საქართველოს ნაკრებმა რუსეთი ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბის ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის გუნდს უმასპინძლა და მეტოქე საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა:

პირველი ტაიმი ქულების გარეშე 0:0 დასრულდა, მეორე ნახევარი კი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და ვასილ ლობჟანიძემ ძალიან კარგი ინდივიდუალური ლელო დადო. თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

მალე რუსები დაჯარიმდნენ, ხოლო აბჟანდაძე ჯარიმიდან ზუსტი იყო - 10:0.

ამის შემდეგ "დათვების" გუნდმა შემოგვიტია და მრავალფაზიანი სვლა ფედოტკოს ლელოთი დაასრულეს, გარ
დასხვა ძელებს შორის გაისინმა მოათავსა: 10:7.

ამის შემდეგ მხოლოდ ქართველებმა მოიპოვეს ქულები. თედო აბჟანდაძემ ორი ჯარიმა გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა -  16:7.

ამჯერად, ჩვენმა ნაკრებმა მიმდინარე გათამაშებაში 5-დან 5 შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილიც მათია.

საქართველო – რუსეთი 16:7
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ზურაბ ჟვანია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლაშა ჯაიანი, 5. გიორგი ჯავახია, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დავით გიგაური, 20. გიორგი თხილაიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

ლელო: ლობჟანიძე
გარდასახვა: აბჟანდაძე
3 ჯარიმა: აბჟანდაძე
სინბინი: მოდებაძე

მკითხველის კომენტარები / 40 /
ასეთი თამაშით ექვსი ერის გუნდებისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევა ძალიან გაჭირდება.
Baxt
07 თებერვალი 2021 17:20
3
შეცვალეთ მწვრთნელი სანამ დროა!!!!!!!!!!!
თაზო
07 თებერვალი 2021 17:18
3
სამწუხარო რეალობაა, ჩვენ ერთი ნაბიჯითაც ვერ დავუახლოვდით თანამედროვე რაგბის. 5 გადაბმული პასი არ უნდა იყოს რუსეთთან პრობლემა, დერეფანი კატასტროფული, დისციპლინა ნული
თორნიკე
07 თებერვალი 2021 17:15
2
ეს თამაში, ფედერაციაში შექმნილი ანარქიის გამოძახილია, რაშიდაც დამნაშავე ხელისუფლებაა. ხომ ხედავს, რომ სკამს გამოკიდებული არაკაცები პრეზიდენტს ვერ ირჩევენ, ადექი და დაუნიშნე, ანუ ნუ აფიქრებინებ, რომ რაგბი სკამს დახარბებული რამდენიმე დეგენერატისაა. ბოდიშს ვიხდი მწარე სიტყვებისათვის, მაგრამ თბილ სიტყვას, როგორ იმსახურებენ?
ჟორა
07 თებერვალი 2021 17:09
5
მადლობა ბიჭებო!
c
07 თებერვალი 2021 17:02
16
კარგია, რომ მიეცა ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შესაძლებლობა. შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა გიორგი ნუცუბიძეს. იმედია ასე გააგრძელებს და დაიმკვიდრებს ადგილს გუნდში.
Shoto
07 თებერვალი 2021 17:01
24
მოგება კარგია, მაგრამ თამაშის ხარისხი არ ვარგოდა. მაისაშვილი არაა ნაკრების დონის მწვრთნელი. რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა შემადგენლობის გათვალისწინებით მაგრად გვებრძოლა. მოლები, შერკინება, დისციპლინა ეს არის რა იყო?? არადა რამხელა გამოცდილება მივიღეთ.
zaza
07 თებერვალი 2021 17:01
1
კარგია რომ მოვიგებთ. მაგრამ მეტია საჭირო. თუმცა ოდესღაც ეგენიც მოგვიგებენ და არაა ეს კატასტროფა.
დათო
07 თებერვალი 2021 16:59
28
მაისაშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ დავიჯერო ვერ ხვდება რომ ძალიან სხვაგან არის და მისი საქმე ჯერ მაინც ნაკრებში არააა
რომა
07 თებერვალი 2021 16:58
1
შეიძლება ხვდება კიდევაც, მაგრამ რა ქნას? არ ვარ მე მაგ დონის სპეციალისტი, არ გავრწვრთნი და წავედი, უმწვრთნელოდ ითამაშეთო ხო არ იტყვის? იმედია ეღირსება ფედერაციას პრეზიდენტი და მერე კარგი მწვრთნელის მოძიება კიდევ ცალკე პრობლემა იქნება...
Dato
08 თებერვალი 2021 00:45
0
არაა მაისაშვილი ნაკრების დონის მწვრთნელი. კაცს თვითკრიტიკა ნული აქვს. პიროვნულად ალბათ კარგია ადამიანია, მაგრამ თავისით არ გადადგება. სასწრაფოდ კვალიფიციური უცხოელი მწვრთნელი გვჭირდება, რომელიც აუცილებლად საქართველოში იცხოვრებს
გიორგი
07 თებერვალი 2021 23:08
0
ეხლა ვიძახოთ 6 ერში რატომ არ გვიწვევენო! იმიტომ,რომ არასტაბილური ქვეყანა ვართ,ფულის გულისთვის ფედერაციის პრეზიდენტმა შეიძლება ნოლზე დასცეს სპორტის სახეობა,არასათანადო ამბიციის გამო მწვრთნელმა შეიძლება ნაკრები დაღუპოს! იციან ასეთი რამე ჩვეულებრივია ჩვენისთანა ქვეყნებში! შემოდგომის თამაშებზე კი მიგვიწვიეს,მაგრამ აწი ვინღა დაგვიძახებს?...
zura
07 თებერვალი 2021 16:57
3

სიახლეები პოპულარული