საქართველოს ნაკრები ფიჯისთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
"რვა ერის" მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ედინბურგში "მარიფილდზე" ფიჯისთან 24:38 დამარცხდა.

მატჩი "ბორჯღალოსნებისთვის" შოკისმომგვრელად დაიწყო. თავსხმა წვიმაში სწრაფი მეტოქის მოძალებას ვერ გავუძელით და დებიუტშივე ლელო მივიღეთ, რომელიც ვერ გარდასახეს, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისეთივე სიტუაციაში ფიჯელებმა მეორე ლელო დაგვიდეს, გარდასახეს კიდეც და მე-6 წუთისათვის ანგარიში 0:12 გახდა. ხუთიოდე წუთში აბჟანდაძემ ჯარიმით სხვაობა ოდნავ კი შეამცირა, მაგრამ ამჯერად მეტოქემ ჩვენების დაცვა გაარღვია და მთელი 16 ქულით დაწინაურდა. ამ მომენტამდე გიგაშვილმა ტრავმა მიიღო და მელიქიძემ შეცვალა.

ტაიმის შუიდან "ბორჯღალოსნებმა" თამაში ასე თუ
ისე დაალაგა, ბურთსაც იოლად აღარ თმობდა, მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარზე "ჩაკეტა" და მელიქიძემ ლელო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა, სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა და აქედან მოყოლებული უპირატესობა, რომელიც უპირატესად შერკინების და კარგი დაზღვევების ხარჯზე მოვიპოვეთ, შესამჩნევი გახდა. შესვენებამდე დარჩენილი დრო მთლიანად ფიჯელთა ნახევარზე გავატარეთ, ერთხელ ლელოსთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ ვიხეირეთ და ტაიმი 19:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი ფიჯელებმა ორგანიზებულად დაიწყეს, შერკინებაც მოგვიგეს და ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მოგერიება შევძელით. თუმცა, არ დადგნენ და დამუშავებული კომბინაციებით დაძლიეს ქართველთა დაცვა და 55-ე და მე-60 წუთებზე ორჯერ დაგვალელოვეს, რითაც ანგარიში 31:10 გახადეს, რის შემდეგ სამ წუთში აუტიდან მოგებული ბურთით მშვენიერი გარღვევა ისევ ლელოთი დაასრულეს და სხვაობა 28 ქულამდე გაზარდეს. დამშვიდებულ ფიჯელებს საღინაძე დაუძვრა და ინდივიდუალური ლელოთი და გარდასახვით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში ჩვენმა მორაგბეებმა ხელები არ ჩამოყარეს და მამაპაპური მიეძალეთი საღინაძემ ბოლო წუთზე მეორე ლელო მიითვალა და მატჩიც დასრულდა.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტურნირზე ყველა მატჩი წააგო, თუმცა უძლიერეს გუნდებთან მიღებულმა კარგმა გამოცდილებამ შედეგი მომავალში უნდა მოიტანოს.

მკითხველის კომენტარები / 141 /
აქ - მოქიკეებს, რაგბი -ნ ა ღ დ ი ვაჟკაცური -ქართული სპორტია ... ,,ბევრს არ აინტერესებს და ამიტომ არ თამაშობენ,, კი არა- ვ ე რ თამაშობენ - სხვაგვარი ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე, ფიზიკური, ფსიქოლოგიური სიმტკიცე ჭირდება, ძლიერი ინდივიდუიალური ბუნებით, ძ ა ლ ი ა ნ მაღალი ინტელექტით ...რაგბს ძირითადად თამაშობენ - ელიტაში შედიან ბრიტანეთის ყოფილი კოლონიები და ბრიტანეთის მეზობელი საფრანგეთი- ბრიტანეთის გ ა ვ ლ ე ნ ი თ! ერთადერთი ვინც რაგბი განავითარა - ბრიტანეთის ზეგავლენების გარეშე-არის ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ქართველობა - გამოწვრთნობილი, ინდივიდუალიზმით მთელ მუსულმანურ სამყაროსათან საუკუნეებით გარშემორტყმული მარტო დაპირისპირების შედეგად, ანუ როგორც ფიზიკურად, ისე ინდივიდუიალურად (ქრისტიანული მწარმსით), მენტალურად ...თუმცა სამწუხაროდ ,,ვერცხლოყვარეობაც,, რომ განვითარდა (მტრებმა განავითარეს მიზანმიმართულად -ქართველი ერის გახლეჩა დაპირისპირებისათვის და ასე გატეხვისათვის) - ეს ქართველობის მძლავრი ენერგია, მენტალიტეტი - უეფექტო შეიქმნა და დღემდე ამიტომ ვცხოვრობთ ,,ერთ-უპერსპექტივო წრეზე,,... -რაგბის კიდევ უფრო განვითარება - ელიტის დონეზე აყვანისათვის -ს ა ჭ ი რ ო ა -ეროვნული ჩემპიონატების გამძლავრება, მისთვის ეკო-კის აღორძინება, ეკო-კის აღორძინებისათვის- ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარტება განმტკიცება, სახელმწიფოს განვითარება - განმტკიცებისათვის -უშიშროება-ჯარი უსაფრთხოების განმტკიცება + სტრა-ული ეკო-რი პროექტები პროგრესულ დასავლეთთან სტრატრგიული პარტნიორობით-თანამშრომლობით, ანუ, დღესაც შუა საუკუნეების რუსეთის გავლენებისაგან საბოლოოდ განთავისუფლებით... - მართლა რთული გასაგებია ?! - ხო, შეხსენებიათვის - სამწუხაროდ საქართველო, დღესდღეობით ( სენის -,,ვერცხლმოყვარეობა,,- სიბრიყვის გამო)- ევროზონის ყ ვ ე ლ ა ზ ე ღატაკი ქვე-ყანა ვართ, მიუხედავად ამისა ;რაგბში, კალათბურთში და წყალბურთში - ევროპის ფ ი ნ ა ლ უ რ ეტაპზე გავდივართ(?!), რაც შეეხება ფეხბურთს -აქ სანამ ცბიერ კარიერისტ, ფულის ხარბებს, მეწამლეებს (ნარკომანებს) ა რ მოვიშორებთ, ანუ ფულის მკეთებლებს - ა რ ა ფ ე რ ი შედეგი ა რ დადგება- არასოდეს. -მაგრამ მალე- სახელმწიფოსაც განვავითარებთ - განვამტკიცებთ და მთელ მსოფლიოში ერეთ-ერთი ყველაზე სპორტული , მ ძ ლ ა ვ რ ი ერის სახელი- მხოლოდ პროგრესზე ორიენტირებული სახელმწიფო გვექნება, ა ნუ რუსული სამყაროდან, მით სიღატაკე,უპერსპექტივობისაგან ... თავს დავიხსნით და...-ა რ არის ღთული გასაგები!
გლახუნა
06 დეკემბერი 2020 00:27
0
Nugamoaqveyneb adminnnn რამე დავწერე ან უზრდელური ან არა სამართლიანი???
..
05 დეკემბერი 2020 21:18
1
კოტტერი (50) 100:1 (0) მაისაშვილი
დიმა
05 დეკემბერი 2020 19:18
5
ar etyoboda am nakrebs kombinaciuri ganatleba,bevrad metis gaketeba gvmartebs shetevashi da shesabamisad dacvac ufro dalagdeba.maisashvili kargia magram am doneze racarunda samwuxaro iyos ufro magali klasis mwvrtneli gvchideba.
Sinsilo
05 დეკემბერი 2020 19:09
2
ჯანსაღი კრიტიკა მესმის, მაგრამ ახლა რა ვქნათ? - გავსრისოთ მათიაშვილი თუ რაგბის მინდვრებიც გადავხნათ?
ირაკლი
06 დეკემბერი 2020 00:21
1
მათიაშვილის გასრესას არავინ ითხოვს. და არც მინდვრების გადახვნას. ხალხი მოითხოვს მაისაშვილის გადადგომას, რაც საკამათო არაა. მაისაშვილის კაპრიზია ჩილაჩავასა და ჟვანიას არ გამოძახება, რამაც გამოიწვია შერკინების დაუძლურება. შერკინება ყველაფერი არაა მაგრამ ძლიერი შერკინება ბევრს ნიშნავს.
გიორგი
07 დეკემბერი 2020 18:51
0
Yochag bichebs martalia cavaget 4ive tamashi magram modit bichebs shromas Nu davukatgavt... Mec Mets movelodi da albat yvela chventagani magram droa sachiro da scori gadacyvetilebebis migeba....me razec yvelaze zaan gavbrazdi dges iyo gapuchebuli bochvebi, rato unda eqachebode am uzarmazar goliatebs zemodan da rato AR qondat davaleba pexshi shesvlis? Da tu es davaleba qondat rato ver sheasrules? Ese aris yvelaze elementaluri da ukve amas Roca ver egs tu gind 4 da 5 clis merec....
Matiashvili aris saertod 0 da AR unda atamashebdes amdens am bichs dabneuli darbis iqit aqet
Martali
06 დეკემბერი 2020 01:33
4
იტალიასთან და საფრანგეთთან არ გვექნება მატჩები? ანუ დავასრულეთ უკვე 8 ერის ტურნირი დღეს ფიჯისთან მატჩით?
გიორგი-ბათუმი 97
05 დეკემბერი 2020 18:36
10
შენ მაზოხისტი ხომ არა ხარ? ეხლა ამ გუნდით და მწვრთნელით საფრანგეთთან და იტალიასთან უნდა უყურო ჩვენ განადგურებას?
gia
05 დეკემბერი 2020 19:15
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული