კვირას მგზავრობასთან ერთად დასვენების და აღდგენის დღეა. ორშაბათს ცნობილი უნდა გახდეს ტრავმირებული მორაგბეების მდგომარეობა, მათ შორის - კოტე მიქაუტაძის, რომელმაც უელსთან მატჩში ნეკნი დაიზიანა.
მესამე რაუნდში "ბორჯღალოსნები" 29 ნოემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე "ავივაზე" (დუბლინი) ირლანდიას ეთამაშება, რომელთანაც აქამდე ოთხჯერ გვირაგბია.
1998 და 2002 წლებში მეტოქეს მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე დუბლინში ვეთამაშეთ და მეტოქემ ორივეჯერ დიდი სხვაობით მოიგო - 70:0 და 63:14. 2007 წლის მსოფლიო თასზე,
ბოლოს ირლანდიას 2014 წელს, ტესტ-მატჩში ასევე დუბლინში ვეთამაშეთ და მასპინძლებმა 49:7 მოიგეს.
"შემოდგომის ერთა თასის" დაწყებამდე, ირლანდიელებმა 2020 წლის "ექვსი ერის" გადადებულ მატჩში ჯერ იტალიას სძლიეს ბონუსით (50:17), მერე კი საფრანგეთს ეწვივნენ და 27:35 დამარცხდნენ.
მიმდინარე ტურნირის პირველ ტურში ირლანდიამ უელსს უმასპინძლა და 32:9 მოუგო, მეორე რაუნდში კი ინგლისში 7:18 დამარცხდა და 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.
rugby.ge