ინგლისურმა სარაგბო პორტალმა Planet Rugby-მ კვირის მიმოხილვაში "6 ერის" ცვლილების საკითხი მოკლედ დააყენა, თუმცა ახალ იდეად არა საქართველოს დამატება, არამედ იტალიის ამოღება წარმოადგინა.

"ყველა დროის ყველაზე გამოცდილი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ასეთი ჟინით მოთამაშე იტალია უნდა შევაქოთ. ამ გუნდების დაპირისპირებაში იტალიელებმა, 2008 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მეტი ქულა მოიპოვეს (18:41 დამარცხდნენ).

თუმცა 6 ერში 1-80 ბალანსის მქონე "ანდერდოგებმა" ზედიზედ 29-ე თამაში წააგეს. იყო საუბრები დაქვეითების სისტემის შემოღების შესახებ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ იტალიაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს "6 ერის" სხვა მონაწილეებს. აქედან გამომდინარე, ჩემპიონატის გასაძლიერებლად უკეთესი არ იქნება 6 ნაკრებიდან 5-მდე რომ შემცირდეს?

იტალიის "6 ერიდან" ამოღებით შეჯიბრება უფრო საინტერესო იქნება და მხოლოდ ძალიან კარგი მატჩები ჩატარდება. არასასიამოვნო სანახავია, როგორც ანგრევენ ყოველკვირა "აძურის" და განვითარების ნაპერწკალიც არ ჩანს." - წერია სტატიაში.

მართლაც რომ სასიამოვნო გახდება ახლო მომავალში თამაში ესპანეთთან და რუსეთთან,რუსები წინ მიდიან,უფრო სწორად ძალიან მონდომებულები არიან,რომ ჩვენ როგორმე გაგვითანაბრდნენ.არ იქნება გასაკვირი ახლო მომავალში მიზანს მიაღწიონ. ესპანეთს რაც შეეხება,მათთან თამაში უფრო რთული იქნება ვიდრე რუსებთან.
გოგი
"6 ერი" არ არის მხოლოდ სპორტული ტურნირი, ის პირველ რიგში კომერციული ღონისძიებაა. საქართველოს დამატებით, მით უმეტეს, იტალიის ჩანაცვლებით მხოლოდ ხარჯი გაეზრდებათ, შემოსავალს კი არაფერს მიიღებენ. შესაბამისად, მათთვის საქართველოს, ან რუმინეთის დამატება არაფრის მიმცემია. ერთადერთი შანსი, რომ მართლა დაფიქრნენ საქართველოს ნაკრების იქ დაშვებაზე, არის მინიმუმ იტალიის ნაკრებზე უკეთ თამაში, თანაც სტაბილურად და დანარჩენი 5 ნაკრებისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა და ზღვარზე თამაში. ეს კი უახლოეს პერსპექტივაში არ ჩანს. მინიმუმ 5 წელი, ამაზე ოცნებაც არ ღირს.
აბუ
ამ კონდიციის და დეგრადაციის მქონე ჩვენი ნაკრების დამატება ექვს ერში, ერთადერთი გამოიწვევს იმას რომ მაჩანჩალა იტალია აღარ აიღებს ხის კოვზს (((
Hit em up
6 ერის ტურნირის რომელ კრიტერიუმს აკმაყოფილებს ჩვენი ნაკრები? ირონიის და სარკაზმის გარეშე ვსვავ კითხვას. რა თქმა უნდა არც ერთს, და ამიტომაც ის რაც ვიცით ის მაინც რომ არ დაგვავიწყონ სჯობს იქ ვიყოთ სადაც ვართ. თუ არადა გვაქვს იტალიის მაგალითი რა უქნა მაგ ტურნირმა ერთ დროს ბევრად ძლიერ იტალიის ნაკრებს, რომელსაც დამარცხებულის მენტალიტეტი გამოუმუშავა. აქ ჩვენისთანა გაძვალტყავებულებს მაინც ვუგებთ დიდი პრობლემის გარეშე. ასე რომ ვისიამოვნოთ ჩვენი დივიზიონით)))))
გიორგი
ერთი რა მაინტერესებს, ჩვენ აპრიორი ვთვლით რომ თუ 6 ერში შეგვიშვებენ, ჩვენი რაგბი აუცილებლად განვითარდება. ამ დროს იტალია რამდენი ხანია რაც 6 ერშია და დაეწია დანარჩენ 5 ერს? სულ აუტსაიდერია ეგ გუნდი და რატომ გვქონია რომ 6 ერში შესვლით და ძლიერებთან პაექტორბით საქართველოს ნაკრები ავტომატურად გაძლიერდება?
სოსო
ინგლისელებმა მოიგონეს, ფეხბურთიც და რაგბიც.ფეხბურთი უფრო ადრე გახდა პოპულარული და დაიწყეს მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარება,მაგრამ ინგლისელებმა,ყოყოჩად უარი თქვეს იქ თამაშზე.გადიოდა წლები,იმართებოდა ჩემპიონატები და როცა ინგლისელებმა,ბოლოს და ბოლოს,როგორც იქნა მოიწადინეს იქ გამოსვლა,აღმოჩნდა,რომ ფეხბურთი,რამდენიმე ქვეყანაში,მათზე გაცილებით წინ იყო წასული.მხოლოდ ერთხელ,1966 წელს და ისიც ტოფიკ ბახრამოვის შეცდომის შედეგად შეძლეს,გაჩემპიონება.რაგბის მამებს,შიში აქვთ,რომ მსოფლის რაგბში ბატონობასაც დაკარგავენ და ამიტომ მაქსიმალურად ზღუდავენ სხვა ქვეყნებში მის განვითარებასაც.ცდილობენ,ინგლისურ ენოვან ქვეყნებში,ან კიდევ ყოფილ სამფლობელოებში განვითარდეს ეს სახეობა.ისინი კი ცდილობენ,მაგრამ არგენტინამ და იაპონიამ,უკვე საკმაოდ დიდი წარმატებები მოიპოვეს რაგბის განვითარებაში და საქართველოსაც ფინანსური პრობლემები რომ არა,შეეძლო,მათ საკმაოდ ახლოს მიჰყოლოდა(ფიჯის,მაინც ინგლისურენოვან სამყაროს მივაკუთვნებ).საფრანგეთი თავიდანვე კვალში ედგა ბრიტანეთს და მისი უგულებელყოფა არ გამოუვიდოდათ,ახლა კი,იტალიის გამოკლებაზე თუ წავიდა ლაპარაკი,ეს ისევ ამ იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებას ნიშნავს.იტალიის გარიცხვა,მათ სათამაშო დონეს,ძალიან დასცემს და ჩვენთვის ეს,არაფერში არაა ხელსაყრელი.ჩვენ უნდა ავიწიოთ მათ დონეზე და არა ისინი ჩამოვიდნენ,ჩვენ დონემდე.ჩვენ თვითონაც უნდა ვეცადოთ, გავაძლიეროთ ჩვენთან მოთამაშე გუნდები,რადგან,მხოლოდ ძლიერთან ბრძოლაში განვითარდები. ეს,ჩვენი სტიმულიც იქნება.
მალაქია
საერთოდ აუკრძალონ დანარჩენ მსოფლიოს რაგბის თამაში და იქნებიან ბედნიერად.
emigranti
რუმინეთის ნაკრები ერთ დროს ბობოლებს ტოლსწორად ეთამაშებოდა, მაგრამ ეხლა სადაა კარგად ხედავთ. იტალია რომ დააქვეითონ ისიც ესპანეთის და პორტუგალიის დონეზე ჩამოვა და აბა ჰე, ჩვენი ჯაჯგურით გადავუვლით ყველას. იტალიის მოკვეთა ექვსი ერიდან რაგბის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება და ჩვენთვის არაფრისმომცემი. ერთერთი ერის დამახასიათებლად თავად მათვე მიერ მოგონილ ანეგდოტს მოგიყვებით. ამ ერის წარმომადგენელმა ოქროს თევზი დაიჭირა, რომელმაც განთავისუფლების სანაცვლოდ ნებიმიერი სურვილის ასრულება შეჰპირდა. ოღონდ ერთი პირობით. რასაც მას შეუსრულებდა, ზუსტად ორჯერ მეტად შეუსრულებდა მის მეზობელს. ჰოდა იცით რა მოსთხოვა მეთევზემ?...სთხოვა თვალი გამომთხარეო. ძალიან არ მინდა ამ ერს დავემსგავსოთ, არადა სწორედ მაქეთკენ მივდივართ.
დიმა
ჩვენ, ამ ეტაპზე, უფრო იტალია გვჭირდება სპარინგ პარტნიორად, ვიდრე 6 ერის ტურნირი. იდეალური სქემა იქნებოდა, მაგრამ.... ოცნებას კაცი არ მოუკლავს!
G.LA
ვეთანხმები მოსაზრებას რომ იტალია ჩვენ ჯგუფში ჩამოაქვევითონ. ტიერი ერთის გუნდები მართლაც სხვა დონეა და ჩვენც ვერანაირად ვერ გავქაჩავთ. თუ იტალია დააქვევითეს ჩვენ ჯგუფი გაძლიერდება და საინტერესო გახდება.
გიორგი
ჩვენ ჩვენი გასაჭირი გვაქვს რომ უფრო ძლიერ გუნდებთან გვინდა პაექრობა, მაგრამ გულზე ხელი რომ დავიდოთ, არ ვართ 6 ერის დონის გუნდი, ღირსეული წინააღმდეგობის და მარცხის გარდა, სხვა რაიმე სასწაული ბორჯღალოსნებს არ მოუხდენიათ. ამიტომ მართლაც ისეთი ტურნირი და გუნდები თუ იქნება, სადაც რეალური კონკურენცია ექნებათ ჩვენებს და არა გასეირნება ქულებისთვის, კარგი იქნება. მერამდენედ უნდა მოვიგოთ ეს ტურნირი? აღარც ჩვენებს აქვთ მოტივაცია
zviads
ჩვენ თუ ფული ვერ ვიშოვნეთ უკან-უკან წავალთ...
გუსანი
მართალია... რეალური იქნება იტალიის გადმოსროლა უკან,ვიდრე ჩვენი იქ შესვლა...იასე კი კონკურენცია გაიზრდება , კარგი იქნება ესპანეთისთვისაც და რუმინეთი-რუსეთისთვისაც. ოღონდ- იტალია ატეხევას ერთ ამბავს, შეიძლება პოლიტიკურშიც გადაიზარდოს. კარგი იქნება ზ/ჩამოთვლილ ნაკრებებს კუძულელები დაამატონ/ან გააერთიანონ ახალი გათამაშებით , მაგარი იქნება იტალია, იაპონია, ფიჯი, ჩვენ, ტონგა, სამოა. არ დაგვავიწყდეს ამერიკა და კანადაც. რაღაცა რომ შესაცვლელია ცხადია.
გუსანი
100%
rugby
ჯერ ერთი 5 ერი 6- ზე საინტერესო ვერ იქნება, მეორე საქართველოს ნუ ადარებენ, საქართველო სხვა ერია, მესამე ამ ლოგიკით ირლანდიამაც წააგო ზედიზედ 2 თამაში მაგრამ ხომ არ ნიშნავს არ ვარგა და გადავაგდოთ ? ყველამ იცის რა გუნდიცაა
ალეკსანდრე
თუ სხვა გამოსავალი არ არის იტალია ჩვენ ჯგუფშო გამოუშვან, უფრო საინტერესო გახცდება შეხვედრები
კარგი აზრია
ყველაზე კარგი ვარიანტია. საერთოდ მეორე ეშელონის გუნდებმა ცალკე ტურნირი რომ შექმნან ეგაც კარგი იქნება ფიჯი სამოა ტონგა საქართველო იაპონია და იტალია. თუ არადა იაპონია და ფიჯი დაემატონ 4 ერის გათამაშებას, უკვე იმსახურებენ ისინი ამას. იაპონია განსაკუთრებით. თუ იტალიამ 2007 წელს იმდენი ქნა რო სამ ერში დაამატეს და 4 ერი გახდა იაპონიაც აგერ გმირობა ჩაიდინა მსოფლიოზე და ისედაც ძალიან ძლიერი გუნდია. ფიჯიმ აგერ ორი წლისწინ საფრნაგეთს მოუგო გასვლასე და სუპერვარსკვლავები ყავთ ხაზში
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს
"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა
"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?
სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით
"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
"ილიას გავთიშავ და ეს თავადაც იცის, ამიტომ გაექცა ჩემთან ბრძოლას" - არმან ცარუკიანი
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
რაგბის იტალიალი ლეგენდა: საქართველო "6 ერიდან" მაინც 1 წლის მერე გამოვარდება და აზრი?!
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
7 ლელო პირველ მატჩში - იტალიამ ნამიბიას გადაუარა
იტალია საქართველოზე გაცილებით კარგი გუნდია - კონორ ო'ში
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
იტალიის ნაკრებმა საქართველოს მსოფლიო რეიტინგში გადაუსწრო
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
იტალიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის დიდი სხვაობაა - იტალიური რაგბის თავკაცობის კანდიდატი
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან
გვეყო, საქართველო 6 ერში თამაშის შანსს იმსახურებს! - უელსის ნაკრების ექსკაპიტანი