საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბის ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის გუნდს უმასპინძლა და მეტოქე საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა:

პირველი ტაიმი ქულების გარეშე 0:0 დასრულდა, მეორე ნახევარი კი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და ვასილ ლობჟანიძემ ძალიან კარგი ინდივიდუალური ლელო დადო. თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

მალე რუსები დაჯარიმდნენ, ხოლო აბჟანდაძე ჯარიმიდან ზუსტი იყო - 10:0.

ამის შემდეგ "დათვების" გუნდმა შემოგვიტია და მრავალფაზიანი სვლა ფედოტკოს ლელოთი დაასრულეს, გარ
დასხვა ძელებს შორის გაისინმა მოათავსა: 10:7.

ამის შემდეგ მხოლოდ ქართველებმა მოიპოვეს ქულები. თედო აბჟანდაძემ ორი ჯარიმა გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა -  16:7.

ამჯერად, ჩვენმა ნაკრებმა მიმდინარე გათამაშებაში 5-დან 5 შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილიც მათია.

საქართველო – რუსეთი 16:7
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ზურაბ ჟვანია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. გიორგი ჯავახია, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დავით გიგაური, 20. გიორგი თხილაიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

ლელო: ლობჟანიძე
გარდასახვა: აბჟანდაძე
3 ჯარიმა: აბჟანდაძე
სინბინი: მოდებაძე

მკითხველის კომენტარები / 40 /
ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ვნახე ასეთი უსუსური. ცოტა ცოტა ყველას ბრალია, ცალსახად ვინმე ვერ იქნება ამის მიზეზი. თუმცა აღსანიშნავია რაგბის პრეზიდენტობის არჩევნების ასეთი უმსგავსო გარემოება, რაც ნაკრებზეც აისახა. ძალიან სამწაუხაროა
ქომაგი
07 თებერვალი 2021 17:26
5
დაიწყო ფულის კეთება რაგბში და დაიწყო რეგრესი.ჯერ სადა ვართ,მე მეგონა რომ საერთოდ წაავაგებდით და არ მიყურებია
ბაბუაწვერა
07 თებერვალი 2021 17:40
17
ეს თამაში რუსეთს თავისუფლად შეუძლია აქტივში ჩაიწეროს. ასეთი ანგარიშით რომ ვაგებთ ირლანდია-შოტლანდიებთან, ტაშ-ფანდური გვაქვს ტოლსწორად ვეთამაშეთო. რუსებს პირველი ტაიმში ჯარიმაც რომ გაეტანათ, მთლად უხერხული ანგარიში იქნებოდა. რუსეთს ჯარიმებით რომ მოუგებ, რა გინდა 6 ერში?
გიორგი
07 თებერვალი 2021 18:18
2
მართალი ხარ, არ მიყურებია. ეხლა გადავახვიე და დაგვინგრევია რუსეთი რა, 5 ლელო, ბონუს ქულა, პირველ ტაიმში ხომ საერთოდ თავისი ნახევრიდან არ ამოსულან რუსები, ლელოც ჩვენ თვითონ დავდეთ ჩვენს კარში ავტოგოლით, თორემ რუსებმა კი არ დადეს. განაგრძეთ სიცრუეში ცხოვრება
Dato-ს
07 თებერვალი 2021 19:14
8
ყველა გამოხმაურება
გილოცავთ გამარჯვებას. ნინიაშვილს ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა. გასაპნული ბურთით ვარჯიში უნდა განაახლოს მწვრთნელმა, რადგან ძალიან ბევრი ბურთი გაგვივარდა ხელიდან. ტაქტიკური მრავალფეროვნებაც გვაკლდა.
გიორგი
07 თებერვალი 2021 16:49
3
ეს თამაში, ფედერაციაში შექმნილი ანარქიის გამოძახილია, რაშიდაც დამნაშავე ხელისუფლებაა. ხომ ხედავს, რომ სკამს გამოკიდებული არაკაცები პრეზიდენტს ვერ ირჩევენ, ადექი და დაუნიშნე, ანუ ნუ აფიქრებინებ, რომ რაგბი სკამს დახარბებული რამდენიმე დეგენერატისაა. ბოდიშს ვიხდი მწარე სიტყვებისათვის, მაგრამ თბილ სიტყვას, როგორ იმსახურებენ?
ჟორა
07 თებერვალი 2021 17:09
5
აუუუფ....
რა საოცნებო თამაში, აუუუფ რა საოცნებო სტრატეგია, ტაქტიკა, ხედვა, დაგეგმვა და განხორციელება !!!
ვოვას მედალი ფედერაციას !!!

ბიჭებს დიდი მადლობა, რომ ზემოთქმულის ფონზე მაინც მოიგეს!
გენაცვალეთ ლომებო!
დიმა
07 თებერვალი 2021 17:37
7
მოგება კარგია, მაგრამ თამაშის ხარისხი არ ვარგოდა. მაისაშვილი არაა ნაკრების დონის მწვრთნელი. რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობის გათვალისწინებით მაგრად გვებრძოლა. მოლები, შერკინება, დისციპლინა ეს არის რა იყო?? არადა რამხელა გამოცდილება მივიღეთ.
zaza
07 თებერვალი 2021 17:01
1
მაისაშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ დავიჯერო ვერ ხვდება რომ ძალიან სხვაგან არის და მისი საქმე ჯერ მაინც ნაკრებში არააა
რომა
07 თებერვალი 2021 16:58
1
შეიძლება ხვდება კიდევაც, მაგრამ რა ქნას? არ ვარ მე მაგ დონის სპეციალისტი, არ გავრწვრთნი და წავედი, უმწვრთნელოდ ითამაშეთო ხო არ იტყვის? იმედია ეღირსება ფედერაციას პრეზიდენტი და მერე კარგი მწვრთნელის მოძიება კიდევ ცალკე პრობლემა იქნება...
Dato
08 თებერვალი 2021 00:45
0
არაა მაისაშვილი ნაკრების დონის მწვრთნელი. კაცს თვითკრიტიკა ნული აქვს. პიროვნულად ალბათ კარგია ადამიანია, მაგრამ თავისით არ გადადგება. სასწრაფოდ კვალიფიციური უცხოელი მწვრთნელი გვჭირდება, რომელიც აუცილებლად საქართველოში იცხოვრებს
გიორგი
07 თებერვალი 2021 23:08
0
სად არის ამ დროს რაგბის ფედერაცია რომ ერთი წელი გადის და სტაბილური სამწრთვნელო შტაბი ვერ აღირსეს ნაკრებს. არ ვიძახი ისინი ვინც არიან ცუდები არიან, დროებითი მწრთვნელობის მოცემულობაა უშედეგო. სახეზეც გვაქვს რეზულტატი. რუსეთის დონის გუნდთან სტრატეგია იყო არა ლელოზე თამაში, არამედ როგორმე ჯარიმებით წინ გავსულიყავით.
ნაცნობი
07 თებერვალი 2021 18:18
2
ეხლა ვიძახოთ 6 ერში რატომ არ გვიწვევენო! იმიტომ,რომ არასტაბილური ქვეყანა ვართ,ფულის გულისთვის ფედერაციის პრეზიდენტმა შეიძლება ნოლზე დასცეს სპორტის სახეობა,არასათანადო ამბიციის გამო მწვრთნელმა შეიძლება ნაკრები დაღუპოს! იციან ასეთი რამე ჩვეულებრივია ჩვენისთანა ქვეყნებში! შემოდგომის თამაშებზე კი მიგვიწვიეს,მაგრამ აწი ვინღა დაგვიძახებს?...
zura
07 თებერვალი 2021 16:57
3
კიდევ კარგი ჩვენი ასეთ უსუსური თამაშის ფონზე მათიაშვილი არ ათამაშა, თორემ აუცილებლად წავაგებდით რუსებთან (რომლებიც ზოგიერთ კომპონენტში გვჯობდენ კიდევაც), პირველად 28 წლის შემდეგ.
giorgi 3
07 თებერვალი 2021 18:50
2

სიახლეები პოპულარული