რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები არ შედგა

AutoSharing Option
რაგბის კავშირში პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა. ამის მიზეზი კვორუმის უქონლობა გახდა. როგორც რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატმა სოსო ტყემალაძემ განაცხადა, ყველაფერი კარგად იქნება და არჩევნები ხელახლა ჩატარდება.

ავჭალის სტადიონთან იმყოფებოდნენ ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი უკვე არჩეულია და დღევანდელი ყრილობა არალეგიტიმური იყო. შეგახსენებთ, რომ ამჯერად საპრეზიდენტო კანდიდატად მხოლოდ იოსებ ტყემალაძე იყო დარეგისტრირებული. როგორც ცნობილია, გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. აქედან გამომდინარე, აბუსერიძე დღეს დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

alt

"დელეგატებზე ზეწოლა იყო და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს" - სოსო ტყემალაძე

alt"წადი!.. წადი!..." - ავჭალის სტადიონის შესასვლელში დაძაბულობაა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
არ ვიცი რა და სად ჩადო ბიძინამ, ერთი რამ კი ნათელია- სადაც ვითომდა მისი ფული ჩაიდო( ეგეც მთლად გაურკვეველი ამბავია და უფრო შეთხზულ ლეგენდას ჰგავს) ყველგან ამ ფულს მიჰყვა ნაყარმუყარი,უსინდისო და ხარბი ხალხი.გინდა ვითომცდა ეკონომიკაში ჩადებულ ფულს რომ საგანელიძეს მიანდო,გინდა ჯანდაცვაში უაზროდ გადაყრილი ფულის განკარგავს მუდამ კაიჶში მყოფი მინისტრს.ეხლა რაგბში,კტო ტაკოი ეტოტ პადაზრევაემი? რისი მენეჯერია,ტენდერებს რომ ატკატებით იგებს?
ჟორიკა
25 თებერვალი 2021 02:46
2
აღფრთოვანებული ვარ თქვენი (რაგბის კავშირის ყველა წევრს) ქართული საქმის კეთებით. ეს ქაოსი რომ ნაკრებზე მოქმედებს და მათ თამაშზე, რაც შესაბამისად გულშემატკივრებზე აისახება ამას ვერ ხვდებით!? არ შეიძლება ფულის სიყვარულს და გაუმაძღრობას გადააყოლოთ ქვეყნის აწ ყკვე "ეროვნული სპორტი". დამატებით მსოფლიო გვიყურებს და ხედავს ჩვენს მზეობებს. რაც სახელზე ცალსახად აისახება შედეგად გვეტყვიან ჯერ შიდა საქმეები მოაგვარეთ და მერე იფიქრეთ სადმე გაწევრიანება.
ქომაგი
24 თებერვალი 2021 18:33
1
ბიჯოოო ეს რახდება რა უაზრობაა პროსტაააააააა,ჯერ ეს ერთი კანდიდატის წარდგენა რომელი საუკუნეა რა უბედურებააა,რა არჩევანზეა საქმე როცა კანდიდატი ერთი გყავთ შემოგდებული! ადრე არჩევნები მართლა იყო თურმე!
irakli
24 თებერვალი 2021 18:04
2
მაგარია რა გელა ნუგზარაშვილი, მაინც ჩაშალა არჩევნები. ამბობენ, ტიჯანი ბაბანგიდა მოდისო პრეზიდენტად. გელას ნახევარძმა ყოფილა დედის მხრიდან. დედა ციმბირიდანაა, სოფელ სოსიბოლშოიდან.
ცუგო
24 თებერვალი 2021 16:23
1
ერთი რა მაინტერესებს, ყველა ჟურნალისტი იძახის იმან თქვა ამან თქვა, რომელიმემ რომ ჩაიხედოს რაგბის კავშირის წესდებაში და ისე ილაპარაკოს არ შეიძლება?!!!!!
zviads
24 თებერვალი 2021 16:18
0
Არ ვწერ ხოლმე აქ კომენტარებს მაგრამ ამომივიდა ყელში რა და ვიტყვი რომ აი თქვენ ვისაც გგონიათ რომ ივანიშვილმა 100მ ჩადო რაგბიში მაგრა მოტყუვდით. ნათესავი მყავს რომელიც ივანიშვილთან მუშაობდა და ყველაფერი იცის. Ეგ ფული საქართველოს ბიუჯეტიდან არის აღებული და არა მისი ჯიბიდან. Ნუ ბრიყვდებით რა ხალხო და ცოტა გამოფხიზლდით
Ლუკა
24 თებერვალი 2021 15:36
16
ადამიანის ყველაზე დიდი ნაკლი,უმადურობაა.
სოსო
25 თებერვალი 2021 17:20
1
არ ხართ მართალი.
კახა ბილაშვილი
24 თებერვალი 2021 21:11
7
ყველა გამოხმაურება
ყოჩაღ, ყველა უკლებლივ.
Რეზო
24 თებერვალი 2021 14:38
1

სიახლეები პოპულარული