მაისაშვილი ინგლისთან მატჩზე: ახალ გუნდს ვაშენებთ - თამაშიდან თამაშამდე გავიზრდებით

AutoSharing Option
"შემოდგომის ერთა თასის" პირველ ტურში ინგლისთან 0:40 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"მეტოქეს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია. ეპიზოდებში გუნდურად და ინდივიდუალურად დავალებები ვერ შევასრულეთ და ამით მეტოქემ იხეირა. ასეთ თამაშებში უფრო მნიშვნელოვანია ჩვენ რას გავაკეთებთ, ვიდრე მეტოქე რას შემოგვთავაზებს, რადგან ისინი ხეირობენ ჩვენი შეცდომებით. მთავარი ამოცანაა, რომ პირველი დონის გუნდებთან ვისწავლოთ თამაშის მართვა და შეტევა.

შოტლანდიის თამაშის შემდეგ, დღეს გარკვეულ მომენტებში უკეთესად გამოვიყურებოდით და რაც მთავარია, უფრო ბრძოლისუნარიანები ვიყავით. სამწუხაროდ, ვერ შევძელით თამაშის მართვა, რაც, ალბათ, ინგლისთან
და მისი დონის გუნდთან ბუნებრივიცაა. პირველ ტაიმში 90% დაცვაში ვიყავით და ლელოები მივიღეთ. მეორე ტაიმში გარკვეულწილად შევძელით შეტევასა და დაცვაში ბალანსის დაჭერა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეცდომები დავუშვით.

მთლიანობაში უკეთესები ვიყავით ვიდრე ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს ის არ არის, რაც გვინდა.

იმისათვის, რომ პირველი დონის გუნდებს ტოლ-სწორად ვეთამაშოთ, საჭიროა გამოცდილება, კონკურენცია კონკრეტულ პოზიციებზე, მეტი ჯანი და შეთამაშება. კონკრეტულად ამ თამაშიდან ბევრი კარგი რამ ვისწავლეთ და ეს წინგადადგმული ნაბიჯია. მე მჯერა, რომ თამაშიდან თამაშამდე აუცილებლად გავიზრდებით.

სამწუხაროდ, ლიმიტირებული გვყავს მოთამაშეები. გვაქვს პრობლემები მოლში, მაგრამ ფაქტობრივად ახალ გუნდს ვაშენებთ და ეს ნაწილობრივ ამის ბრალიაცაა. მომავალი თამაშისთვის დაგვემატება კოტე მიქაუტაძე, რომელიც ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ძალაა. გარდა ამისა, ორი მეორეხაზელი ტრავმირებული გვყავდა და მთელი კვირის განმავლობაში სათანადოდ ვერ ვივარჯიშეთ. ჯავახიას თამაში მხოლოდ ბოლო მომენტში გადაწყდა, უელსთან მატჩის წინ კი, მის გარდა ნოდარ ჭეიშვილიც დაგვემატება".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
შეუმცდარი არავინაა, მათ შორის მაისაშვილიც, მაგრამ რომ იძახით უნდა შეიცვალოსო, რომელი მოგვცემს შედეგზე გარანტიას? ნებისმიერ მწვრთნელს, თუგინდ ედი ჯონსი მოვიდეს, მძიმე ამოცანა დახვდება - ჩვენი მოთამაშეების (მითუმეტეს ამ პერიოდში) დიდი ნაწილი უთამაშებელია, უკანა ხაზში კვალიფიკაციის პრობლემაა, ძირითადად დიდი ათის ბიჭები არიან და ეს მწვრთნელი დიდი ათის დონეს აამაღლებს? ხაზით თამაშს რომ ითხოვს გულშემატკივარი, სამწუხაროდ დიდი ათის სისტემა ისეთია, ამაზე მეტს ვერ მოუმატებენ. ამიტომ საჭიროა ბიჭები ბევრად მაღალი დონის ჩემპიონატებში წავიდნენ სათამაშოდ.ამას დრო სჭირდება და გამოცდილება, რაშიც ეს ტურნირიც უნდა გამოვიყენოთ.
: )))))))
15 ნოემბერი 2020 19:25
0
ძლიერ გუნდებთან როცა ლელო ვერ გაგაქვს და მითუმეტეს ჯარიმებს აქეთ იღებ,აზრი აქვს არეკნებს, დაფიქრდით არეკნებზე და დაამეტეთ არსენალში
Ok.
15 ნოემბერი 2020 12:22
0
რომელ არეკნებზე ლაპარაკობ, მეტოქის ნახევარზე ერთხელ გადავედით.
Gio
15 ნოემბერი 2020 19:31
0
მაღალი დონის მწვრთნელი გვჭირდება, თორემ ასე უკან უკან წავალთ
ალეკო
15 ნოემბერი 2020 11:39
7
ხელით თამაში (მარაოს გაშლა) ვერ ისწავლეს, ამდენი წელია :(
₾ადო
15 ნოემბერი 2020 10:54
0
მაგას ბრიტანელები 100 სწავლობენ. აცადეთ ბიჭებს.
გიორგი
16 ნოემბერი 2020 01:26
0
ცუდია როცა აგებ, მაგრამ ეს შედეგი მოსალოდნელი იყო,არავინ ელოდა სხვა შედეგს,აბა ვნახოთ ამ ტურნირზე შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას როგორ გამოიყენებთ,რამდენად აისახება მომავალში თქვენს კლასსზე,მოკლედ წარმატებებს გისურვებთ აბა თქვენ იცით
gogia
15 ნოემბერი 2020 09:54
0
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს საკვანძო პოზიციებზე კვალიფიციური მორაგბეები არ გვყავს სისწრაფე არამარტო სირბილი გადაწყვეტილების მიღების დროს მოკლედ თუ გვაცალეს და ღრანჭი არ აგვაცალეს ვისწავლოთ იქნება სირბილი სელექცია რატო არ ხდება სკოლებში სპორტის გაკვეთილების საათევის გაზრდა და ისეთი ეროვნული სახეობების როგორიცაა რაგბი ჭიდაობა ფარიკაობა შეტანა როგორც დისციპლინა სხვანაირად ცერ მოვიზიდავთ ტალანტებს დრო ჩვენზე არმუDაობს
კახა
15 ნოემბერი 2020 03:19
0
ფეხის დარტყმა უნდა აუკრძალოს საერთოდ. ბურთი უნდა შეინარჩუნონ და ხელით ითამაშონ
ლომი
15 ნოემბერი 2020 01:41
0
ვეთანხმები მწვრთნელს. დღეს გუნდმა მაქსიმუმი დადო და არ მოიშალა. იმედია მომავალში ყველა წარმატებულ ლეგიონერს ვიხილავთ ნაკრებში. წარმატება ბიჭებს!
გიორგი
15 ნოემბერი 2020 01:11
6
და ისინი გაშლილად რატომ ათამაშებენ ბურთს და ჩვენ ახლო-ახლო პასებით რაც მუდმივად შერკინების მოთამაშის დაჯახებას და ძალის გამოცლას იწვევს?ეგ სამხრეთული სტილია? არა მგონია, ეგ იაპონური სტილია რაც არ გვაწყობს.
ddgfdf
15 ნოემბერი 2020 01:08
0
მიუხედავად -0-ზე დამარცხების-შოტლანდიასთან თამაშის შემდეგ ს ე რ ი ო ზ უ ლ უ ნაბიჯები არის გადადგმული (ვინც მართლა იცის რაგბი- უსიტყვოდ დამეთანხმება) -თამაშიდან დასკვნა- ს ა ჭ ი რ ო ა ფიზიკურად კიდევ უფრო გამძლავრებაზე მუშაობა, შერეკინებების დამუშავება - გამძლავრება,რომ ვერცერთმა გუნდმა ვერ დაგვჩაბნოს, ს ი ს წ რ ა ფ ი ს მომატება განსაკუთრებით რაქებში -დინამიკაში, მოლების დამუშავება (ფაზებით მარცხნივ მხარიდან- მარჯვნივ,ისევ მარჯვნივ და გარღვევა) ფლანგებიდან მოწოდებული რომ თითქმის ყველა ბურთი დავდოთ და 6 ერისათვის-მ ზ ა დ ვართ - 2-3 წელიწადში (!) რა თქმა უნდა- თავისთავად უუნდა ვიმუშავოთ ეროვნული ჩემპიონატების გამძლავრება -დიდი ფულის ჩადება - დიდი კონკურენციის გაჩენა, ეროვნულ ჩემპიონატებში სამხრეთ ნახევარსფეროებიდან მორაგბეების ( ფიჯი, სამოა, ტონგა...) მოწვევა!- და ბოლოს -უკვე დროა -ს ა ჭ ი რ ო ა ფრანგულიდან - ი ნ გ ლ ი ს უ რ რაგბზე გადავიდეთ, ოღონდ ფრანგული რაგბიდან მიღებული გამოცდილება -თამაში შევინარჩუნოთ.
გლახუნა
15 ნოემბერი 2020 00:05
5

სიახლეები პოპულარული