ჰლანეჰლიში უელსთან ნაბრძოლი "ბორჯღალოსნები" ინგლისში, ბანაკში დაბრუნდა და "შემოდგომის ერთა თასის" მესამე მატჩისთვის ემზადება.

კვირას მგზავრობასთან ერთად დასვენების და აღდგენის დღეა. ორშაბათს ცნობილი უნდა გახდეს ტრავმირებული მორაგბეების მდგომარეობა, მათ შორის - კოტე მიქაუტაძის, რომელმაც უელსთან მატჩში ნეკნი დაიზიანა.

მესამე რაუნდში "ბორჯღალოსნები" 29 ნოემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე "ავივაზე" (დუბლინი) ირლანდიას ეთამაშება, რომელთანაც აქამდე ოთხჯერ გვირაგბია.

1998 და 2002 წლებში მეტოქეს მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე დუბლინში ვეთამაშეთ და მეტოქემ ორივეჯერ დიდი სხვაობით მოიგო - 70:0 და 63:14. 2007 წლის მსოფლიო თასზე, "ბორჯღალოსნებმა" ტიერ1-ის გუნდებთან ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა, იმ დროისთვის პირველად და მეტოქე სენსაციურ მარცხს გადაურჩა – 10:14. ამ თამაშში საქართველომ პირველი ქულა მოიპოვა მსოფლიო თასებზე მონაწილეობის ისტორიაში.

ბოლოს ირლანდიას 2014 წელს, ტესტ-მატჩში ასევე დუბლინში ვეთამაშეთ და მასპინძლებმა 49:7 მოიგეს.

"შემოდგომის ერთა თასის" დაწყებამდე, ირლანდიელებმა 2020 წლის "ექვსი ერის" გადადებულ მატჩში ჯერ იტალიას სძლიეს ბონუსით (50:17), მერე კი საფრანგეთს ეწვივნენ და 27:35 დამარცხდნენ.

მიმდინარე ტურნირის პირველ ტურში ირლანდიამ უელსს უმასპინძლა და 32:9 მოუგო, მეორე რაუნდში კი ინგლისში 7:18 დამარცხდა და 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.

rugby.ge

გიორგი
8 ერის მერე ბატონ ლევანს უნდა დავემშვიდობოთ, თუკი მომავალში წარმატება გვინდა. ახალმა მწვრთნელმა შემადგენლობა მხოლოდ მორაგბეების მზადყოფნის (ფორმის) მიხედვით უნდა შეარჩიოს.
დიმა
მაღალი დონის მწრთვნელი და სამივე სასტავშია!
გიორგი
გამოიძახეთ ჩილაჩავა, ჟვანია და ასეიშვილი. იქნებ შერკინებას რაიმე უშველონ.
გიორგი
ალამთან ახლოს თუ შორს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. აუტის წესი ყველგან თანაბრად მოქმედებს
გიორგი
როცა ბურთი ხაზზე გადადის ორი მომენტია: ან გაატარებ (თუ მაგალითად მოწინააღმდეგე ახლოსაა და ბურთის დაკარგვის გეშინია) და აუტს მოაწვდი ანდა დაიჭერ და შეტევას წამოიწყებ.
გიორგის
ეგ გავიგე. ოღონდ, ეს ვერ გავიგე, როცა მოწინააღმდეგის დარტყმულ ბურთს ჩვენი მორაგბე იჭერს და აუტს გარეთ გადადის ბურთიანად, თანაც ამას უკვე მესამედ თუ მეოთხედ აკეთებენ ბოლო ორ თამაშში, ამას რაგბის ენაზე რა ქვია? კახურად ვიცი რაც ქვია, აი რაგბის ტერმინი მაინტერესებს.
QT
მთავარია ჰიმნი ქონდეთ კარგად მომზადებული და დახვეწილი.
გიორგი
1) როცა ჯარიმიდან აუტზე გადაგაქვს, ისევ შენი დერეფანია. 2) თამაშიდან დაცვითი სიტუაციისას საკუთარი 22-დან პირდაპირ აუტში დარტყმული, სადაც ჰაერში გადაკვეთს იმ ადგილიდან მოწინააღმდეგის დერეფანი. 3) შეტევისას ყველა შემთხვევაში მოწინააღმდეგის დერეფანია ერთი განსხვავებით: თუ ჯერ მოედანში დაეცა და მერე გადაკვეთა ხაზი, მაშინ გადაკვეთის ადგილიდან, თუ პირდაპირ გადავიდა, ბურთის დარტყმის ადგილიდან.
ddgfdf
თამაშიდან ალმთან რომ გადააგდო ბურთი ფლანგზე , აუტი ვისია?
ddgfdf
ხო ფეხით თამაში ის კომპონენტია რომელიც ძალიან ადვილი გამოსასწორებელია და 7-8 წელი ზუსტად ერთი და იგივე კასოიზმთნ გვაქვს საქმე. არეკნის საკითხები მეორე კომპონენტია, რომელიც ასევე მეტად გამოსადეგი იქნება.
ოზუზი
საქართველოს რაგბის ნაკრების მტავარ მწვრთელს, ბატონ ლევან მაისაშვილს, პატონო ლევან. თქვენდამი რწრმუნებული უფლებამოსილების ფარგლებში უმორჩილესად გთხოვთ მცირეოდენი დრო მაინც დაუთმოთ ქართველი მორაგბეების ფეხით თამაშის გამოუმჯობესების საქმეს. დიდი პატივისცემით
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
იეგოიანმა გაიტანა - "ექსელსიორი" სახლში "გრონინგენთან" განადგურდა
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
"ბევრს შრომობს, მაგრამ საშუალო დონის გუნდში თამაშობს" - შერინგემმა რაშფორდსა და "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
დუაიტ ჰოვარდის სადებიუტო მატჩი და ივერიონის გამარჯვება თბილისში
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში