსიმუმს ეცადნენ ჩვენები, თავი არ დაუზოგავთ, მაგრამ უმაღლესი კლასის გუნდთან მეტს ვერ მივაღწევდით. უბრალოდ ძალიან ცუდია, როცა საკვანძო ეპიზოდებში ვცდებით - თუნდაც პირველი ლელოს შემთხვევაში. ჩემი აზრით, 9 ნომერი მეორე ტაიმში უნდა შეგვეცვალა. ძალიან გვაკლია მოთამაშე, რომელიც ბურთს ჩაუჯდება, შერკინებაშიც იყო საკმარისი შეცდომები - ნარიაშვილის გასვლის შემდეგ სულ მიწაზე მივდიოდით. მეორე ხაზზე აუგს ვერ ვიტყვი, მაქსიმუმი გაიღეს. საბოლოო ჯამში შოტლანდიასთან შედარებით აშკარად მეტი პოზიტივი შეიმჩნეოდა. ვერ ვიტყვი, რომ უელსს მოვუგებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აშკარად ამაზე უკეთესად ვითამაშებთ.ეს ტურნირი ფასდაუდებელ გამოცდილებას შეგვძენს და ვინიცობაა, უფრო ხშირად გვეთამაშონ კიდეც
: )))))))
14 ნოემბერი 2020 21:16
1
Pexburtelebis 40 gadagvixades
Shalva
14 ნოემბერი 2020 21:15
3
მოვიკლოთ რაღაცა, მოსახლეობაც დადებს ფულს, ბიუჯეტიდან სპეციალურად ამისთვის ორი ძალიან მაგარი მწვრთნელისთვის ფეხბურთსა და რაგბიში ჩამოვიყვანოთ ხომ შეიძლება ???????????????????????????????????????????/
????????????????????????????????????????????????????????????????????????/
14 ნოემბერი 2020 21:12
6
არ არის ჩვენი ადგილი 8 ერზე. ადრეა ძალიან.2015 წლ9ს მერე რეგრესი გვაქვს. შევრცხვებით ამ ტურნირზე და მერე კიდე 20 წელი მოგვიწევს ლოდინი. შეხედეთ რახდება რაგბის ფედერაციაში.
სოკრატე
14 ნოემბერი 2020 21:09
5
უარი უნდა გვეთქვა 8 ერზე? ეს შანსი ხომ შემთხვევით გაჩნდა. უარის შემთხვევაში ნამდვილად აღარასოდეს გვაღირსებდნენ პირველი დონის გუნდებთან თამაშს.
გიორგი
15 ნოემბერი 2020 00:55
0
2014-15 ში რომ ჩატარებულიყო მსგავსი ტურნირი ბევრად უკეთესი შედეგი გვექნებოდა, ეხლა ლელოს თუ დადებენ რომელიმე თამაშშუ მიღწევა იქნება
CESKO
14 ნოემბერი 2020 21:09
1
რაც შეეძლოთ ამ სიტუაციაში ის ითამაშეს,მადლობა ოუენსს რომ კიდე უფრო დიდი ანგარიშით არ წავაგეთ-ბევრჯერ შეეძლო გაესინბინებინა ჩვენები,მაგრამ დაგვინდო.მწვრთნელი გვინდა გამოცდილი და მაღალი დონის,მაისაშვილთან დრო იკარგება.შეტევაზე და კომბინაციურ რაგბზე ვინც გააკეთებს აქცენტს მხოლოდ ისეთი.იტალიის თამაშს ვინც უყურა შოტლანდიასთან დამეთანხმება რომ ჩვენზე ერთი თავით ძლიერები არიან.
BOSS
14 ნოემბერი 2020 21:07
1

სიახლეები პოპულარული