რაგბი ევროპა - ლისაბონში იტალიელები გვიმსაჯებენ, თევზაძე სოჭში მიდის

AutoSharing Option
2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში "ბორჯღალოსნებისა" და პორტუგალიის შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

ლისაბონში მოედნის მსაჯი ნიეკი იქნება და მას კიდეებიდან ვედოველი და ბერტლი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი როშინია. თამაში 6 მარტს, საქართველოს დროით 19 საათზე დაიწყება.

ამავე დღეს სოჭში რუსეთი რუმინეთს მასპინძლობს და მოედნის მსაჯი ქართველი შოთა თევზაძეა, რომელსაც კიდიდან საბა აბულაშვილი დაეხმარება. მეორე კიდის მსაჯი მოლდოველი პროკოპი იქნება, ვიდეორეფერი კი ასევე ქართველი თორნიკე გვირჯიშვილია.

შეგახსენებთ, 2021-22 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატების ჯამის შედეგად, ორი მოწინავე გუნდი 2023 წლის
მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს, მესამე კი საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში ჩაერთვება.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული