"არქი" რაგბის ეროვნული ნაკრების სპონსორი გახდა

"არქი" 8 ერის თასზე საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების სპონსორი გახდა. 8 ერის თასზე, საქართველოს "ბორჯღალოსნების" ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეროვნული ნაკრებები იასპარეზებენ. ტურნირი 13 ნოემბერს დაიწყო და 6 დეკემბერს დასრულდება.

„პირველ რიგში, ამაყი ვარ, როდესაც ასეთ უპრეცედენტო, მსოფლიო დონის ტურნირში, ჩვენი საამაყო "ბორჯღალოსნების" ნაკრები მონაწილეობას მიიღებს და მსოფლიოში წამყვან გუნდებთან ერთად ითამაშებს. მეორე მხრივ, მახარებს ის ფაქტი, რომ არქი ყოველთვის დგას ქართული სპორტის გვერდით და ვცდილობთ მაქსიმალურად დავეხმაროთ საქართველოს სახელის წარმოჩენას მსოფლიო ასპარეზზე. ამ მხარდაჭერით, გვჯერა, რომ ჩვენ გვერდში ვუდგავართ არა მხოლოდ რაგბის ეროვნულ ნაკრებს, არამედ მთელ საქართველოს და ერთად მივიწევთ დიდი წარმატებისკენ“, - ამბობს შიო ხეცურიანი, "არქის" გენერალური დირექტორი.

"ძალიან სასიხარულოა კერძო სექტორის მიერ გამოჩენილი დიდი ინტერესი ქართული რაგბის განვითარებისთვის.

ჩვენს მეგობარ კომპანიებს კიდევ ერთი წარმატებული ქართული კომპანია შემოუერთდა "არქის" სახით, რომელიც 8 ერის მატჩებში იქნება ეროვნული ნაკრების სპონსორი.

მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. იმედია, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ორი წარმატებული ბრენდი უფრო გრძელვადიანად ვიქნებით ერთმანეთთან დაკავშირებული" - ამბობს თორნიკე გოგებაშვილი, რაგბის კავშირის პრეზიდენტი.

დეველოპერული კომპანია "არქისთვის" მსგავს სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობა პირველი შემთხვევა არ არის. "არქი" აქტიურად მონაწილეობს ქართული სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წახალისებაში. 2019 წელს "არქის" სპორტში განხორციელებული ქველმოქმედებისთვის ჯილდო გადაეცა.

R

პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან