საქართველოს ნაკრები ფიჯისთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
"რვა ერის" მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები ედინბურგში "მარიფილდზე" ფიჯისთან 24:38 დამარცხდა.

მატჩი "ბორჯღალოსნებისთვის" შოკისმომგვრელად დაიწყო. თავსხმა წვიმაში სწრაფი მეტოქის მოძალებას ვერ გავუძელით და დებიუტშივე ლელო მივიღეთ, რომელიც ვერ გარდასახეს, მაგრამ სულ ცოტა ხანში ისეთივე სიტუაციაში ფიჯელებმა მეორე ლელო დაგვიდეს, გარდასახეს კიდეც და მე-6 წუთისათვის ანგარიში 0:12 გახდა. ხუთიოდე წუთში აბჟანდაძემ ჯარიმით სხვაობა ოდნავ კი შეამცირა, მაგრამ ამჯერად მეტოქემ ჩვენების დაცვა გაარღვია და მთელი 16 ქულით დაწინაურდა. ამ მომენტამდე გიგაშვილმა ტრავმა მიიღო და მელიქიძემ შეცვალა.

ტაიმის შუიდან "ბორჯღალოსნებმა" თამაში ასე თუ
ისე დაალაგა, ბურთსაც იოლად აღარ თმობდა, მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარზე "ჩაკეტა" და მელიქიძემ ლელო დადო, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა, სხვაობა 10 ქულამდე შემცირდა და აქედან მოყოლებული უპირატესობა, რომელიც უპირატესად შერკინების და კარგი დაზღვევების ხარჯზე მოვიპოვეთ, შესამჩნევი გახდა. შესვენებამდე დარჩენილი დრო მთლიანად ფიჯელთა ნახევარზე გავატარეთ, ერთხელ ლელოსთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ ვიხეირეთ და ტაიმი 19:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი ფიჯელებმა ორგანიზებულად დაიწყეს, შერკინებაც მოგვიგეს და ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მოგერიება შევძელით. თუმცა, არ დადგნენ და დამუშავებული კომბინაციებით დაძლიეს ქართველთა დაცვა და 55-ე და მე-60 წუთებზე ორჯერ დაგვალელოვეს, რითაც ანგარიში 31:10 გახადეს, რის შემდეგ სამ წუთში აუტიდან მოგებული ბურთით მშვენიერი გარღვევა ისევ ლელოთი დაასრულეს და სხვაობა 28 ქულამდე გაზარდეს. დამშვიდებულ ფიჯელებს საღინაძე დაუძვრა და ინდივიდუალური ლელოთი და გარდასახვით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში ჩვენმა მორაგბეებმა ხელები არ ჩამოყარეს და მამაპაპური მიეძალეთი საღინაძემ ბოლო წუთზე მეორე ლელო მიითვალა და მატჩიც დასრულდა.

ამრიგად საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ტურნირზე ყველა მატჩი წააგო, თუმცა უძლიერეს გუნდებთან მიღებულმა კარგმა გამოცდილებამ შედეგი მომავალში უნდა მოიტანოს.

მკითხველის კომენტარები / 141 /
ჩემი აზრით საუკეთესო მათიაშვილი იყო, ოღონდ ფიჯელთა მხრიდან, უკვე მერამდენე მატჩია საუკეთესოა,განსაკუთრებით დაცვაში კლდესავით არის
რეზო
05 დეკემბერი 2020 18:10
6
ტაბუძაცემ რა დაგიშავა? პირველი სამი ლელოდან ორი მაგისია. ჯერ რა კარგად გადაიტანა აუტში 5 მეტრში. მერე მე-3 რა დინჯად დაელოდა ბურთს სანამ მეტოქე აიღებდა. მე მგონი მათიაშვილს ჯობდა.
kaira
05 დეკემბერი 2020 18:48
3
ვ. ვაისი გარდაისახა მაისაშვილში. ეს ოხერი, შეცვალე თავის დროზე მათიაშვილი (რამდენი ლელო აჩუქა ფიჯს). და ნარიაშვილს რას ერჩი, რატომ კლავ მოედანზე 70-ე წუთამდე ზედიზედ 5 თამაში?
რაგბის ფანი
05 დეკემბერი 2020 18:12
3
ნარიაშვილი ხშირად აგებს შერკინებას, მაგრამ ბოლომდე იხარჯება, რად დასაფასებელია. თანაბარი ძალის, ან უკეთესი 1 ნომრის გამოძახებაც შეიძლებოდა, მაგრამ მაისაშვილი ჯიუტია.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 19:13
1
ფაქტია, რომ მათიაშვილის სინდისზეა ორი ლელო, როგორც ტაბუცაძის ბრალი იყო ორი ლელო უელსთან, მაგრამ ტაბუცაძისგან გამოვა მორაგბე, მათიაშვილისგნ-არა მგონია. ეს ვინაა? რეებს აკეთებს, რანაირად დაფართხალებს, დაცვაში თამაშის დროს ფაქტიურად 14 კაცი ვთამაშობთ.
05 დეკემბერი 2020 22:32
2
სრულიად გეთანხმები.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 22:49
1
გამართლდა ის, რომ ხუთი უმაღლესი რანგის საერთაშორისო მატჩი შედეგის (წინსვლის) თვალსაზრისით არის განიავებული და უაზროდ გადაყრილი. შედეგებს, რომ თავი დავანებოთ, რაიმე პროგრესი არის?

ვინც ასე არ ფიქრობთ, დაასახელეთ ერთი მაინცკომპონენტი, რაშიც კარგები ვიყავით, თუნდაც ერთ თამაშში მაინც.

დატოვეთ მაისაშვილი ნაკრებში და ვიყოთ რუსეთ-რუმინეთის დონეზე. იქ ყოფილა ჩვენი ადგილ და მწვრთელიც (მწვრთელებიც) შესაბამისი გვყავას>

იდალგო
05 დეკემბერი 2020 18:12
13
და შუქში რამდენი დაგვიდეს?
რაგბის ფანი-ს
05 დეკემბერი 2020 18:59
0
აგერ ვინც არ დამეთანხმეთ, დაასახელეთ თქო, რა კომპონენტი მოგეწონათ, მაინც რა გავაუმჯობესეთ? ვერ ასახელებთ ხომ?

აი მაგას ვამბობ, რო არ არსებობს პროგრესის ნიშნები - თუ არა და რა გიშლით დასახელებას?
იდალგო
05 დეკემბერი 2020 18:31
2
ყველა გამოხმაურება
შეცვალეთ მწვრთნელი დროზე!!! წინსვლა არაფერში არ ჩანს,აუტიდან შემოტანა -0,შერკინებაში უმეტესად ვაგებთ,მათიაშვილი -0,ტაბუცაძე სად იპოვა მაისაშვილმა?არცერთი დამუშავებული კომბინაცია,მხოლოდ კვესელაძის და საღინაძის ინდივიდუალიზმის იმედზე?არ გამოვა ასე არაფერი,მაისაშვილი უნდა წავიდეს,თუ მიხვდება!!!
თაზო
05 დეკემბერი 2020 18:57
7
ტაბუცაძემდე ბურთი არ მიდის და რა ქნას? სხვა ამბებში გეთანხმები.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 19:05
1
არ მესმის სად ხედავთ წინსვლას,რაშიც ძლიერები ვიყავით ვგულისხმობ შერკინებას იმაში დავიძაკეთ და ასეთი ანგარიშებით წაგება ფსიქოლოგიურად მოქმედებს გუნდზე
ალიკა
05 დეკემბერი 2020 19:12
12
ბევრი შრომა მოგვიწევს, რამდენადაც სამწუხარო და საწყენი იყოს, ჯერ ახლოც კი ვერ ვართ უმაღლესი დონის გუნდებთან... ჩვენნაირი ტანი , ჯანი , სიმაღლე და სიმდაბლე)) ერთნაირი გვაქვს, მაგრამ კლასს რა ვუყოთ? ისინიც ჩვენნაირი ადამიანები არიან დაბევრად წინ არიან, მაგრამ ამ თამაშებით იმედია მალე მოხდება ჩვენი პროგრესი( მაგალითი არგენტინაა და აგერ ზელანდია დადეს ბეჭებზე))... შერკინებიდან უცხოელი მწვრთნელები რაც შეიძლება მალე უნდა მოშორდნენ, (თორემ ჩვენი ძიუდოისტების ბედს გავიზიარებთ იაპონელებმა კარგად რომ შეგვისწავლეს და დღეს ვეღარ ვუგებთ მათ. წარმატებები ბიჭებო, გული არ გაიტეხოთ შემდეგში დაადუღებთ მათ უეჭველად, გენაცვალეთ...
სოსო
05 დეკემბერი 2020 21:05
4
ჩვენ გვაქვს პრობლემები იმის გამო, რომ ბიჭები ჯერ პატარები არიან და ასეთ ძალისმიერ სპორტს ასაკიც ჭირდება, ფიჯი დღეს არის ასაკით ოპტიმალურ პერიოდში მსოფლიოზე ძალიან გაუჭირდებათ რადრადა და ნადოლო თუ არ ეყოლებათ.
შერკინებაში უცხოელ მწვრთნელს, რაც შეეხება ჩვენი შერკინება მაგ უცხოელის დამსახურებაა. სახელი დიდიე ბესი თუ გეუბნება რაიმეს?
#15-ზე დავასრულოთ უნდა სოსოს აჭარულის ცეკვა არ არის ნაკრები მაგის საქმე.
ნინიაშვილმა თუ ესე გააგრძელა კაი იქნება და ახალი პატარა ბიჭები კარგად გამოვიდნენ.
me
05 დეკემბერი 2020 22:17
3
მათიაშვილი რატომ არის ნაკრების 15 ნომერი ეგ თუ შეძლია ვინმე რომ ამიხსნას? ფიზიკურად არ არის ეს ბიჭი რაგბის სათამაშოდ მზად. საცოდაობაა მისი ყურება. მეორე ტაიმში პირველი ლელოდან მესამეს ჩათვლით უყურეთ მხოლოდ - ამას ქვია რომ 15-ზე კაცი გვყავს? მერე 9 ნომერს უყურეთ ბოლო 5 წუთი პირველი ტაიმის,შერკინებიდან როდიზ უნდა გამოიტანოს და უკანა ხაზზე როდის გაშალოს თამაში არ იცის - ადგილზე მდგომ აბჟანდაძეს უპასებს უკანა ხაზში 130 კგ ფიჯელის გასაჭრელად. მანამდე 5 მეტრიანი- ადგილზე გაჭედილი შერკინებიდან არ გმოაქვს ბურთი. ამას ქვია სარაგბო უვი ცობა. რაგბი ჯანიანი ხალხის თამაშია და ჩვენ რატომ გადავერთეთ 80 კგ მორაგბეებზე ვერ გავიგე - ვითომ ტექნიკური რაგბის სათამაშოდ? ეგ ბუტაფორია ძალით შეგვიქმნეს - ჯანიან ხალხს უნდა ესწავლა ხელდახელ თამაში და არა მსუბუქებს იმ მოტივით რომ ჯანში ვერ აჯობებენ და პასში ითამაშებენ უეჭველიო. მერამდენედ უნდა აიტაცონ ხელში მათიაშვილი და გაჭედონ ბურთიანად? ფიზიკაში რა თვალშისაცემი სხვაობა იყო მათ სასარგებლოდ ხომ ჩანდა. ქართველებს აღარ გვყავს ჯანიანი მორაგბეები? ერთადერთი მეორე ხაზია ნათელი წერტილი, შერკინებაც დასუსტდა და უკანა ხაზი არც გვყავს საერთოდ.
???
06 დეკემბერი 2020 03:18
0
7 კაციდან იწყება ყველგან რაგბის თამაში. ამიოტომ არის რომ ყველა მოწინავე ქვეყანა განსაკუთრბით კი სამხრეთ ნახევარსფეროს გუნდები მორკინალია თუ უკანახაზის მოთამაშე ვერ გაარჩევ. ამიტომ ჩადიან რაქშიც კარგად, ოფლოუდებს უმაღლეს დონეზე, მოედანზე დროული გადაწყობაც მაქედან მოდის და მოძრაბოში სისწრაფეში ბურთის მიღება, მოედნის უკეთესი ხედვა...ეეჰ
Niko
06 დეკემბერი 2020 04:18
0
ბოლო წლებია სრული რეგრესი გვაქვს.მწვრთნელიც და სამწუხაროდ მორაგბეებიც დაბალი დონის გვყავს ვიდრე 4-5 წლის წინ გვყავდა.
დისციპლინა 0
777
05 დეკემბერი 2020 19:09
13
მორაგბეები კარგი გვყავს, მაგრამ მწვრთნელი ვერ არჩევს საუკეთესოებს და ვერც თამაშს არჩევს...
გიორგი
05 დეკემბერი 2020 19:15
2
მათიაშვილის უსუსურობის ბრალია 1, 4 და 5 ლელოები. მაისაშვილი ჯიუტად ათამაშებს ამას. წადი მაისაშვილო, წადი.
გიორგი
05 დეკემბერი 2020 18:56
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული