რვა ერი: საქართველოს ნაკრები უელსთან 0:18 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პლენეჰლიპში უელსთან 0:18 დამარცხდა.

მიუხედავად წვრილ-წვრილი შეცდომებისა "ბორჯღალოსნებმა" უკანასკნელ წლებში აშკარად საუკეთესოდ ითამაშა, გარდა შერკინებისა ძლიერ მეტოქეს თითქმის არაფერი დაუთმო და გუნდის პროგრესი აშკარაა.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ დღევანდელი უელსი ის აღარაა, რაც იყო და შეიძლება ასეცაა, მაგრამ ამ რანგის გუნდთან თამაშმა აჩვენა, რომ ჩვენი მორაგბეები ნელ-ნელა უღებენ ალღოს მათ სათამაშო ტემპსა და რიტმს, ხოლო ტაქტიკურ გადანაცვლებებს მეტად დროულად ახორციელებენ. ამის მაგალითი გახლდათ მეორე ტაიმში "ბორჯღალოსანთა" მიერ რამდენიმეჯერ შეცვლილი ტაქტიკა. არ შეიძლება არ აღინიშნოს,
რომ პირწმინდად დავთმეთ ჩვენი მთავარი იარაღი - შერკინება და რომ ის წესრიგში გვქონოდა, შესაძლებელია ანგარიში სხვაგვარი ყოფილიყო.

29 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ირლანდიას შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 55 /
Ნაკრებში უამრავი პრობლემაა, მაგრამ, Მხოლდ ტრენერის ახირება შემადგენლობაზე გავაკეთებ კომენტარს!უკვე მერამდენე თამაშია შერკინება უსუსტესი მეორე ხაზით და მინიმუმ ცალი ფლანკერით თამაშობს,Რაც აისახება ბურჯების თითქოს ჩავარდნაზე. Ბევრი მოთამაშე ნაკრების დონეზე არ არის და აშკარად თვალშისაცემია. მაგალითდ უსუსტესი ფლანკერია საღინაძე და არ მესმის რატომ არის მუდმივად ძირითადში! Გყავს ძალიან ძლიერი მიშო, კოკი, ოთია (რომელიც 8 ნომერია), იმედისმომცემი ჯალაღონია და მაინც მუდამ საღინაძე! Მეორე ხაზზე ლაპარაკიც ზედმეტია!!! (კოტეს ან ეხება)
რაც შეეხება ხაზს: სამწუხაროდ ნათელი წერტილი ისევ "Ბებერი" თოდუა არის! 12ზე Რამდენათაც ძლიერია ბოჭვებზე ბუკა, იმდენად სუსტია შეტევაში და ასეთი სუსტი მბოჭავი და ფიზიკურად სუსტი 13 მე არ მინახია! Საქართველოს ჩემპიონატში საინტერესო მოთამაშეები არიან, ძნელაძე, სიმსივე და არის რამოდენიმე კიდევ ვისაც ვფიქრობ უნდა მიეცეს ნაკრებში შანსი!
Მაგრამ მაისაშვილი როგორც ჩანს ვერ ხედავს ან მოთამაშეებზე ჩაციკლული ვითომ ტრენერია. Მე მას სანაკრებო დონეზე ტრენერად ვერ აღვიქვამ!!!
Მომავლის იმედი მაქვს და და მჯერა ერთ დღეს ისევ მოვუგებთ იაპონიას!!!
Ოთო
22 ნოემბერი 2020 00:54
6
მე დავინახე ის რომ ეს თამაში რომ ყოფილიყო ამ დონეზე მიყოლებით მეათე მაინც ამ თამაშში მინიმუმ 10 ქულსას მოვაგროვებდით და უელსი დადებდა ერთი ლელოთი ნაკლბეს
vazha
22 ნოემბერი 2020 00:43
5
დერეფანი მშვენივრად ითამაშეს. სამჯერ ბურთი აახიეს უელსელებს მათივე დერეფანში. ქულებს იმიტომ ვერ იღებენ ჯერ, რომ დაცვიდან შეტევაში გადასვლა უნდა ვისწავლოთ ძალიან სწრაფად, ქულები ასეთ ნაკრებეთან ხშირი თამაშის მერე მოვა. ანგარიშის შემცირება ბევრჯერ შეგვეძლო, მაგრამ ბიჭებმა ლელოზე წასვლა არჩიეს, რაც მისასალმებელია ასეთ ბობოლა გუნდებთან. უელსი მეორე გუნდით არ გვეთამაშა, უბრალოდ "წითელ დრაკონებს" თაობათა ცვლის პროცესი დაეწყოთ და შედარებით, გამბედაობა აკლიათ ბევრ საკითხებში, რასაც ძალიან მალე გამოასწორებენ. ჩვენც იგივე სიტუაციაში ვართ. თაობათა ცვლა მტკივნეულად, მაგრამ სწორად მიდის. რეგრესი შეჩერერებულია. ბევრი შრომა და თანამედროვე რაგბის თამაში ძლიერ გუნდებთან. ყველაფერი გამოვა შვილებო. ვაჯკაც ბიჭებს, ყველაფერი გამოსდით.
TanoLife
22 ნოემბერი 2020 00:35
7
არა უშავს, მოგება და წაგება, რომ იტყვიან ძმენი არიან. ასეთებიც ხდება. ესც პოზიტივია, გაკვეთილია, ხომ უკეთ ვივარჯიშეთ, უკეთ მოვემზადეთ და აი ირლანდიასან თუ ერთ მუშტად შევიკრებით და ამინდმაც ხელი თუ შეგვიწყო, მოგება რეალურად შეგვიძლია.

და ეს იქნება ახალი ეტაპი ქართული რაგბის სახელოვან ისტორიაში, ოქროს ასობით ამოტვიფრული და ჩვენი შენართების დიდი ზეიმი.

ოპტინისტი
22 ნოემბერი 2020 00:30
8
2-3 წლის წინ,თვითონ ეს ბიჭები,ფეხით თამაშისას,ამდენ შეცდომას არ უშვებდნენ.ყოველ თამაშში ერთხელ მაინც,ცენტრიდან დარტყმულს,მოედანში ვერ ტოვებენ,სუსტი ფეხი აქვთ და ჯარიმა,აუტში ვერ გადააქვთ.კვირიკაშვილის დარტყმები რომ მახსოვს,საიდან სად უშვებდა ბურთებს,ახლაც ვნატრობ მის მსგავსს.შეტევაში თითქოს რაღაც ჩანასახი გაჩნდა,მაგრამ ყველაფერს ჩვენ თვითონ ვაფუჭებდით და შერკინებაში ისევ ჩავისვარეთ.შერკინების უცხოელი მწვრთნელები,ჩვენგან სწავლობენ და თავის გუნდებში მიაქვთ,ჩვენ კი ყველაფერი დავკარგეთ.ასე გამოდის.ჯერ რომ ირლანდიასთან გვეთამაშა,ასე მგონია უელსთან შანსები გვექნებოდა,მაგრამ შეტევაში ნამუშევარი,აშკარად არ გვეყო.ეს უელსი კი,აშკარად ახალგაზრდული გუნდი იყო და მასთან თამაში,თავისუფლად შეიძლებოდა.ამ ტურნირით,მაისაშვილის შეფასება,არაფრით არ შეიძლება.სხვა გუნდის წევრები ჩვეულებრივ თამაშობდნენ,ჩვენ კი ამის საშუალება არ გვქონდა და შენზე ძლიერთან, ეს კიდევ უფრო რომ გიმცირებს შანსებს,ცხადია.რაღაც თამაშის მსგავსი,უკვე იყო,მაგრამ ორი თამაშის 0-ზე წაგება,ძალიან მძიმე მისაღებია
სოსო
22 ნოემბერი 2020 00:11
3
ძალიან არ მინდა რომ პერსონალურად დავწერო ვინმეზე მაგრამ გოგიჩაშვილი ორივე თამაშში ძალიან სუსტი იყო და არა მარტო ამ ორ თამაშში. ჟვანიასთან მგონი ვეღარც უბედავენ მოდი ითამაშეო, რადგან მაგრად ჩაიჭრნენ.
David
22 ნოემბერი 2020 00:03
0
ნამდვილად უკეთესი იყო. ბურჯებს გვიჩაგრავენ, რაც უცნაურია. კაპრიზებს უნდა მოეშვას მწვრთნელი და საუკეთესო ბურჯები უნდა მოიწვიოს.
გიორგი
21 ნოემბერი 2020 23:52
4
ვისაც რაგბი ესმის,ყველა ამბობს ხოლმე,რომ ძლიერებთან უნდა ვითამაშოთ,რომ ვისწავლოთო. მე პირველ ტაიმს ვუყურე და ბურთი საერთოდ არ გვქონია.ფეხბურთის თამაში,რომ ისწავლო ბურთი რაც შეიძლება მეტ ხანს უნდა გქონდეს,რომ განვითარდე.დღეს 5 პასს გადააბამ,ხვალ 10 პასს და ესე ვითარდება ახალგაზრდა. რაგბში ეს ამბავი პირიქით არის? მე შთაბეჭდილება დამრჩა,რომ მთელი პირველი ტაიმი თავის დაცვას ვსწავლობდით,მეორე ტაიმი სამწუხაროდ არ მიყურებია.წარმატებები ჩვენ ბიჭებს.
საქართველო
21 ნოემბერი 2020 23:51
7
საქართველო,კომენტარს რომ აკეთებ,ნანახი მაინც უნდა გქონდეს.ნახე მეორე ტაიმის ჩანაწერიც,1 საათი ვითომ არ გქონია.უფრო თამამადაც იტყვი სათქმელს.
სოსო
22 ნოემბერი 2020 11:47
0
ახსნას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე. მეორე ტაიმზე საინტერესო ჩემი კომენტარის წაკითხვა ნამდვილად არ იქნება.
რაგბის ფანი
22 ნოემბერი 2020 00:15
2
კაი რა თქვე კაი ხალხო,2 თამაშში 1 სამქულიან ჯარიმასაც რომ ვერ გაიტან საუკეთესო თამაში როგორაა? 2 თამაშში 2 ნოლი ძალიან ცუდი ნიშანია
თემო
21 ნოემბერი 2020 23:49
10
კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ ტაქტიკაა და ფრთხილად ვიყოთ...
buba
22 ნოემბერი 2020 10:05
1
ეს ჟურნალისტები სულ გამაგიჟებთ რა კარგად ითამაშეს სად ნახეთ თამაში საერთოდ იციან რაგბის თამაში უსაზიზღრეს უელსის ნაკრებს ეთამაშნენ რომელიც დებიუტანტებით გვეთამაშა და სამი შეტევა არ გააკეთებინა გუნდს რომელზეც წერთ რომ კარგად ვითამაშეთო,მაღალი დონის მწვრთნელი გვინდა სასწრაფოდ
bego
21 ნოემბერი 2020 23:49
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული