"ბორჯღალოსანთა" გამოცდილი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე ამბობს, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე ვითარდება და თუ მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები ხშირი იქნება, შორს არაა დრო, როდესაც საქართველო ტიერ1-ის ქვეყნებთან გამარჯვებას იზეიმებს.

"შემოდგომის ერთა თასის" მეორე ტურში, უელსთან ჰლანეჰლიში გამართული მატჩი (0:18) მე-60 იყო 33 წლის მორაგბისთვის:

"გნებავთ, ანგარიშით და გნებავთ, თამაშის ხარისხით აშკარაა, რომ წინ მივდივართ. შოტლანდიასთან, ინგლისთან და უელსთან მატჩებს ერთმანეთს თუ შევადარებთ, პროგრესი თვალსაჩინოა. ნაკლებ შეცდომებს ვუშვებთ და მეტად თავდაჯერებულები ვართ, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი დონის გუნდები ელემენტარულ შეცდომასაც კი სათავისოდ იყენებენ და ქულებს აგროვებენ, ჩვენ კი სწორედ ამ პატარა შეცდომების გამო ქულებს ვერ ვიღებთ.

უელსთან დაფიქსირებული ანგარიში თამაშს არ შეესაბამება. ასეთ შედეგს არ ვიმსახურებდით და მოედნიდან გამოსვლის შემდეგ ყველას გვქონდა შეგრძნება, რომ ამ შეხვედრის მოგება შეიძლებოდა, მაგრამ ეს გამოცდილებაა და თუ ხშირად გვექნება მსგავსი მაღალი დონის მატჩების ჩატარების შესაძლებლობა, დარწმუნებული ვარ, სულ მალე მსგავსი შეხვედრები ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება".

უელსთან მატჩში, შერკინებაში დანიშნულ ჯარიმებს ბრეგვაძე უსამართლოდ მიიჩნევს და ამბობს:

"გნებავთ, ინგლისთან და გნებავთ, უელსთან, შერკინებაში სხვა სურათი უნდა ყოფილიყო. მეტოქის სამი ნომერი წნეხს როგორც კი იგრძნობდა, ეგრევე დაბლა მიდიოდა. ასეთი რამ არა მხოლოდ ჩვენს თამაშებში, ზოგადად, ხშირად ხდება და ჩემი აზრით, შერკინებებში სიტუაცია აუცილებლად დასარეგულირებელია. იგივე ხდებოდა ინგლისთან მატჩში. სინკლერს შერკინებაში დგომა და ენერგიის დახარჯვა არ უნდოდა და ამისთვის არ ისჯებოდა".

29 ნოემბერს საქართველო "შემოდგომის ერთა თასის" ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში დუბლინში ირლანდიას ეთამაშება:

"ირლანდია უელსზე ძლიერი და ინგლისზე სუსტია. ამ ტურნირზე ყველა გუნდი ვარსკვლავებითაა სავსე და უმაღლესი დონის რაგბის თამაშობს. მნიშვნელოვანია, რომ გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები და როგორც უელსთან ვითამაშეთ ინგლისზე უკეთესი ხარისხის რაგბი, ასევე გვქონდეს უკეთესობა ამ შემთხვევაშიც. შერკინება ჩვენი ძლიერი მხარეა და ასეთად უნდა დავტოვოთ.

მნიშვნელოვანია, რომ 80 წუთის განმავლობაში, შეტევასა თუ დაცვაში არ ამოვვარდეთ სისტემიდან და აღარ დავუშვათ შეცდომები. რაგბი პატარ-პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებისგან შედგება და თუ ამ დეტალებს კარგად ვერ ასრულებ, ასეთ დონეზე წარმატებული თამაში აღარ გამოგდის".

rugby.ge

დიმა
ასიანი იგულისხმა,"გვათამაშეთ ამ დონეზე და დავიჯერებთ,რომ მოგება შეგვიძლია"-ო. რწმენით იწყება საქმე, მაგრამ შედეგისთვის სხვა რამ (მწრთვნელი და ოპტიმალური შემადგენლობა) ასევეა საჭირო.
123
პროგრესი აუცილებლად იქნება. ამ დონეზე რომ გვათამაშებენ, ძალიან კარგია ჩვენთვის.
niko
თუ არ შეუტევთ თამაშს ვერ მოიგებთ... რა მოგებაზეა ლაპარაკი უელსმა ყველა დაასვენა რომ ბოლო მატჩში რაღაც გაიბრძლოლონ. ყველასთან შეიძლება ითამაშებთ.
გუსანი
დაცვაში კი ბატონო ცოტა უკეთესი იყო ნაკრები, მაგრამ არანაირი პოტენცია შეტევის ორგანიზებაში, საერთოდ არაფერი.... მერჩივნა მეტი ლელო გაგვეშვა მაგრამ ჩვენებსაც დაედოთ
გიორგი
თამაშის ხარისხმა იმატა, მაგრამ შერკინებაში სერიოზული პრობლემები გვაქვს. სინქლერმა მშვენივრად ითამაშა, სიზარმაცისა ვერაფერი შევატყვე.
Geoachi
გენაცვალეთ ოპტიმიზმში)))
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
ჯაბა ბრეგვაძე: "ბორჯღალოსნების" კვართით თამაშს ფასი წინა თაობებმა შესძინეს
ლეგიონერები: ბრეგვაძისა და ლობჟანიძის ლელოები
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ლეგიონერები: ბრეგვაძემ ზე-რაგბის სეზონი ლელოთი გახსნა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ჯაბა ბრეგვაძე: ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვვარჯიშობ
ჯაბა ბრეგვაძემ "სანვულვზთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო