"ბორჯღალოსნებმა" პორტუგალიას მძიმე ბრძოლაში სძლიეს და ბონუს ქულა მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის, მსოფლიოს შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლისაბონში პორტუგალია 29:16 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნებმა" 5 ლელო გაიტანეს ((მირიან მოდებაძე, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი მელიქიძე, შალვა მამუკაშვილი, თორნიკე ჯალაღონია) და ბონუს ქულაც მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეცვლილი და გაახალგაზრდავებული იყო,  შეიძლება ამას მივაწეროთ ის გარემოება, რომ გუნდი აშკარად შეუთამაშებელი ჩანდა, იყო ძალიან ბევრი გაუმართლებელი შეცდომა და საჯარიმოებისა და გარდასახვის მეტად დაბალი პროცენტი, რის გამოც მატჩის ბედი თითქოს ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ჩვენი გუნდის უპირატესობამ მოლებში და მეორე ტაიმის
შუიდან უკვე შერკინებაში სასწორის პინა ჩვენს მხარეს გადახარა და შეხვედრა ბონუს ქულით მოვიგეთ.

გამარჯვებულებს ნამდვილად არ ასამართლებენ, მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ შედარებით ძლიერ მეტოქესთან ასეთი თამაშით ნამდვილად დავისჯებით და ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია, რაც ჩვენზე უკეთ ნაკრების თავკაცობას ესმის და იმედი გვაქვს როგორც შემადგენლობის, ისე სათამაშო დისციპლინის მხრივ სიტუაცია გამოსწორდება.

მეორე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები 14 მარტს მადრიდში ესპანეთთან გამართავს, 20 მარტს კი კალინინგრადში რუსეთს დაუპირისპირდება.

პირველ ტურში რუსეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე რუმინეთს 18:13 სძლია.

მკითხველის კომენტარები / 31 /
აბსოლუტურად სამარცხვინო თამაში. ყველანაირი გადანეტების გარეშე. რიცა პორტუგალია მთელი თამაში ბურთს გაგიკონტროლებს და პირველ ტაიმს მოგიგებს საერთოდ რაზე ვსაუბრობთ????? რაუნდა მოხდეს ისეთი რომ მაისაშვილმა დატოვოს პოსტი? მაინდამაინც რუსეთმა უნდა მოგვიგოს და მერე გაბრაზებულმა ხალხმა თავად გადააყენოს თუ როგორ არის საქმე. 20 წელია რაგბს ვუყურებ და ცოტა მაინც გამეგება რაღაც. ვინმე თუ მეტყვის არგუმენტირებულად რატომ უნდა დარჩეს მაისაშვილი ხმას არ ამოვიღებ. მალე გაუშვით მალეეე
123
06 მარტი 2021 23:39
8
ერთი თამაში ყველას ჩაუვარდება,მიყვეს მეორე.. მაგრამ ვფიქრობ ეს ცალსხად უკუსვლაა და სჯობს ხმის ამოღება. არასდროს ვარ ჩასაფრებული,მაგრამ ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. იმედია დაძლევთ ამ კრიზისს და 6 ერს შეუტევთ. წარმატებები
ლაშა
06 მარტი 2021 21:26
4
6 ერის გამოცდილება,როდის უნდა გამოვაჩინოთ?მათიაშვილი,აფრასიძე,ესენი ამ თამაშში და სხვებიც ხომ არიან,ვინც 20 წლამდეწლთა ნაკრებში,ძალიან მ,აღალ დონეზე ასრულებდნენ დარტყმებს,21 წლამდეც მიიყოლიეს ეს სიზუსტე,მერე კი ყველამ გააუარესა ხარისხი და ახლა,ვერავითარ კრიტიკას ვეღარ უძლებს,მათი ფეხით თამაში.ვერც ერთი დაკიდებული ბურთი ვერ მოვიგეთ და უამრავჯერ დავჯარიმდით.შერკინება რომ შერკინებაა და პორტუგალია მუდამ სუსტი იყო,აქაც კი მოვახერხეთ, რამდენჯერმე დაჯარიმება.ერთი ეგ არის,რომ მოლში ვაჯობეთ ძალიან და ხაზში ვერ გვიდგებოდნენ,კარგად რომ დაერტყათ ჯარიმები,წასაგები თამაში იყო,აქ კი,ტკბილი ლუკმისათვის,ერთმანეთს სჭამენ ვითომ პატრიოტი ვაჟკაცები და სულ ფეხებზე ჰკიდიათ,რას იზავს ნაკრები.
სოსო
06 მარტი 2021 22:54
5
კაკოი პაზორ ნა ვეს რაიონ სლუშაი!
მარტო მოლით მოიგეს, მეტი არაფერი გაუკეთებიათ - მიაწექ მარო! ე რა ტყუილად გაჭმევ პურსა!
ოზუზი
06 მარტი 2021 21:58
5
მოლში თამაში მარტივი გგონია? თან 10 წუთი7 კაცით ვათრევდით მოლში
მოლი ურთულესია
06 მარტი 2021 22:20
4
და თამაშ მარტო მოლი გგონია? 80 წუთი მოლის მეტი ვერაფეი ვერ უნდა შეძლო?
ოზუზი
07 მარტი 2021 00:23
4
მინდა ყველას მივმართო ვინც აქ ნეგატივისგან სკდება, რა გჭირთ ვერ გავიგე რას ერჩით ჩვენ ბიჭებს ??? პორტუგალია თქვენ რღაცა სოფელი ხო არ გგონიათ (ფეხბურთს შეხედეთ პორტუს) ან ესპანეთი ან რუსეთი თავისი ბიუჯეტებით, ყველა მაგრა ვარჯიშობს და ეს შერკინება კიდე რატო ვერ უნდა გაგვიწიოს ვინმემ წინააღმდეგობა რა სხვა არ ვარჯიშობს?? ცოტა მოყენდით - რაც შეეხება 6 ერს მთელ ბრიტანეთში მილიონ ნახევარზე მეტი მორაგბეა, ჩვენთან რამდენი კაცი თამაშობს რაგბს?? 2000 ალბათ არც კი ... კარგით რა ცოტა პატივისცემა გამოიჩინეთ
Burdzgla
06 მარტი 2021 23:48
51
ნეგატივისგან სკდება რას ნიშნავს არ გავაკრიტიკოთ გასაკრიტიკებელი თუ როგორ არის საქმე. ამდენი ხანი რო ყვეკაფერზე ყოჩაღ ბიჭები ვიძახეთ იმიტო მივედით აქამდე. თუ მარტო ფეხბურთელები უბდა ვაკრიტიკოთ. არცერთი ისეთი კომენტარი არწერია სადაც ბიჭებს შეურაწყოფას აყენებენ პირიქით ვენაცვალე გულში ყველას მაგრამ გასაკრიტიკებლები არიან. სამარცხვინო თამაში იყო და არგვინდა ეს ხარახურა ლაპარაკი რა
ქართველი
07 მარტი 2021 00:35
7
ტყუილია თითქოს ვინმე ბიჭებს ლანძღავდეს! ვაკრიტიკებთ მწვრთნელებს და უმაქნის რაგბის კავშირს, რომელაც წელიწადზე მეტია ვერ მოახერხა პრეზიდენტისა და გამგეობის არჩევა. ამათ საერთოდ უნდა შეუწყვიტოს დაფინანსება მთავრობამ და სპონსორებმა და მერე მოვლენ აზრზე!
გიორგი
07 მარტი 2021 12:14
0
კარგია მოგება!
როგორც იქნა მიხვდნენ ნაკრებში რო 9 ნომერზე სიახლე იყო საჭირო და ორივემ ღირსეულად,სწორად და რაც მთავარია სწრაფ ტემპში ითამაშა ითამაშა!
პირველი ხაზი ბოლო 5 წლის წვალების და ბუქსავის შემდეგ მართლაც მაგრა გამოიყურებოდა და გადათელა მოწინააღმდეგის შერკინება !!!!
ასე რომ პირველი ხაზში ამ ბიჭებს თუ არ შეცვლიან ძველ დიდებას დავიბრუნებთ!!! 2 ხაზი და მთელი შერკინება მოწოდების სიმაღლეზე იყო რაც მილებში გამოჩნდა ძალიან კარგად!!
აი უკანა ხაზი კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს!!!!
ხმალაძე და მათიაშვილი აშკარად არ არის ძირითადის ხალხი, თუ რატო ამას ყველა ვხედავთ და აღარ ვიტყვი....
სიახლეებია საჭირო ამ პოზიციებზე და ყველაფერი იქნება კარგად!!!
უკანა ხაზი რომელიც ერთ გაჭრას ვერ აკეთებს თამაშის მანძილზე მემგონი შესაცვლელია!!!
აბა ვნახოთ ესპანეთთან როგორ ვითამაშებთ.
წარმატებები ბიჭებს!!!
სპორტ ფაზა
06 მარტი 2021 23:44
3
ახალი მწვრთნელი აუცილებელია და ეს მაისაშვილმაც იცის. ახალ მწვრთნელს ხეშეკრულება ვიღაცამ ხომ უნდა გაუფორმის? აბუსერიძის ხელმოწერას იურიდიული ძალა არ აქვს. არადა აბუსერიძე ახალი არჩევნების ჩაშლას ცდილობს. ამას ჰქვია რაგბის სიყვარული? ფულის, კი ბატონო!
გიორგი
06 მარტი 2021 23:16
3
saswrafod moashoret maisashvili ! davigupebit.
Gaga
06 მარტი 2021 21:18
4
ვინ უნდა მოაშოროს? თან სასწრაფოდ.. დროებით რომ არის თვითონ იცის ყველაზე კარგად, უბრალოდ ეხლა სხვა გამოსავალი არ გვქონდა.
გიორგი
06 მარტი 2021 21:50
3
მგონი ჯალაღონია გახდება ლიდერი თავის დროზე. ძველი ცუცქირიძე ძალიან გვაკლია. დანარჩენი რაც გვაკლია კი აშკარაა. მოყვარულპორტუგალიას ფეხით დამრტყმელიც უკეთესიყავს თამაშში, და სისხარტეც გვესწავლება მაგათგან.
ლუკა
06 მარტი 2021 21:21
2
2023 ის მსოფლიომდე ყველა ცდილიბს რომ მაქსიმალური გააკეთოს მოიყვანოს ახალი მწვრთნელი და ასე შემდეგ. ჩვენ რას ვშვებით ამდროს? კარგითრა
ქამონ
06 მარტი 2021 23:40
3
ნახევარი საქართველო დაავადდა და ვაქცინა ვერ შემოგვიტანია, რა მწვრთნელის სემოყვანაზეა საუბარი.
...
07 მარტი 2021 00:59
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული