ლინ ჯონსი: "ბორჯღალოსნებთან" წარმატებული მატჩი ჩავატარეთ - მიზანი მათი დონის მიღწევაა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებთან" დამარცხების (7:16) შემდეგ კომენტარი რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ლინ ჯონსმა გააკეთა:

"საქართველოს ნაკრები, ისევე როგორც ბევრი სხვა გუნდი, სერიოზულად გაახალგაზრდავდა, მაგრამ ჩვენ სულელები არ ვართ და შესანიშნავად გვესმოდა, რა გველოდა "მიხეილ მესხის" გაზონზე. გეგმა გვქონდა, რომელიც შესვენებამდე 100%-ით შევასრულეთ. სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილია იმით, თუ როგორ შეასრულეს მოთამაშეებმა დავალება. ვთვლი, რომ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით.

რა თქმა უნდა, ძალიან დაგვეხმარა რუსეთის ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის გაზრდა და განსაკუთრებით ბევრი სამხრეთაფრიკელი ლეგიონერის ჩამოსვლა. ეს იმის საპირწონეა, რომ ქართველი ბიჭები საფრანგეთში მიემგზავრებიან და
იქ იზრდებიან. თუ ტენდენცია შენარჩუნდა, რუსეთის ჩემპიონატზე უფრო მეტი კონკურენტუნარიანი მატჩი ჩატარდება და შესაბამისად მორაგბეები პროგრესირებას გააგრძელებენ.

კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ჩვენი გუნდისთვის დღევანდელი მატჩი წარმატებული გამოვიდა და იმისათვის სწრაფვას გავაგრძელებთ, რათა საქართველოს ნაკრების დონეს მივაღწიოთ და ევროპის ჩემპიონატი მოვიგოთ".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს თამაში კიარა საქართველოს ნაკრების ჯახირი იყო.
ნიანია ბაკურიანი
08 თებერვალი 2021 13:47
0
რაც არ უნდა გული გვეტკინოს, მაგრამ რუსეთის ნაკრები უფრო სიმპატიურად გამოიყურებოდა, თავი შერკინებით მოგვქონდა და მაგაშიც გვაჯობეს, კარიდორიც რამდენიმეჯერ მოგვიგეს, უამრავჯერ დაგვაჯარიმეს, უბრალოდ გამოცდილება არ ეყოთ, ჯარიმები, რომ გაეტანათ არც კი ვიცით ვინ მოიგებდა.
x.x
08 თებერვალი 2021 13:34
0
მოკლედ ქართული რაგბის რეგრესი აშკარაახელმძღვანელობაც უვარგისია და მწვრთნელიც.
55555
08 თებერვალი 2021 11:20
0
საქართველოს ნაკრების თამაში კრიტიკას ვერ უძლებს,სანამ "ჭ'კლასამდე არ დავა მწვრთნელს არ გამოცვლით?
ნიკოლოზი
08 თებერვალი 2021 11:18
0
ბევრი ლაილაის გარეშე,სასწრაფოდ შეცვალეთ მწვრთნელი.
ზასტაველი
08 თებერვალი 2021 10:54
0
შიში მქონდა თამაში არ წაგვეგო, შეიძლება ასეც მომხდარიყო. კიდევ კარგი, რუსებმა საჯარიმო გამაზეს! მწყრთნელი სასწრაფოდ მოსანახია. ფედერაციაში რომ არ არის დალაგებულად საქმე, ნაკრებსაც დაეტყო.
მერაბი
08 თებერვალი 2021 09:50
0
ახალი მწვრთნელია საჭირო, უსაქმურებო!
3333
08 თებერვალი 2021 00:29
0
თქვენი ამოსვლა არ ვიცი ჩვენამდე, მარა თუ ასე გაგრძელდა ჩვენ სამწუხაროთ ჩამოვალთ თქვენამდე.
xooo
07 თებერვალი 2021 20:31
0
არაა უკვე საქართველო მეორე დონის საზომი ევროპაში ჯონსონო. ბარდაგია ქართულ რაგბში და პატრონიც არ ჩანს. კორუფციამ წაიღო ქვეყანა.
.......
07 თებერვალი 2021 20:03
14
უაზრო დრამატიზების ბრალია რაც მოხდა ერთი თვეა გაყვირიან საქართველო რუსეთი და ეს ახალი თაობა დააკომპლექსეს ჩვენ ისე დაგვემართოს რუსებთნ წავაგოთ თქვენ მაგათი მწვრთნელი ვინ გგონიათ ? მაისაშვილს არაფერს ვერჩი პირადულად მარა მასზე მაღილი კვლიფიკაციის როა ეჭვი ხო არ გეპარებათ ?
სამტრედია
07 თებერვალი 2021 19:45
4
მე ვერჩი! უნდა ხვდებოდე კაცი, ერთი ადგილი რომ არ გაქვს და არ უნდა იფერებდე! ამაშია საქმე. ეს შედეგები და თამაშიც ხარისხი მაისაშვილის ნამუსზეა და იმ ჟურნალისტების, დითირამბებს რომ უმღერიან. 8 ერზე კარგ მწვრთნელს მინიმუმ თამაში უნდა მოეგო -არაფრისმთქმელი უელსის დუბლთან. რაზეა ლაპარაკი, ევროპის ფსკერთან რუსეტთან თამაშსი ორ მომენტს რომ შექმნი და ტაიმში ვერცერთს!!!!!
გაგა
07 თებერვალი 2021 20:43
0

სიახლეები პოპულარული