საქართველოს ნაკრები ფიჯისთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
"რვა ერის" მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ედინბურგში "მარიფილდზე" ფიჯისთან 24:38 დამარცხდა.

მატჩი "ბორჯღალოსნებისთვის" შოკისმომგვრელად დაიწყო. თავსხმა წვიმაში სწრაფი მეტოქის მოძალებას ვერ გავუძელით და დებიუტშივე ლელო მივიღეთ, რომელიც ვერ გარდასახეს, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისეთივე სიტუაციაში ფიჯელებმა მეორე ლელო დაგვიდეს, გარდასახეს კიდეც და მე-6 წუთისათვის ანგარიში 0:12 გახდა. ხუთიოდე წუთში აბჟანდაძემ ჯარიმით სხვაობა ოდნავ კი შეამცირა, მაგრამ ამჯერად მეტოქემ ჩვენების დაცვა გაარღვია და მთელი 16 ქულით დაწინაურდა. ამ მომენტამდე გიგაშვილმა ტრავმა მიიღო და მელიქიძემ შეცვალა.

ტაიმის შუიდან "ბორჯღალოსნებმა" თამაში ასე თუ
ისე დაალაგა, ბურთსაც იოლად აღარ თმობდა, მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარზე "ჩაკეტა" და მელიქიძემ ლელო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა, სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა და აქედან მოყოლებული უპირატესობა, რომელიც უპირატესად შერკინების და კარგი დაზღვევების ხარჯზე მოვიპოვეთ, შესამჩნევი გახდა. შესვენებამდე დარჩენილი დრო მთლიანად ფიჯელთა ნახევარზე გავატარეთ, ერთხელ ლელოსთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ ვიხეირეთ და ტაიმი 19:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი ფიჯელებმა ორგანიზებულად დაიწყეს, შერკინებაც მოგვიგეს და ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მოგერიება შევძელით. თუმცა, არ დადგნენ და დამუშავებული კომბინაციებით დაძლიეს ქართველთა დაცვა და 55-ე და მე-60 წუთებზე ორჯერ დაგვალელოვეს, რითაც ანგარიში 31:10 გახადეს, რის შემდეგ სამ წუთში აუტიდან მოგებული ბურთით მშვენიერი გარღვევა ისევ ლელოთი დაასრულეს და სხვაობა 28 ქულამდე გაზარდეს. დამშვიდებულ ფიჯელებს საღინაძე დაუძვრა და ინდივიდუალური ლელოთი და გარდასახვით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში ჩვენმა მორაგბეებმა ხელები არ ჩამოყარეს და მამაპაპური მიეძალეთი საღინაძემ ბოლო წუთზე მეორე ლელო მიითვალა და მატჩიც დასრულდა.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტურნირზე ყველა მატჩი წააგო, თუმცა უძლიერეს გუნდებთან მიღებულმა კარგმა გამოცდილებამ შედეგი მომავალში უნდა მოიტანოს.

მკითხველის კომენტარები / 141 /
მაისაშვილი და მათიაშვილი ორი საოცრება, ტიკარაძე უფრო ჰგავს მინისტრს ვიდრე ეგენი რაგბისტებს....მათიაშვილმა თმები მოუშვა, ტვინი რომ ჰქონდეს, დიოგენს მივამსგავსებდი...
sagol
05 დეკემბერი 2020 19:19
11
კოტტერი (50) 100:1 (0) მაისაშვილი
დიმა
05 დეკემბერი 2020 19:18
5
კრირტიკოსებს არ გესმით საგანი. წაით ბიძია წაიმეცადინეთ და მერე პოსტეთ.
მთელი თავთ გაზრდილია ნაკრები, დრო უნდა რომ გამოჩნდეს. ერთ დღეში გინდათ 6 ერის მოგება?
mirosan
05 დეკემბერი 2020 19:16
12
გაჩერდი ბიჯო, იზრდება არა კვახი:) რაშიც დასახვეწია იმაში ვერ იხვეწება და რაშიც დახვეწილი იყო ისიც დავიწყებული აქვს. ფსკერზე ვართ, ცუდად ვითამაშებთ ვისვრით, შედარებით კარგად ვითამაშებთ და მაინც ვისვრით. ესაა ფაქტი.
ანესთეზეოლოგი
06 დეკემბერი 2020 09:59
1
გეთანხმები, რომ ნაკრები იზრდება, რადგან ტიერ-1 გუნდებთან გვერგო თამაში. მაგრამ მაისაშვილზე გაცილებით უკეთესი მწვრთნელი გვჭირდება, რომ ზრდა გაგრძელდეს.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 22:02
5
რატომ დაიწყებთ უაზრო კრიტიკას მაისაშვილი კი არა ვინც არ უნდა იყოს ფაქტი ერთია ფიჯი იტალია და იაპონია ჩვენზე მაღალი დონის გუნდებია არ განვიხილავ უმაღლეს ეშელონს ვინც რაგბი იცის ჩვენ რამოდენიმე მსოფლიო დონის მოთამაშე გვყავს და თუ ვიგებთ მხოლოდ მათ ხარჯზე ჩემი აზრით ბიჭები ყველაფერს აკეთებენ რაც შეუძლიათ განსხვავებით ფეხბურთელებისაგან რომელთაც ტყუილად აყრიან ფულს მაგრამ დონეს ჟილკა ვერ აანაზღაურებს და მხოლოდ საფრანგეთში მოთამაშე შერკინების ხაზით ფონს ვერ გახვალ დონეა ასაწევი სერიოზულად ჯერ შიდა ჩემპიონატში პირველ რიგში და თუ უყურებთ ტოპ 14 შეადარეთ რამდენი ქართველი თამაშობს ძირითადში და რამდენი ფიჯელი სავსეა ინგლისის და საფრანგეთის ჩემპიონატი ფიჯელებით
გიო
05 დეკემბერი 2020 19:15
5
არ მესმის სად ხედავთ წინსვლას,რაშიც ძლიერები ვიყავით ვგულისხმობ შერკინებას იმაში დავიძაკეთ და ასეთი ანგარიშებით წაგება ფსიქოლოგიურად მოქმედებს გუნდზე
ალიკა
05 დეკემბერი 2020 19:12
12
ბოლო წლებია სრული რეგრესი გვაქვს.მწვრთნელიც და სამწუხაროდ მორაგბეებიც დაბალი დონის გვყავს ვიდრე 4-5 წლის წინ გვყავდა.
დისციპლინა 0
777
05 დეკემბერი 2020 19:09
13
მორაგბეები კარგი გვყავს, მაგრამ მწვრთნელი ვერ არჩევს საუკეთესოებს და ვერც თამაშს არჩევს...
გიორგი
05 დეკემბერი 2020 19:15
2
რაგბი ისეთი სპორტია, რომ ძნელია პირველი კატეგორიის გუნდებს გაუტოლდეს ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანა, აგერ იტალია ამდენი წელია წვალობს და მაინც ვერაა იმათ დონეზე, არა ისე არ გამიგოთ თითქოს რაგბის განვითარების შეწყვეტას ვითხოვდე არა უბრალოდ მთავარი აქცენთი სათამაშო სახეობებიდან ჯობია კალათბურთზე და ფეხბურთზე(არ ჩამქოლოთ) გაკეთდეს რადგან მანდ გაცილებით ადვილია გრანდებთან უფსკრულის ამოვსება ვიდრა რაგბში(ფაქტიურად შეუძლებელია), თუნდაც ხელბურთი და ფრენბურთის განვითარება ავიღოთ გაცილებით იოლია თან ჩვენ მხოლოდ საკუთარი ძალებით ვცდილობთ წინსვლა და შეხედეთ სხვა გრანდებს რამდენი ფიჯელი, სამოელი ზელანდიელი ყავთ ნატურალიზებული ჩვენ კი ამის საშუალება არ გვაქვს.
hhh
05 დეკემბერი 2020 19:09
28
ფეხბურთში გრანდებთან კი არადა ნაჩანჩალებთან ვაგებთ
გიორგი
05 დეკემბერი 2020 19:47
2
რაგბში მსოფლიოს მე-12 გუნდი გვყავს, ფეხბურთში ალბათ 112-ე. კალათბურში რაგბის შემდეგ საუკეთესო რეიტინგი და შანსები გვაქვს. ჰოდა ფეხბურთში გადაყრილი მილიონების ნახევარი რაგბს რომ მოიახმარონ ის აჯობებს.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 19:44
9
ar etyoboda am nakrebs kombinaciuri ganatleba,bevrad metis gaketeba gvmartebs shetevashi da shesabamisad dacvac ufro dalagdeba.maisashvili kargia magram am doneze racarunda samwuxaro iyos ufro magali klasis mwvrtneli gvchideba.
Sinsilo
05 დეკემბერი 2020 19:09
2
აქაც შთავიჯვით:((
ანესთეზეოლოგი
05 დეკემბერი 2020 19:08
17
აუუუფ, აქაც გაუწბილდათ იმედები "ბალელშიკებს", მემგონი სხვა სამყაროში ცხოვრობს ეს ხალხი, სამწუხაროდ ჩვენთან ერთ ქვეყანაში... ამ ანგარიშებით წაგებით ვისწავლით და გვექნება საბოლოოდ წინსვლა. ასეთ გუნდებს თუ არ ვეთამაშეთ, გვექნება კიდევაც რეგრესი. მწვრთნელი გვინდა მაღალი დონის, უსიტყვოდ და მეორე ხაზის კარგ ჩემპიონატებში თამაში. პრო 14-ის ფრანშიზა კი დაგვხატავდა საერთოდ...
Dato
05 დეკემბერი 2020 19:26
2
მგონი კი, რაღაც სული მცემს....
კუკუ
05 დეკემბერი 2020 19:19
6
ამას ჰქვია "ტრაქტორივით გადაგვიარეს"
giorgi 3
05 დეკემბერი 2020 19:05
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული