საქართველოს ნაკრები ფიჯისთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
"რვა ერის" მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ედინბურგში "მარიფილდზე" ფიჯისთან 24:38 დამარცხდა.

მატჩი "ბორჯღალოსნებისთვის" შოკისმომგვრელად დაიწყო. თავსხმა წვიმაში სწრაფი მეტოქის მოძალებას ვერ გავუძელით და დებიუტშივე ლელო მივიღეთ, რომელიც ვერ გარდასახეს, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისეთივე სიტუაციაში ფიჯელებმა მეორე ლელო დაგვიდეს, გარდასახეს კიდეც და მე-6 წუთისათვის ანგარიში 0:12 გახდა. ხუთიოდე წუთში აბჟანდაძემ ჯარიმით სხვაობა ოდნავ კი შეამცირა, მაგრამ ამჯერად მეტოქემ ჩვენების დაცვა გაარღვია და მთელი 16 ქულით დაწინაურდა. ამ მომენტამდე გიგაშვილმა ტრავმა მიიღო და მელიქიძემ შეცვალა.

ტაიმის შუიდან "ბორჯღალოსნებმა" თამაში ასე თუ
ისე დაალაგა, ბურთსაც იოლად აღარ თმობდა, მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარზე "ჩაკეტა" და მელიქიძემ ლელო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა, სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა და აქედან მოყოლებული უპირატესობა, რომელიც უპირატესად შერკინების და კარგი დაზღვევების ხარჯზე მოვიპოვეთ, შესამჩნევი გახდა. შესვენებამდე დარჩენილი დრო მთლიანად ფიჯელთა ნახევარზე გავატარეთ, ერთხელ ლელოსთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ ვიხეირეთ და ტაიმი 19:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი ფიჯელებმა ორგანიზებულად დაიწყეს, შერკინებაც მოგვიგეს და ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მოგერიება შევძელით. თუმცა, არ დადგნენ და დამუშავებული კომბინაციებით დაძლიეს ქართველთა დაცვა და 55-ე და მე-60 წუთებზე ორჯერ დაგვალელოვეს, რითაც ანგარიში 31:10 გახადეს, რის შემდეგ სამ წუთში აუტიდან მოგებული ბურთით მშვენიერი გარღვევა ისევ ლელოთი დაასრულეს და სხვაობა 28 ქულამდე გაზარდეს. დამშვიდებულ ფიჯელებს საღინაძე დაუძვრა და ინდივიდუალური ლელოთი და გარდასახვით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში ჩვენმა მორაგბეებმა ხელები არ ჩამოყარეს და მამაპაპური მიეძალეთი საღინაძემ ბოლო წუთზე მეორე ლელო მიითვალა და მატჩიც დასრულდა.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტურნირზე ყველა მატჩი წააგო, თუმცა უძლიერეს გუნდებთან მიღებულმა კარგმა გამოცდილებამ შედეგი მომავალში უნდა მოიტანოს.

მკითხველის კომენტარები / 141 /
რაგბიში გათვიცნობიერებული ადამიანი ფიჯისთან დღეს ჩვენს მოგებას არ ელოდა და ეს ბუნებივიცაა.ნაკრებში თაობათა ცვლა მიდის, ეს შემოდგომის ერთა თასიც ძალიან დიდი გაკვეთილი იყო ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ მომავალში ძალიან დიდ შედეგს მოიტანს. მთავარია ასეთ გუნდებთან ხშირი სპარინგი, ჩვენი მოთამაშეების ინტეგრირება ძლიერ კლუბებში და შედეგიც არ დააყოვნებს. ასე უცბად სათამაშო დონის ამაღლება თუნდაც მწვრთნელის შეცვლის შემთხვევაში შეუძლებელია, უბრალოდ ძალიან ცუდია, როცა ამ ბობოლების შემდეგ უკაცრავად და ისევ საბანძეთში დავბრუნდებით. ვეთანხმები მოსაზრებებს კონკრეტულ შეცდომებზე და იმასაც, რომ ბლომად სამუშაოა ნაკრებში, მაგრამ ლანძღვით და გაუაზრებელი კრიტიკით გულს ვატკენთ მოთმაშეებსაც და ერთმანეთსაც. რაგბის აქტიური გულშემატკივარი ვარ დიდი ხანია და კარგად მახსოვს როგორ წავაგეთ ჰოლანდიასთან 50-0, როგორ გვიჭირდა თამაში ესპანეთთან და პორტუგალიასთან, რომლებსაც დღეს სათვალავში არ ვაგდებთ. იმედია, ჩემს მოსაზრებას რიგით სადღეგრძელოში არავინ ჩამითვლის და დღევანდელი მარცხით უიმედობას არ მიეცემა.
:))))
05 დეკემბერი 2020 20:53
11
სამწვრთნელო სტაფიო რომ ამბობ, ეგ აამაღლებს სათამაშო დონეს? სულ რომ ედი ჯონსი მოვიყვანოთ ტაბუცაძეს რადრადრად გადააქცევს და მათიაშვილს მურიმურივალუდ? კარგია ძლიერი სპეციალისტი, მაგრამ ჩემი აზრით, მთვარია ან ფრენჩაიზი გაკეთდეს, ან მაღალი დონის ჩემპიონატებში ითამაშონ, სხვანაირად ისევ დიდი ათის და რუსეთის ჩემპიონატის დონეზე ვიქნებით.
:))))
05 დეკემბერი 2020 23:15
1
მორაგბეებს არავინ აკრიტიკებს, თავი არავინ დაზოგა მათიაშვილის გარდა. გულშემატკივრები ვხედავთ ცხადს, რომ მაისაშვილი არ არის ამ დონის რაგბისთვის შესაფერისი. ეს ალბათ თავადაც კარგად იცის.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 22:08
1
ყველა გამოხმაურება
საერთო ჯამში ბიჭები იმსახურებენ შექებას გადახედეთ წარსულ წლებში იტალია რა ანგარიშებით ნადგურდებოდა ყველა ამ გუნდებთან . რაც შეეხება დღევანდელ თამაშს დასვენებულ ფიჯისგან არც გამკვირვებია მოგება ოღონდ ერთი დასანანია ის თავსხმა წვიმა გაგრელებულიყო დარწმუნებული ვარ მოვიგებდით ფიჯის მაგრად ეტყობოდა არეულობა ნუ მარა რაც არი არი მთავარია მომავალ წელსაც მოგვეცეს შანსი თორემ ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება.
zurabi
05 დეკემბერი 2020 20:50
10
ოცნებას რეალობად აღიქვამ, სხვა დავინახე, შეუთამაშებელმა და ვირუს გადატანილმა ფიჯიმ გადაგვიარა, და რომ დაჭირვებოდა კიდევ დაგვიდებდა ლელოებს, სხვაობა ყველა რგოლში დიდია, ამ ტემპით კი ვერ დავეწევით
გუსანი
05 დეკემბერი 2020 21:45
2
ფიზიკურად დავმარცხით, თაობათა ცვლა გვაქვს- ახალგაზრდები არიან და ამ თამაშებით კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ საჭიროა ძლიერი ფიზიკური მომზადება - საკუთარ თავთან შრომა ... აქ - 4 ძალიან მძიმე შეცდომით მივიღეთ ლელო -თოდუა,გიოგაძის, მათიაშვილის, ნინიაშვლის ( მართლა პერსპექტიულია, აგრესიული,მაგრამ ფიზიკა ჭირდება) და კიდევ ერთხელ დავინახეთ - მათიაშვილი არის ს უ ს ტ ი -15 ნომერი, 15 ნომერი ერთ -ერთი ძირითადი ფუნქციის მოთამაშე არის, გარდა სისწრაფის, უკანა ხაზის მაკონტროლებელი და ფაქტიურად სიღრმიდან შეტევის ორგანიზატორი -უ ნ დ ა იყოს ფ ი ზ ი კ უ რ ა დ ძალიან ძლიერი - დაცვისAთვის, მოწინააღმდეგის ბ ო ლ ო ბარიერი -ა რ უნდა იყოს ფიზიკურად სუსტი და სიმაღლეში 1.88-90-ზე ნაკლები-ეს კარგად ჩანს ელიტის ნაკრებებთან შეხვედრებში -მატიაშვილმა ვ ე რ ც ე რ თ ი შემტევი ბ ე რ შეაჩერა, პირიქით - ყველაზე სუსტი ბარიერი ხვდება ბოლო ფაზაში ჩვენს მოწინააღმდეგებს -და ეს დაუშვებელია- დიდი შეცდომაა, ასევე სწრაფი და კარგია ტაბუცაძე შეტევაში, მაგრამ ს უ ს ტ ი დაცვაში - ამასზე ყურადღებაა გასამახვილებელი... მოკლედ -15 ნომერი მ ო ს ა ძ ე ბ ნ ი გვყავს (!) -და კიდევ - ჯარიმები -ა რ უნდა გათამშდეს ემოციებით , რაც აფრასიძემ და მერე მე-3-ე ხაზელმა გააკეთა, აქედან გავუშვით -1 ლელო მაინც, მოკლედ პერსპექტივები სერიოზული არსებობს ( ფიჯის მომავალი თაობა - თაობათა ცვლის დროს- ეს ბიჭები უკვე საკმაოდ გამობრძნედილი იქნება და მარტივად დავამარცხებთ) - ძ ა ლ ი ა ნ გვჭირდება ასეთი თამაშები და ეს 8 ერი რომ ყოველ წელს ჩატარდეს - მინიმუმ 2-3 წელიწადში მოგებებს დავიწყებთ!-წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი ქართულ რაგბს!
გლახუნა
05 დეკემბერი 2020 20:19
4
გეთანხმები, მაგრამ მარტო ეგ სისუსტეები დაინახე? აკლიად ბიჭებს როგორც ფიზიკა ასევე საკლასო ტაქტიკური ცოდნა, მაგრამ სამუშაოდ კარგი კონტიგენტია მხოლო უცხოელი( ა/ზლანდიელს ვისურვებდი) პროფ. სამწვრთნელო სტაფისთვის.
გუსანი
05 დეკემბერი 2020 21:50
4
ქართული რაგბის სირცხვილს ქვია სოსო მათიაშვილი და ამ სირცხვილის “გამპრავებელს” კი მევრთნელი ვინც მას ათამაშებს.. ისე კი ყველაფერი წინ არის.. სოფელი ერთ დღეში არ შენდება.. წარმატებები გუნდს
ეჰჰ
05 დეკემბერი 2020 20:11
10
ცენზორი და რედაქტორი შენ იქნები?
ზუკას
05 დეკემბერი 2020 23:58
0
Ეგ "სირცხვილი" რომ არა კვესელაძის ლელო არ შედგებოდა, პასიც მისცა ლელომდე მიყვა და ლელოსთან მბოჭავიც მაგან ჩამოაცილა.

Დასაბლოკია ასეთი "შემარცხვენელი" პოსტები. Ჩვენიანია ბოლო ბოლი და თუ ვერ გაქაჩა თავიც არ დაუზოგავს მგონი.
Ლუკა
05 დეკემბერი 2020 21:47
7
მართალია "გიო", უცხოეთში მოთამაშე ჩვენი ბიჭების 5–10% თუ თამაშობს პირველ ნომრად უმაღლეს გუნდებში, უმეტესობა მეორე და მესამე ნომრები არიან ანაც დაბალ ლიგებში თამაშობენ. საქართველოს ჩემპიონატში კი ბევრი კარგი რაგბისტი ვერ გაიზრდება, იმიომ რომ დონე დაბალია ისევ უფულობის გამო, რასაც ინფრასტრუქტურის სიმწირე, მწვრთნელების განათლების დონე, სამედიცინო და ასე შემდეგ პრობლემები მოყვება.... ზოგიერთ რაგბისტს 200–300 ლარი აქვს ხელფასი საერთოდ, ასე რომ..
თუმცა მაინც მოდის იმედის მომცემი ახალი თაობა, ვფიქრობ 3–4 წელიწადში უკეთესი გუნდი გვეყოლება..
zviads
05 დეკემბერი 2020 20:07
2
ამ 8 ერში რომ მოვხდვით (რა თქმა უნდა იაპონიის უარის შემდეგ) ეს არის პირადად მაისაშვილის დამსახურება, მაგან ითხოვა გახარიასთვის მიეწოდებინათ თხოვნა რომ პირადად დაერეკა ბილ ბომონტთან ან ვისთანაც საჭირო იყო და ეგრეც მოხდა თუ გახსოვთ.. მიუხედავად არასასიამოვნო წაგებებისა მივიღეთ ფასდაუდებელი გამოცდილება, რაც ისევ ვიმეორედ ლევან მაისაშვილის დამსახურებაცაა.. რაც შეეხება მათიაშვილს, არ ყავს სხვა კანდიდატურა სამწუხაროდ, თორემ მერწმუნეთ თვითონ უკეთ იცის ვინ რას წარმოადგენს..
zviads
05 დეკემბერი 2020 20:00
30
მათიაშვილი გინდ გყოლია, გინდ არა. ნინიაშვილი კი მშვენიერი მორაგბეა. ხმალაძეც სჯობს ამ მოცეკვავე მათიაშვილს.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 21:49
1
ჰოდა, გახარია დავნიშნოთ ნაკრების მთავარ მწვრთელად, მაისაშილი გადავიყვანოთ მის ასისტენტად, მათიაშვილი აჯობებს შერკინებაში, ბურჯად ფდა ა.შ.
mirosan
05 დეკემბერი 2020 21:39
2
ყველა გამოხმაურება
ნიᲟარაᲫე დააბრუნეᲗ პრეზიდენტაᲗ და მაისაᲨვილი არ არის სანაკრებო დონის პრეზიდენტი!!! რაგბის მტრებო !!!
ზურა
05 დეკემბერი 2020 19:59
14
მაისაშვილი პრეზიდენტი? ზურა, შენც პრეზიდენტი, თუ ნაპოლეონი? :))))
Dato
05 დეკემბერი 2020 20:28
2
კომენტარების დროს ცოტა დაფიქრდით საიდან ამხელა ამბიცია რომ ამ ახალგაზრდულმა მშენებარე ნაკრებმა ფიჯის მოუგოს, მოვა მაგის დროც მოთმინებაა საჭირო.ბიჭებმა ბოლომდე იომეს.
მამუკა
05 დეკემბერი 2020 19:58
20
ბუნებრივია მოგების სურვილი, მაგრამ არც მარცხია უბედურება. აქ ხალხი მწვრთნელის შეცდომებზე საუბრობს, რამაც გამოიწვია თამაშის არც თუ ისე მაღალი ხარისხი.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 22:48
1
ახლა რაგბის ოდნავ მცოდნე კაცი მაისაშვილს როგორ გალანძღავს?! ვაა...??
aburjga
05 დეკემბერი 2020 19:54
7
იმას კი ჯობია 45-10 რო გაგვაკატავეს მარა ხელით თამაში ვერ ვისწავლეთ და მოთამაშეების უმრავლესობას სწრაფი გადადგილება უჭირს ისინი კიდე დაფრინავდენ მოედანზე.არაფერია თაობათა ცვლა უნდა მოხდეს და ისინი ამათზე კარგადაც თამაშობენ ხელით.ფიჯი კიდე იტალიასაც ჯობია და ჩვენც.
zaza
05 დეკემბერი 2020 19:44
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული