საქართველოს ნაკრები ფიჯისთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
"რვა ერის" მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ედინბურგში "მარიფილდზე" ფიჯისთან 24:38 დამარცხდა.

მატჩი "ბორჯღალოსნებისთვის" შოკისმომგვრელად დაიწყო. თავსხმა წვიმაში სწრაფი მეტოქის მოძალებას ვერ გავუძელით და დებიუტშივე ლელო მივიღეთ, რომელიც ვერ გარდასახეს, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისეთივე სიტუაციაში ფიჯელებმა მეორე ლელო დაგვიდეს, გარდასახეს კიდეც და მე-6 წუთისათვის ანგარიში 0:12 გახდა. ხუთიოდე წუთში აბჟანდაძემ ჯარიმით სხვაობა ოდნავ კი შეამცირა, მაგრამ ამჯერად მეტოქემ ჩვენების დაცვა გაარღვია და მთელი 16 ქულით დაწინაურდა. ამ მომენტამდე გიგაშვილმა ტრავმა მიიღო და მელიქიძემ შეცვალა.

ტაიმის შუიდან "ბორჯღალოსნებმა" თამაში ასე თუ
ისე დაალაგა, ბურთსაც იოლად აღარ თმობდა, მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარზე "ჩაკეტა" და მელიქიძემ ლელო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა, სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა და აქედან მოყოლებული უპირატესობა, რომელიც უპირატესად შერკინების და კარგი დაზღვევების ხარჯზე მოვიპოვეთ, შესამჩნევი გახდა. შესვენებამდე დარჩენილი დრო მთლიანად ფიჯელთა ნახევარზე გავატარეთ, ერთხელ ლელოსთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ ვიხეირეთ და ტაიმი 19:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი ფიჯელებმა ორგანიზებულად დაიწყეს, შერკინებაც მოგვიგეს და ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მოგერიება შევძელით. თუმცა, არ დადგნენ და დამუშავებული კომბინაციებით დაძლიეს ქართველთა დაცვა და 55-ე და მე-60 წუთებზე ორჯერ დაგვალელოვეს, რითაც ანგარიში 31:10 გახადეს, რის შემდეგ სამ წუთში აუტიდან მოგებული ბურთით მშვენიერი გარღვევა ისევ ლელოთი დაასრულეს და სხვაობა 28 ქულამდე გაზარდეს. დამშვიდებულ ფიჯელებს საღინაძე დაუძვრა და ინდივიდუალური ლელოთი და გარდასახვით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში ჩვენმა მორაგბეებმა ხელები არ ჩამოყარეს და მამაპაპური მიეძალეთი საღინაძემ ბოლო წუთზე მეორე ლელო მიითვალა და მატჩიც დასრულდა.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტურნირზე ყველა მატჩი წააგო, თუმცა უძლიერეს გუნდებთან მიღებულმა კარგმა გამოცდილებამ შედეგი მომავალში უნდა მოიტანოს.

მკითხველის კომენტარები / 141 /
როდესაც ინგლისმა შერკინებაში სავარჯიშოდ მიგვიწვია მის შემდეგ ჩვენიშერკინება აღარ ვარგა მართალია რაგბი მარტო შერკინება არაა მაგრამ რაშიც ძლიერი ხარ ის კიდევ უფრო უნდა გააძლიერო და სუსტი მხარე მის დონეზე აიყვანა და არა ისე როგორც ჩვენ გავაკეთეთ შერკინება ჩამოვიყვანეთ ხელითთამაშის დონეზე
w
06 დეკემბერი 2020 09:47
0
შერკინება რო აღარ გივარგათ ფიზიკაშიც ყველამ გაჯობათ ბურთი ხელიდან გივარდებათ ფეხით ვერ თამაშობთ ამას როდის თქვენ ისწავლით და ეს წინსვლააო გინდათ დაგვაჯეროთ
შოკირებული გულშემატკივარი
05 დეკემბერი 2020 21:32
7
უცხოელი მწვრთნელი მოიყვანეთ და თანაც სასწრაფოდ!
Degraf
05 დეკემბერი 2020 19:23
6
რატომ დაიწყებთ უაზრო კრიტიკას მაისაშვილი კი არა ვინც არ უნდა იყოს ფაქტი ერთია ფიჯი იტალია და იაპონია ჩვენზე მაღალი დონის გუნდებია არ განვიხილავ უმაღლეს ეშელონს ვინც რაგბი იცის ჩვენ რამოდენიმე მსოფლიო დონის მოთამაშე გვყავს და თუ ვიგებთ მხოლოდ მათ ხარჯზე ჩემი აზრით ბიჭები ყველაფერს აკეთებენ რაც შეუძლიათ განსხვავებით ფეხბურთელებისაგან რომელთაც ტყუილად აყრიან ფულს მაგრამ დონეს ჟილკა ვერ აანაზღაურებს და მხოლოდ საფრანგეთში მოთამაშე შერკინების ხაზით ფონს ვერ გახვალ დონეა ასაწევი სერიოზულად ჯერ შიდა ჩემპიონატში პირველ რიგში და თუ უყურებთ ტოპ 14 შეადარეთ რამდენი ქართველი თამაშობს ძირითადში და რამდენი ფიჯელი სავსეა ინგლისის და საფრანგეთის ჩემპიონატი ფიჯელებით
გიო
05 დეკემბერი 2020 19:15
5
აქაც შთავიჯვით:((
ანესთეზეოლოგი
05 დეკემბერი 2020 19:08
17
აუუუფ, აქაც გაუწბილდათ იმედები "ბალელშიკებს", მემგონი სხვა სამყაროში ცხოვრობს ეს ხალხი, სამწუხაროდ ჩვენთან ერთ ქვეყანაში... ამ ანგარიშებით წაგებით ვისწავლით და გვექნება საბოლოოდ წინსვლა. ასეთ გუნდებს თუ არ ვეთამაშეთ, გვექნება კიდევაც რეგრესი. მწვრთნელი გვინდა მაღალი დონის, უსიტყვოდ და მეორე ხაზის კარგ ჩემპიონატებში თამაში. პრო 14-ის ფრანშიზა კი დაგვხატავდა საერთოდ...
Dato
05 დეკემბერი 2020 19:26
2
მგონი კი, რაღაც სული მცემს....
კუკუ
05 დეკემბერი 2020 19:19
6
ამას ჰქვია "ტრაქტორივით გადაგვიარეს"
giorgi 3
05 დეკემბერი 2020 19:05
7
10-24 რომ გახდა გამოვრტე ტელევიზორი, შევედი Youtube-ზე და ჩავრთე New Zeland - Georgia WRC 2015, მაგ წელს რომ ნაკრები გვყავდა, შერკინება უძლიერესი, მომენატრა ის ძველი გუნდი, აი მაშინ იყო საინტერესო საყურებელი, ყველაფერს აზრი ქონდა რასაც აკეთებდნენ, შერკინება, აუტი, მოლი.. ძლიერი ბიჭები გვყავდა და მაგრად აწვებოდნენ, ფიჯი, ტონგა, სამოა, აშშ.. Გასვლაზე ვანადგურებდით, ეხლა სანატრელი გაგვიხდა მათთან მოგება, ალბათ გადაგვსანსლავენ კუნძულელები, ძალიან გვჩაგრავენ უკვე თამაშით, ჩვენი ფიზიკური სიძლიერე ვეღარ ჭრის იმიტომ რომ სწორად ვერ იყენებენ, რაღაცას ვეღარ აკეთებენ რასაც ძველი გუნდი ახერხებდა.. Აუ რა სასტავი გვყავდა, მენატრება ამიტომ ძველ თამაშებს ვუყურებ ხოლმე :(
ლაშა
05 დეკემბერი 2020 18:47
3
მწვრთნელი ვინ გვყავდა მაშინ, ხომ არ გახსოვს?
აბუდაბი
05 დეკემბერი 2020 19:42
2
მადლობა ბიჭებს, ბოლომდე იბრძოლეს მაგრამ რას ვიზამთ, თავს ზემოთ ძალა არაა. რაგბშიც, ისევე როგორც ფეხბირთში, მანამდე არ გვექნება უკეთესი შედეგი, სანამ უკეთეს ჩემპიონატებში არ ითამაშებენ ჩვენი სპორცმენები; პ.ს. ჯალაღონია და ნინიაშვილი მომეწონა. კარგი თაობა მოდის. მათიაშვილს სისხლი აკლია თითქოს.
შოთა
05 დეკემბერი 2020 18:22
3
საჩქაროდ უცხოელი ქოაჩია მოსაწ...!!! ახალზელანდიელ მილტონ ჰეიგზე არანაკლები, მსოფლიოს მოწინავეთა,პირველ ათეულის ნაკრებთა დონისა, ახალზელანდიელი ან ავსტრალიელი,ქურციკების მწვრთნელები გადაგვისხვაფერებენ ჯერ კიდევ არდაკარგულ თამაშის სტილს,სამხრეთ აფრიკულ თამაშის ათვისებას კი ,წლები დასჭირდება....თუმცა შესაძლოა ჰეიგის მიერ ნაღვაწი,უკვე ქარს გავატანეთ...ფრანგულ- ზელანდიურ-ქართველთა ყაიდაზე გადმოტანილი თამაშის სტილი დავკარგეთ უკვე? ალბათ....
ედინბურგიდან
05 დეკემბერი 2020 18:20
1
მაისაშვილო, მოკიდე ხელი მათიაშვილს და თან გაიყოლე - ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებთ ნაკრებისთვის
ქალის სიმართლე
06 დეკემბერი 2020 01:36
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული