საქართველოს ნაკრები ფიჯისთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
"რვა ერის" მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ედინბურგში "მარიფილდზე" ფიჯისთან 24:38 დამარცხდა.

მატჩი "ბორჯღალოსნებისთვის" შოკისმომგვრელად დაიწყო. თავსხმა წვიმაში სწრაფი მეტოქის მოძალებას ვერ გავუძელით და დებიუტშივე ლელო მივიღეთ, რომელიც ვერ გარდასახეს, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისეთივე სიტუაციაში ფიჯელებმა მეორე ლელო დაგვიდეს, გარდასახეს კიდეც და მე-6 წუთისათვის ანგარიში 0:12 გახდა. ხუთიოდე წუთში აბჟანდაძემ ჯარიმით სხვაობა ოდნავ კი შეამცირა, მაგრამ ამჯერად მეტოქემ ჩვენების დაცვა გაარღვია და მთელი 16 ქულით დაწინაურდა. ამ მომენტამდე გიგაშვილმა ტრავმა მიიღო და მელიქიძემ შეცვალა.

ტაიმის შუიდან "ბორჯღალოსნებმა" თამაში ასე თუ
ისე დაალაგა, ბურთსაც იოლად აღარ თმობდა, მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარზე "ჩაკეტა" და მელიქიძემ ლელო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა, სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა და აქედან მოყოლებული უპირატესობა, რომელიც უპირატესად შერკინების და კარგი დაზღვევების ხარჯზე მოვიპოვეთ, შესამჩნევი გახდა. შესვენებამდე დარჩენილი დრო მთლიანად ფიჯელთა ნახევარზე გავატარეთ, ერთხელ ლელოსთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ ვიხეირეთ და ტაიმი 19:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი ფიჯელებმა ორგანიზებულად დაიწყეს, შერკინებაც მოგვიგეს და ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მოგერიება შევძელით. თუმცა, არ დადგნენ და დამუშავებული კომბინაციებით დაძლიეს ქართველთა დაცვა და 55-ე და მე-60 წუთებზე ორჯერ დაგვალელოვეს, რითაც ანგარიში 31:10 გახადეს, რის შემდეგ სამ წუთში აუტიდან მოგებული ბურთით მშვენიერი გარღვევა ისევ ლელოთი დაასრულეს და სხვაობა 28 ქულამდე გაზარდეს. დამშვიდებულ ფიჯელებს საღინაძე დაუძვრა და ინდივიდუალური ლელოთი და გარდასახვით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში ჩვენმა მორაგბეებმა ხელები არ ჩამოყარეს და მამაპაპური მიეძალეთი საღინაძემ ბოლო წუთზე მეორე ლელო მიითვალა და მატჩიც დასრულდა.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტურნირზე ყველა მატჩი წააგო, თუმცა უძლიერეს გუნდებთან მიღებულმა კარგმა გამოცდილებამ შედეგი მომავალში უნდა მოიტანოს.

მკითხველის კომენტარები / 141 /
საჩქაროდ უცხოელი ქოაჩია მოსაწ...!!! ახალზელანდიელ მილტონ ჰეიგზე არანაკლები, მსოფლიოს მოწინავეთა,პირველ ათეულის ნაკრებთა დონისა, ახალზელანდიელი ან ავსტრალიელი,ქურციკების მწვრთნელები გადაგვისხვაფერებენ ჯერ კიდევ არდაკარგულ თამაშის სტილს,სამხრეთ აფრიკულ თამაშის ათვისებას კი ,წლები დასჭირდება....თუმცა შესაძლოა ჰეიგის მიერ ნაღვაწი,უკვე ქარს გავატანეთ...ფრანგულ- ზელანდიურ-ქართველთა ყაიდაზე გადმოტანილი თამაშის სტილი დავკარგეთ უკვე? ალბათ....
ედინბურგიდან
05 დეკემბერი 2020 18:20
1
რა შეიძლება ითქვას: ასეთი შანსი მოგვეცა და ასეთი მწვრთნელით წახვიდე, უბრალოდ უპასუხისმგებლობაა თუ დანაშაული არა?!ბიჭებს აშკარად შეუძლიათ ამ დონეზე თამაში, მაგრამ ამ დონეზე თანაბრად რომ ითამაშო აუცილებელია ამ დონის მთავარი მწვრთნელი! იმედია ვინც იღებს გადაწყვეტილებას, დროულად მოძებნიან შესაბამისი დონის მწვრთნელს,არ დაგავიწყდეთ რომ უკვე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი იწყება...ისე ნუ ვიზამთ რო ზვარაკად შევწიროთ ნაკრების მომავალი მაისაშვილის არ შემდგარ განვითარებას და მათიაშვილის სამარცხვინო ხტუნაობას!!!..
გულშემატკივარი
05 დეკემბერი 2020 18:18
3
100%-იანი სიზუსტით სთქვი ჩემი სათქმელი! შენ კიდევ, მიროსანი ხარ თუ მშვილდოსანი, სწორედ შენ უნდა წახვიდე და პოსტო ფეხბურთზე და სხვა სპორტზე. უმრავლესობა ჩვენგანი რაგბშიც კარგად ერკვევა და ქართული რაგბის თავგადაკლული გულშემატკივარია
fani
06 დეკემბერი 2020 00:42
0
უკვე გამოსულიამ, თვალები არ გაქვთ? ვერ ხედავთ და სვაგან იპოსტავეთ რა
mirosan
05 დეკემბერი 2020 19:07
10
მაღალი რანგის მწვრთნელი ჩვენ არ გვყავს
ფედერაციაში ერთმანეთს რაგატკით დასდევენ
და შედეგიც სახეზეა, ვაგებთ 3 კვირა სასტუმროში გამოკეტილ გუნდთან.
Guka
05 დეკემბერი 2020 18:17
1
ვ. ვაისი გარდაისახა მაისაშვილში. ეს ოხერი, შეცვალე თავის დროზე მათიაშვილი (რამდენი ლელო აჩუქა ფიჯს). და ნარიაშვილს რას ერჩი, რატომ კლავ მოედანზე 70-ე წუთამდე ზედიზედ 5 თამაში?
რაგბის ფანი
05 დეკემბერი 2020 18:12
3
ნარიაშვილი ხშირად აგებს შერკინებას, მაგრამ ბოლომდე იხარჯება, რად დასაფასებელია. თანაბარი ძალის, ან უკეთესი 1 ნომრის გამოძახებაც შეიძლებოდა, მაგრამ მაისაშვილი ჯიუტია.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 19:13
1
გამართლდა ის, რომ ხუთი უმაღლესი რანგის საერთაშორისო მატჩი შედეგის (წინსვლის) თვალსაზრისით არის განიავებული და უაზროდ გადაყრილი. შედეგებს, რომ თავი დავანებოთ, რაიმე პროგრესი არის?

ვინც ასე არ ფიქრობთ, დაასახელეთ ერთი მაინცკომპონენტი, რაშიც კარგები ვიყავით, თუნდაც ერთ თამაშში მაინც.

დატოვეთ მაისაშვილი ნაკრებში და ვიყოთ რუსეთ-რუმინეთის დონეზე. იქ ყოფილა ჩვენი ადგილ და მწვრთელიც (მწვრთელებიც) შესაბამისი გვყავას>

იდალგო
05 დეკემბერი 2020 18:12
13
და შუქში რამდენი დაგვიდეს?
რაგბის ფანი-ს
05 დეკემბერი 2020 18:59
0
შენ ჯიგარო ეტყობა ფეხბურთში უფრო ერკვევი და მოდი ფეხბურთის გვერდზე პოსტე...
mirosan
05 დეკემბერი 2020 18:40
15
ყველა გამოხმაურება
აუ ამ კაციჭამიებთან როგორ უნდა დამარცხდე ტო, საქართველოს რაგბის ფედერაცია მოძებნე ნორმალური წვრთნელი თორემ უკვე სასაცილოა ამდენი წაგებები, თუ რამე პრეტენზია გვაქ 6 ერში თამაშზე, უნდა დავამტკიცოთ კიდეც რომ საუკეთესოები ვართ და სულ მცირე ფიჯის მოგება მაინც შეგვიძლია, თორე ესე შორს ვერ გავფრინდებით.
gia
05 დეკემბერი 2020 18:11
17
ჩემი აზრით საუკეთესო მათიაშვილი იყო, ოღონდ ფიჯელთა მხრიდან, უკვე მერამდენე მატჩია საუკეთესოა,განსაკუთრებით დაცვაში კლდესავით არის
რეზო
05 დეკემბერი 2020 18:10
6
ტაბუძაცემ რა დაგიშავა? პირველი სამი ლელოდან ორი მაგისია. ჯერ რა კარგად გადაიტანა აუტში 5 მეტრში. მერე მე-3 რა დინჯად დაელოდა ბურთს სანამ მეტოქე აიღებდა. მე მგონი მათიაშვილს ჯობდა.
kaira
05 დეკემბერი 2020 18:48
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული