მერაბ შარიქაძე: უელსთან ბევრი რამ ამინდზე იქნება დამოკიდებული

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ "შემოდგომის ერთა თასის" მეორე მატჩის წინ ონლაინპრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

21 ნოემბერს საქართველო, ჩვენი დროით 21:15 საათზე, უელსს ჰლანეჰლიში "პარკ ი სკარლეთსზე" ეთამაშება.

უელსს ბოლო ექვსი თამაში წაგებული აქვს და მთავარმა მწვრთნელმა უეინ პივაკმა ირლანდიასთან 9:32 წაგების შემდეგ სასტარტო შემადგენლობის ერთბაშად 13 მორაგბე შეცვალა. შარიქაძე ამბობს, რომ ეს ფაქტები მოცემულობას არ ცვლის:

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ექვსი თამაში წააგო, ვეთამაშებით მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს. მათთვის ეს თამაში მნიშვნელოვანია, რადგან იციან, რომ მოგება შეუძლიათ. შემადგენლობაში
ახალგაზრდა ბიჭები დააყენეს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ძალიან მოტივირებულები იქნებიან და ეცდებიან, წაგებათა სერია გარდატეხონ. ურთულესი შეხვედრა გველის და მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ.

უელსის ნაკრების შემადგენლობაში ბევრი ცვლილებაა. შესაძლოა, ამ ბიჭებს საერთაშორისო თამაშების დიდი გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ არიან ხარისხიანი მოთამაშეები, თავიანთი კლუბების ლიდერები და ამომავალი ვარსკვლავები. ჩვენთვის სურათი დიდად არ იცვლება, რადგან ფოკუსირება ჩვენს თავზე უნდა მოვახდინოთ".

"თვიქენჰემზე" თამაშის შემდეგ "ბორჯღალოსნები" ინგლისში დარჩა და უელსთან მატჩისთვის იქ მოემზადა, ჰლანეჰლიში კი გუშინ ჩავიდა. შეხვედრამდე 48 საათით ადრე შემადგენლობა დაასახელა ლევან მაისაშვილმაც და არჩევანი გამოცდილ მორაგბეებზე შეაჩერა:

"დრო მაქსიმალურად გამოვიყენეთ და ვეცადეთ, სათამაშო მონახაზში ის ცვლილებები შეგვეტანა, რისი სურვილიც გვქონდა. სასიხარულოა, რომ დაგვიბრუნდა კოტე მიქაუტაძე. შემადგენლობაშია ყველა ის გამოცდილი მოთამაშე, რომელიც ხელმისაწვდომი იყო. იმედია, ამ გამოცდილებას და ორი მატჩის სათამაშო პრაქტიკას ეფექტურად გამოვიყენებთ და უელსთან დასამახსოვრებელ თამაშს ჩავატარებთ".

დღეს "ბორჯღალოსნებს" "პარკ ი სკარლეთსზე" კაპიტნის ვარჯიში აქვს, დროის უმეტეს ნაწილს კი დასვენებას დაუთმობს. ამ წუთას უელსში ძლიერი ქარი და წვიმაა, რამაც შესაძლოა, ხვალინდელ მატჩზე გავლენა იქონიოს:

"განვლილმა ორმა თამაშმა ბევრი რამ გვასწავლა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მუდამ ფორმაში იყო და ყველა თამაშში იღებდე მსგავს წნეხს. ინგლისთან ხელით უკეთ ვითამაშეთ და გვაქვს იმედი, რომ გაუმჯობესება ახლაც გვექნება. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამინდზე".

ცნობილია, რომ ფიჯის კორონავირუსის გამო უკვე ორი მატჩი გადაედო და შესაძლოა, ტურნირზე მეოთხე შეხვედრის გამართვა ჩვენც არ მოგვიწიოს, თუმცა "ბორჯღალოსნები" ამაზე ჯერ არ ფიქრობს:

"წინ მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს და მეოთხე შეხვედრაზე ჯერ არ ვფიქრობთ", - ამბობს შარიქაძე.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჰო, სუსტ თამაშს კი არაფერი გაამართლებს. ეგ უელსი იტალიამ ისე გაიფინა, ჩვენც თუ არ დავუდექით, მერე ხმა აღარ ამოგვეღება. ასე რომ, კარგ თამაშს ველი.
ვვვ
21 ნოემბერი 2020 02:59
1
დილით შტილი, უნალექოდ, საღამოს მცირე ქარი, მიმართულება ნორდ-ვესტი,ნაწილობრივ მოღუბლულობა, ელჭექით, ალაგ-ალაგ ჭყაპით, ატმოსფერული წნევა 765 მმ, დღისით ჰაერის ტემპერატურა გათბება 9 გრადუსამდე, ღამით სუსხი, ტემპერატურა 2 გრადუსი. გეომაგნიტური სატუსი - არასტაბილური.
ოზუზი
20 ნოემბერი 2020 22:00
1
ოზუზ,შენმა ხუმრობამ,25 წლის წინანდელი ამინდის ბიუროს პროგნოზები გამახსენა.ერთ წელიწადს,ძველით ახალ წლამდე,სეტყვას და ჭექა ქუხილს გვპირდებოდა,თოვლთან ერთად.ამინდის მიუხედავად,კარგ თამაშს და ანგარიშს ვუსურვებ ბიჭებს.თავს რომ არ დაზოგავენ,ვიცი,მაგრამ რამდენად მოემზადნენ,ეგ არა.უელსი რა თქმა უნდა ჩვენზე ძლიერი გუნდია,თუმცა გამოუცდელი ბიჭები თუ ათამაშეს მათაც,ჩვენც მოგვეცემა თამაშის საშუალება.....გვერჩია ირლანდიის შემდეგ შევხვედროდით,ამათ,მაგრამ რაც არის,ეს არის.
სოსო
21 ნოემბერი 2020 11:35
0
საინტერესოა როგორი ამინდი გვაწყობს?
მთ
20 ნოემბერი 2020 21:23
1
"ქარიიი გიმღერის ნანაასააა....".
დიმა
20 ნოემბერი 2020 20:38
1
ძმურად რა დაიღალა გულშემატკივარი ამდენი სპეკულიაციით, ეხლა ამინდს დააბრალეთ წინასწარ. გადით მოედანზე ჯიგრით როგორც არგენტინამ ჰქნა და ითამაშეთ. ქარშიც გაქვთ ნათამაშები და წვიმაშიც და თოვლშიც. და შეეშვით ამ უაზრო ფეხის ბრახუნს და ბურთის უკან ჩაბარებას. გაუშვით ხელით თამაში, თუ ქარია განსაკუთრებით და გადააბით ფაზები. თუ ჩადექით დაცვაში ისევ როგორც ინგლისთან არ გამოვა არაფერი და კიდევ 0-ზე წააგებთ.
niko
20 ნოემბერი 2020 19:58
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული