საქართველოს ნაკრები ფიჯისთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
"რვა ერის" მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ედინბურგში "მარიფილდზე" ფიჯისთან 24:38 დამარცხდა.

მატჩი "ბორჯღალოსნებისთვის" შოკისმომგვრელად დაიწყო. თავსხმა წვიმაში სწრაფი მეტოქის მოძალებას ვერ გავუძელით და დებიუტშივე ლელო მივიღეთ, რომელიც ვერ გარდასახეს, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისეთივე სიტუაციაში ფიჯელებმა მეორე ლელო დაგვიდეს, გარდასახეს კიდეც და მე-6 წუთისათვის ანგარიში 0:12 გახდა. ხუთიოდე წუთში აბჟანდაძემ ჯარიმით სხვაობა ოდნავ კი შეამცირა, მაგრამ ამჯერად მეტოქემ ჩვენების დაცვა გაარღვია და მთელი 16 ქულით დაწინაურდა. ამ მომენტამდე გიგაშვილმა ტრავმა მიიღო და მელიქიძემ შეცვალა.

ტაიმის შუიდან "ბორჯღალოსნებმა" თამაში ასე თუ
ისე დაალაგა, ბურთსაც იოლად აღარ თმობდა, მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარზე "ჩაკეტა" და მელიქიძემ ლელო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა, სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა და აქედან მოყოლებული უპირატესობა, რომელიც უპირატესად შერკინების და კარგი დაზღვევების ხარჯზე მოვიპოვეთ, შესამჩნევი გახდა. შესვენებამდე დარჩენილი დრო მთლიანად ფიჯელთა ნახევარზე გავატარეთ, ერთხელ ლელოსთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ ვიხეირეთ და ტაიმი 19:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი ფიჯელებმა ორგანიზებულად დაიწყეს, შერკინებაც მოგვიგეს და ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მოგერიება შევძელით. თუმცა, არ დადგნენ და დამუშავებული კომბინაციებით დაძლიეს ქართველთა დაცვა და 55-ე და მე-60 წუთებზე ორჯერ დაგვალელოვეს, რითაც ანგარიში 31:10 გახადეს, რის შემდეგ სამ წუთში აუტიდან მოგებული ბურთით მშვენიერი გარღვევა ისევ ლელოთი დაასრულეს და სხვაობა 28 ქულამდე გაზარდეს. დამშვიდებულ ფიჯელებს საღინაძე დაუძვრა და ინდივიდუალური ლელოთი და გარდასახვით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში ჩვენმა მორაგბეებმა ხელები არ ჩამოყარეს და მამაპაპური მიეძალეთი საღინაძემ ბოლო წუთზე მეორე ლელო მიითვალა და მატჩიც დასრულდა.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტურნირზე ყველა მატჩი წააგო, თუმცა უძლიერეს გუნდებთან მიღებულმა კარგმა გამოცდილებამ შედეგი მომავალში უნდა მოიტანოს.

მკითხველის კომენტარები / 141 /
ძალიან კარგი ტურნირი და თამაშები გამოვიდა. ჩვენი ნაკრები მომავლის გუნდია, თაობათა ცვლა ესესაა დამთავრდა. 22-24 წლისაა ძირითადი ბირთვი და დიდი რაგბისთვის ჯერ კიდევ ჭყინტები არიან, ძვალი 25 წლამდე იზრდწბა და კუნთები მერე იწყებს გარკინებას თუმცა ასეთ თამაშბში ჟეჟვა და ჩეჩქვა აუცილებლად გამოგვაწრთობს. ახლა, პირველი რაც გბჭირდება, სასწრაფოდ კვალიფიციური მწვრთნელია მისაძებნი და ნახავთ მსოფლიო თასის შემდეგ რა გუნდი გვყავდეს. ეს ის თაობაა რაც დიდ სიმაღლეზე აიყვანს ქართულ რაგბის და დაიწყებს ტიერ 1 გუნდების დამარცხებას.
Irakli Apkhaidze
05 დეკემბერი 2020 19:41
3
ილუზიები ჰქონდა ზოგს და მოგებას იმედოვნებდნენ რადგან ბევრს რაგბი არ აქვს ნათამაშები და ფილოსოფოსებენ. ეს იმის შედეგია რომ არასწორად ვითარდება რაგბი საქართველოში. ფიჯის მოთამაშეებს შეხედეთ ჯერ და მატ ბურთის ფლობას, სისწრაფეს, მოქნილობას, რაქში მუშაობას... ეს ყველაფერი მოდის პატარაობიდა შვიდკაცის თამაშით. რაქს რომ 2 კაცი დაგიყენებს და მოგიგებს, დაშენსაც ერთი სწორად ჩასვილთ ჯარიმას მიგაღებინებს ეს ყველაფერი შვიკაციდან მოდის, ბურთის დიდ სისწრაფეზე მოძრაობა, უკანა ხაზიოს სწორად გადალაგება, "ოფლოუდები" მორკინალების თუ ხაზი მოთამაშეების... ყველაფერი შვიდკაციდან. ბავშვებს ყველა შვიდკაციდან აწებიებს კუნძულებზე თუ სვა ქვეყნებშიც და აქედან მოდის ყველაფერი რომ მორკინალებიც უკანა ხაზელებივით ირჯებიან და უკანა ხაზელებიც მორკინლენბივით როცა საჭიროა. ჩვენთან სამწუხაროთ ყველაფერი უკუღმა კეთდება პოლიტიკიდან დაწყებული და მათი სპორტში ჩარევით... მოკლე ეს ბიჭები მეცოდება, ითამაშეს სცადეს, მაგრამ თავს ზემოთ ვერ გადახტდნენ ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, ასევე პირველი ხაზის ძველი პლეადა გასაშვებია, ნაკრებში კეპების მოსახვეჭად არავინ არ უნდა თამაშობდეს. მათიაშვილი გაუშვით სათხილამუროდ თუ შეიძლება და მოაშორეთ ნაკრებს
niko
05 დეკემბერი 2020 19:40
1
ზუსტად მარტო გიგაშვილი და მელიქიძე არიან დასატოვებელი, ნარიაშვილი, მამუკელაშვილ, ბრეგვაძე გასაშვები, აურიდან სწორად ბურთას რომ ვერ შეაგდებ როდესაც 20 წელია იმ პოზიციაძე თამაშობ სანაკრებო მასალა არ ხარ. თანაც ძალიან მჩარტეები არიან. შეხედე ყველა გუნდის პირველ ხაზელებს ამ ტურნირზე და შეადარე. მაგიტომ ვერ დგას შერკინება სწორედ და ვერც აწვება ძველებურად, კარკაძე რატომ არ წაიყვანა, ჟვანია მოიძულეს...საკამათო არ არის არეფეი. მათიაშვილი ბოჭვის აზრზე არ არის და არ რაგბი არ არის სლალომი
niko
05 დეკემბერი 2020 21:18
2
ნამდვილად მქონდა,გამარჯვების იმედი.ფიჯის 29 კაცი იყო დაავადებული და ვერ ვარჯიშობდა.იმედი მქონდა,რომ ვერც ფიზიკურ ფორმაში და ვერც შეთამაშებაში ვერ გამოგვყვებოდნენ,მაგრამ პირიქით აღმოჩნდა.ჩვენ უკანა ხაზელებს,ალბათ დაბალი ბოჭვები უნდა ეცადათ,რადგან ცხადი იყო რომ ორჯერ მათზე დიდი ფიჯელი უკანახაზელების შეჩერება,გაუჭირდებოდათ.მაინც ორი კაცი მიდიოდა ბოჭვაზე და ერთი დაბლა და ერთიც მაღლა უნდა მისულიყო.რა თქმა უნდა ძნელია,მაგრამ ასე უშანსოდ არ ვიქნებოდით.ერთიც მგონია,რომ ჩვენ ყველა თამაშში,საბრძოლველად,მაგრამ ფსიქოლოგიურად უკვე დამარცხებულები გამოვდიოდით.დაწყება,ჩვენი პირველი შეხება თამაშში,ყოველ მატჩში,არაზუსტი იყო და სათავეს უდებდა ჩვენ მხარეს სალელოვე შეტევას.სიმშვიდე და თავისი თავის რწმენა არ ჰქონდათ ბიჭებს.ამ დროს სჭირდება გუნდს ლიდერი,მაგრამ ასეთი აღიარებული ლიდერი,მთელ გუნდს რომ გაიყოლიებს და ისიც გაჰყვება,ჯერჯერობით არა გვყავს.იმედია გამოჩნდება.აქტიურ თამაშს,ჩვენ მხოლოდ შუა ტაიმიდან ვიწყებდით,მანამდე კი უკვე წაგებული გვქონდა ხოლმე, თამაში.კიდევ ერთი,სულო ცოდვილო და,მგონია,რომ მათიაშვილს ძალისმიერი კონტაქტებისა,ეშინია.რა თქმა უნდა ძალიან მსუბუქია და მძიმე მეტოქეები,ადვილად ერევიან,მაგრამ არც აფრასიძეა მძიმე წონოსანი და არც აბჟანდაძე.თანაც რამდენიმე წლის წინ,არავის ერიდებოდა.ბოლო წლებში ემჩნევა ეს მორიდება,ვეღარც შეტევაში ვარგობს და ვეღარც დაცვაში.7 კაცაზე გეთანხმები,14-15 წლამდე,ბავშვებმა, ალბათ მხოლოდ 7 კაცა უნდა ითამაშონ და მერეღა დაიწყონ სპეციალიზაცია.ხელით თამაშს ხომ ისწავლიან,სწრაფი აზროვნებაც,სისწრაფეც,რაღაც დონეზე მაინც ჩამოუყალიბდებათ და შერკინებას თუ 15 კაცას თამაშს,მერეც ისწავლიან.ამ შემთხვევაში სწრაფი ბიჭები,უფრო მეტი შემორჩებიან რაგბის,ჯანიანი ბიჭებიც ისწავლიან სწრაფ თამაშს და სხვა სახეობებში არ გადავლენ,ბედის საცდელად.თან 7 კაცა რაგბი ხომ ოლიმპიური სახეობა გახდა და ესეც შანსია,მათთვის.ფიჯი,ზოგადად რა თქმა უნდა ჩვენზე უფრო განვითარებულია,ყველა ბავშვობიდან თამაშობს რაგბის,მაგრამ ამ კონკრეტულ თამაშში,მაინც ჩვენ გამარჯვებას ვიმედოვნებდი.
სოსო
05 დეკემბერი 2020 21:09
2
ყველა გამოხმაურება
ჩემი პირადი აზრია რომ იაპონიის არმონაწილეობის გამო შემთხვევით მიღებული შანსი ვერ გამოვიეყენეთ! შეიძლება მოსამზადებლად დროც ცოტა იყო, მაგრამ ჩვენს არასწორად სტრუქტურიზებულ თამაშს ვერ გამოასწორებდა თუნდაც სამ თვიანი მოსამზადებელი პერიოდიც კი (ამის კარგი მაგალითია წინა მსოფლიოზე გამოსვლა)! სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ რომ დღეისათვის ჩვენს ნაკრებს სხვებისგან გამორჩეული ძლიერი მხარე აღარ გააჩნია! დღეს ჩვენ ვაკეთებთ თითქმის ყვეკაფერს, მაგრამ საშუალო დონეზე. ეს პრობლემა დღევანდელი არაა, სამწუხაროდ ჰეიგის დროიდან მოდის. 2015 წლის შემდეგ აგერ უკვე 5 წელია ამ ასე ვთქვათ გარდამავალ ფაზაში ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენი თამაშით იმდენად დაუბალანსებელი გუნდის შთაბეჭდილებას ვტოვებთ რომ აშკარაა დიდი ცვლილებების დაწყების!!! პირველ რიგში ფედერაციაში უნდა მოვიდნენ თამამედროვე რაგბის მცოდნე ადამიანები, რომლებმაც უნდა წარმოადგუნონ რაგბის განვითარების გეგმა და მიყვენ მის შესრულებას! მორჩეს რა ეს კლანობანას თამაში, იმისიანი და ამისიანი ღყპავს საქმეს. ვისაც ჩვენი რაგბის წინსვლა გინდათ დასხედით ყველა ერთად და იმსჯელეთ! დაასრულეთ ერთმანეთის ჭამა და საქმეს მიხედეთ, თორემ ჩვენი ფეხბურთის ბედს გაიზიარებს ამდენი წლის ნალოლიავები რაგბი!!!თანამედროვე რაგბის მცოდნე და მოთამაშე კარგი ახალი თაობა მოვიდა ჩვენს რაგბში და მიეცით გასაქანი!!! წარმატებები ქართულ რაგბს!
პაატა
05 დეკემბერი 2020 19:36
3
შარიქაძემ გასაცემი პასი გასცეს ხოლმე რა, ვთხოვ.
ვვვ
05 დეკემბერი 2020 19:32
1
ვერ ვხსნი რატომ გააფუჭეს ამდენი ინდივიდუალური ბოჭვა და რატომ არ ვცდილობდით აგრესიულ დაცვას,შესაძლოა გადაღლილობა ზუსტად ამაში გამოჩნდა ყველაზე მეტად.დიდი ენერგია წაიღო არა უბრალოდ იმან რომ 4 შეხვედრა ვითამაშეთ,არამედ თუ როგორ ვითამაშეთ,უდიდეს წნეხში და დაცვაში ძირითადად რამაც გამოფიტა გუნდი უბრალოდ.ფაქტიურად ამან წაგვაგებინა თამაში.ასევე გუნდი აშკარად ვერ უღებს ალღოს ასე ვთქვათ "არატრადიციულ" ბარბაროსულ რაგბის,როგორსაც ფიჯი თამაშობს და არ აქვთ სიმწყობრე არც შეტევაში და არც დაცვაში და დისციპლინა მათთვის უცხო ხილია,მიუხედავად იმისა,რომ უმაღლესი კლასის უკანა ხაზი ყავთ,ფიზიკურად გამორჩეული და მართლა ფენომენალური ინდივიდუალურად. ამას რომ ალღო აუღო შენ თავად უნდა გქონდეს უკვე ჩამოყალიბებული სათამაშო სისტემა და ფილოსოფია,რაც ჯერჯერობით არ გვაქვს. 14 ქულიანი სხვაობა ამ გუნდთან არავითარი ტრაგედია არ არის თუკი ზოგადად თამაშში არის პოზიტიური მომენტები და ასეთები ნამდვილად იყო და განსაკუთრებით შეტევით პოტენციალში.3 ლელო ამაზე მეტყველებს,ინდივიდუალურიც და გუნდურიც და 1-2 კიდევ შეგვეძლო დაგვედო. სტატიკაში ცუდად არ გვითამაშია,დერეფანში მოსალოდნელიც იყო რომ ვაჯობებდით,შერკინებას უფრო თანაბარი ეთქმის ჩვენი ძალიან მცირე უპირატესობით. ასევე რამდენიმე ახალგზარდამ შესანიშნავად წარმოაჩინა თავი.სხვათაშორის ყველა მაისაშვილის ხელშია გავლილი 20 წლამდელებში და ძალიან უადგილოა ხომ არ არის თქვენი მხრიდან ამ კაცზე ქილიკი.რა გუნდი ყავდა ხომ არ დაგავიწყდათ?? მის შეცდომად ვთლი რომ ნინიაშვილს ბევრად მეტი დრო არ მისცა,კიარადა ჩემი აზრით ძირითად ფულბეკად უნდა დაეყენებინა კიდეც,უდიდეს გამოცდილებას მიიღებდა და ნიჭიერი რომ არის უდაოდ იმ ძალიან მცირე დროშიც დაამტკიცა.
ალექს
05 დეკემბერი 2020 19:27
4
Ძალიან დაგვწყვიტა გული ასეთმა მარცხმა, მაგრამ მგონია არ არის საჭირო ზედმეტად დრამატიზირება, ფიჯი მაღალი დონის გუნდია და ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება მასთან თამაში, შეცდომები იყო და მათიაშვილის საუკეთესო თამაშიც არ იყო, მაგრამ მარტო ეს არ არის მარცხის მიზეზი. Წინსვლა უნდა განვაგრძოთ, ახლა ასე ვართ, ხვალ უკეთესად ვიქნებით, შრომით და იმედით!
Irakli
05 დეკემბერი 2020 19:26
2
უცხოელი მწვრთნელი მოიყვანეთ და თანაც სასწრაფოდ!
Degraf
05 დეკემბერი 2020 19:23
6
Ეს ნაკრები ახლოსაც არაა ჩვენს 2015 წლის ნაკრებთან! Იმათი ყურება ერთი სიამოვნება იყო, ამათ ყურება კი ნამდვილად ტანჯვაა.. Ძალიან დიდი სხვაობაა! Ბევრი ითქვა მიზეზებზე, ამის ბრალი, იმის ბრალი, მაგრამ ფაქტია რომ დიდი რეგრესია და უკან მივდივართ, ერთ გადაცემაში ლელა კაკულიამ თქვა: ვხედავ საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდებაო.. Რა საინტერესოა რომელ საუკუნენეში მოხდება ეს?! Ბობოლა გუნდებთან მოგება მანახეთ ოღონდ და მსოფლიო ჩემპიონობას ვინ ჩივის.. Მე ეხლა მიხარია სპორტი, ეხლა მინდა ვიხილო წარმატებები საქართველოს სპორტში სხვადასხვა სახეობებში, თორემ ოდესმე ამერიკას ქალი პრეზიდენტი ეყოლება, მანქანები იფრენენ ცაში, ოკეანის სიღრმესაც გამოიკვლევენ და მარსზეც დასახლდება კაცობრიობა, ოდესმე..
ლაშა
05 დეკემბერი 2020 19:22
4
კომპიუტერულ თამაშში,ალბათ.
სოსო
05 დეკემბერი 2020 20:37
1
ვინ გაუშვეს და ვინ მოათრიეს...წადი მაისაშვილი წადიიი...რა სასჯელივით მოგვევლინე ვინ ხარ კაცო შენ...წადი წადი...
მართა ლი
05 დეკემბერი 2020 19:20
15
მატჩის 65 წუთიდან ფიჯელებმა რომ მიხვდნენ თამაში მოგებულია გვაქსო უცბად მოეშვნენ,საქართველოს ნაკრებმა ამით ისრგებლა...ერთი ეს გამაგებინა ამ ფიჯის ნაკრებს ჩვენ როგორ მოვუგეთ? ან კიდე ტონგასა და სამოას ნაკრებებს ვუგებთ რო.
....
05 დეკემბერი 2020 19:20
0
ასეთისთის არ მოგვიგია. მეორე შემადგენლობით იყო. ეს ფიჯი ამ ტურნირზე ინგლისის გარდა ყევლას მოუგებდა
zuka
06 დეკემბერი 2020 00:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული