PREVIEW - პრინციპული მატჩი რუსეთთან! [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 20 მარტს თბილისის დროით 15:00 საათზე საქართველოს რაგბის ნაკრები რუსეთს კალინინგრადში დაუპირისპირდება.. 

ისტორიაში ეს ნაკრებები ერთმანეთს 24-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც კოლოსალური უპირატესობით საქართველოს ნაკრები ლიდერობს. "ბორჯღალოსნების" ანგარიშზე 22 გამარჯვება გახლავთ. რუსებმა მხოლოდ და მხოლოდ 1 მატჩი მოიგეს, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. 

პირველი მატჩი 1995 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე  1993 წლის 25 მაისს, პოლონეთის ქალაქ სოპოტში გაიმართა, სადაც ქართველები 9:15 დამარცხნენ. ამის შემდეგ "დათვებს" გამარჯვება აღარ მოუპოვებიათ. 

რაც შეეხება ასევე ერთადერთ ფრეს, ეს მატჩი  2002 წლის 3 მარტს თბილისში, "დინამოს არენაზე" გაიმართა. შეხვედრა 12:12 დასრულდა. 


ბოლოს ეს ნაკრებები 2021 წლის 7 თებერვალს "დინამო არენაზე" დაუპირისპირდნენ, სადაც ქართველებმა მეტოქე
16:7 დაამრცხეს და მორიგი გამარჯვება მოიპოვეს.


შეგახსენებთ, რაგბის ევროპის ჯგუფში 2 თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთპიროვნული ლიდერია. "ბორჯღალოსნებს" 9 ქულა აქვთ და მიღებულ და გატანილ ქულებს შორის სხვაობ +18 გალავთ. რაც შეეხება "დათვებს", ისინი 4 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან.

altრუსეთის ნაკრების კაპიტანი: ქართველების თეთრი შურით მშურს - ირლანდიასთან შესანიშნავად ითამაშეს

alt"ბორჯღალოსნები" - დაბრუნებული ჟვანია და 10 უკეპო მორაგბე რუსეთთან მატჩის გაფართოებულ შემადგენლობაში

altსაქართველოს თუ მოვუგე, პუტინმა გმირის წოდება მიბოძოს - რუსეთის მწვრთნელი


altრაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუსეთთან





მკითხველის კომენტარები / 14 /
დათა ბატონო როგორც ჩანს ზოგადი შეხება თქვენ გაქვთ სპორტთან, თორემ პრინციპული მატჩი გვქონდა იტალიასთან,ამ შეხვედრაშშო კიდევ სადაც 3 ჯერ,4 ჯერ უფრო ძლიერი ხარ მეტოქეზე და 2 ტურით ადრე ჩემპიონი მგონი უხერხულია მაგაზე საუბარი და ისე სხვა მხრივ გავრტყი პუტინს შიგ ლავროვში!
ბათუმელი
21:06 06-02-2021
4
პრინციპული მატჩი რატომაა გუნდს რომელსაც ყველა თამაშს 50:0 უგებ ეგ ვერ გავიგე თუ იიი რუსეთი მტერია!
ბათუმელი
15:10 06-02-2021
14

სიახლეები პოპულარული