რვა ერი: საქართველოს ნაკრები უელსთან 0:18 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პლენეჰლიპში უელსთან 0:18 დამარცხდა.

მიუხედავად წვრილ-წვრილი შეცდომებისა "ბორჯღალოსნებმა" უკანასკნელ წლებში აშკარად საუკეთესოდ ითამაშა, გარდა შერკინებისა ძლიერ მეტოქეს თითქმის არაფერი დაუთმო და გუნდის პროგრესი აშკარაა.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ დღევანდელი უელსი ის აღარაა, რაც იყო და შეიძლება ასეცაა, მაგრამ ამ რანგის გუნდთან თამაშმა აჩვენა, რომ ჩვენი მორაგბეები ნელ-ნელა უღებენ ალღოს მათ სათამაშო ტემპსა და რიტმს, ხოლო ტაქტიკურ გადანაცვლებებს მეტად დროულად ახორციელებენ. ამის მაგალითი გახლდათ მეორე ტაიმში "ბორჯღალოსანთა" მიერ რამდენიმეჯერ შეცვლილი ტაქტიკა. არ შეიძლება არ აღინიშნოს,
რომ პირწმინდად დავთმეთ ჩვენი მთავარი იარაღი - შერკინება და რომ ის წესრიგში გვქონოდა, შესაძლებელია ანგარიში სხვაგვარი ყოფილიყო.

29 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ირლანდიას შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 55 /
ვერაფერი ექსპერტი გახლავართ, მაგრამ მომეჩვენა რომ უელსს მნიშვნელოვნად არ ჩამოვრჩებით და უფრო ჩვენ წავაგეთ, ვიდრე უელსმა მოიგო. ბევრ შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ სწრაფი და დინამიური თამაში.
თენგაბი
22 ნოემბერი 2020 17:07
0
არა უშავს ირლანდიას აუცილებლად მოვუგებთ ოღონდ თამაშამდე ორი დღით ადრე არ უნდა დაიწყოთ ბაქი-ბუქი აქაოდა ცვენ მაგრები ვართ და უნდა მოვიგოთ,ტრაბახი და ბაქი-ბუქი არ გინდათ როცა გადახტებით ჰოპლასაც მაშინ დაიძახებთ და მორჩა.
gogia
22 ნოემბერი 2020 14:59
1
ეს იდიოტური ბრექაობა რომ ქართველები მაგრები ვართ და მთელი მსოფლიო გვაფასებს დაგვღუპავს დროა ვისწავლოთ, ვიშრომოთ და გავისარჯოთ ისე როგორც დანარჩენი ერები აკეთებენ, ჩვენ ბევრი უნდა ვისწავლოთ და ვიშრომოთ რომ დავეწიოთ ევროპას
11
22 ნოემბერი 2020 14:17
2
ვინც იძახით რომ 6 ერი არაა ჩვენი საქმე მათ გასაგონად. რაგბი ევროპაზე რომ შეცდომებს ვუშვებთ ტრაგედია არაა, რადგან ამ ტურნირში მონაწილე გუნდებთან შეცდომა გამოსწორებადია, ხშირ შემთხვევაში ამას ვერც მაყურებელი და ვერც გულშემატკივარი ვერ ვგრძნობთ რადგამ ამშეცდომას გართულება არ მოსდევს, წნეხში არ არიან, იმ იშვიათ შემთხვრვაშიც როცა შეცდომას ლელო მოსდევს ესეც არაა მტკივნეული რადგან, ერთი საპირისპიროდ ორს ვდებთ. ამიტომ საჭიროა 6 ერი რომ წნეხის დროს შეცდომები მინიმუმზე დავიდეს, გაითავისონ რომ შეცდომას შედეგი მოყვება და დაუსჯელები არ დარჩებიან. ეს რეგრესიც სწორედ იმის შედეგია რომ ყოველი მატჩი გასეირნება იყო. წავაგებთ 3-4 წელი ყველა მატჩს 6 ერში, მაგრამ მოვიგებთ 5-6 წლის შემდეგ. კი, მტკივნეულია წაგება, მაგრამ თუ წინსვლა გვინდა სხვა გზა არაა.
Giorgi
22 ნოემბერი 2020 13:07
3
თაობათა ცვლა და თან ცნობილი პრობლემები, ესაა სულ, ტონგასთან რომ გუნდი გვყავდა ის გუნდი ამ უელსს მოუგებდა დარწმუნებული ვარ. მამუკას და ზირაქას დონის ლიდერები აღარ არიან, პატარებს კი 2-3 წელი ჭირდებათ კიდევ, იმედია სწორად განვითარდებიან.
zviads
22 ნოემბერი 2020 13:00
2
ორი თამაშია დავიწვი ამათი საცოდაობით,წლების წინ რაღაცას მაინც თამაშობდნენ ახლა რაც იცოდნენ ისიც დაავიწყდათ,ყველა სათამაშო რგოლი რისგანაც რაგბი შედგება ნაკრების მ.ქ.კ ნოლის თოლია,რაც ანგარიშზეც აისახება,ერთად ერთი შეღავათი ისაა რომ 48-0 არ წავაგეთმეორე თამაში.დარჩენილ თამაშში მაგარი მირწევა იქნება ლელო თუ გავიტანეთ ან ჯარიმა,რომ ნული არ გვეწეროს გრაფაში.მაგრამ მე მჯერავს რომ დაიზრდებიან ალგეთ ლეკვები მგლისანი...ითდ-ა
ლუკა
22 ნოემბერი 2020 10:46
3
მათთვის ვინც მხოლოდ კატასტროფას ხედავს დავწერ: სადაც არ გამოგდის იქ ჩანს ყველაზე კარგად ის ხარვეზები რომელზეც მომავალ ვარჯიშებზე და თამაშებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. ამ ნაკლოვანებების გამოსავლენათ ამაზე უკეთეს მეტოქეებს ვერ ვინატრებთ, რადგან ვისთანაც ჩვეულებრივ ვთამაშობთ იმათთან გამოგვდის ყველაფერი და განვითარება შეუძლებელია. ბევრჯერ დაჯარიმება იმის ბრალია რომ რაქში თამაშია დასახვეწი, ხოლო უქულოდ გამოსვლა მოედნიდან სწრაფი შეტევის ვერწარმოებაა. შეტევისთვის აუცილებელია ბურთი მოძრავ მოთამაშეს გადავცეთ და არა გაჩერებულს. ყველაფერს ერთად ვერ გამოასწორებ მაგრამ არც ყველაფრის ერთად გამოსწორება უნდა ცადო. თანმიმდევრულად კონკრეტული კომპონენტებია დასამუშავებელი და რა თქმა უნდა გამოცდილი სპეციალისტების მიერ უნდა გაკეთდეს მითითებები. ჯანმრთელობა და წარმატებები ჩვენს ბიჭებს და ყველა თქვენთაგანს.
გიგი
22 ნოემბერი 2020 10:21
4
თვალში საცემია გოგიჩაშვილის და მელიქიძის რეგრესი... დაგვიბრუნეთ ზუზუ, შანსი მიეცით ტაბიძეს. ისევ შეიძლება კაკოვინის და ასეიშვილის გამოყენება... ჩილაჩავას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ძალიან გვაკლია.
ლევანი 76
22 ნოემბერი 2020 09:58
1
ქულის ასაღებად არეკნები რომ იჩალიჩონ არა? ასეთ ძლიერ გუნდებთან უნდა მოვსინჯოთ რომ მშრაზე არ დავამთავროთ.. მაინტერესებს რატომ არ ვურტყამთ არეკნებს
Ok.
22 ნოემბერი 2020 08:53
0
ზოგიერთ ვაი გულშემატკივარს:
თქვენი ორმაგი სტანდარტი შუბა დავხიე მე.
სამწუხაროდ
22 ნოემბერი 2020 07:56
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული