
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩს ფრანგი მსაჯები მოემსახურებიან.
მთავარი არბიტრი 51 წლის პიერ ბრუსეტი იქნება, რომელიც ტოპ-14-სა და პრო დე2-ში მსაჯობითაა ცნობილი. ბრუსეტს თანამემამულეები სებასტიან მაინერი და კრისტოფ ბატსი დაეხმარებიან.
ეს შეხვედრა თბილისში 7 თებერვალს გაიმართება.