რაგბის კავშირის საარჩევნოს ყრილობაზე ხმაური და დაპირისპირებაა

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ექსპო ჯორჯიაში", სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს ხმაურია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირების მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ცნობისთვის, დღეს, "ექსპო ჯორჯიაში" რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია სოსო ტყემალაძე.

გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ
დაარეგისტრირა.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
aset samarzxvino sakziels verzet kvekanashi naxavs kazi,ase junglebiz ar ikzevian,ra shors vart zivilizaziisgan....
qomagi
14:42 10-03-2021
0
აბუსერიძე, წინა მოწვევის პარლამენტში მელიას დაჭერას რო აძლევდი ხმას უსამართლოდ, ხო მოგადგნენ შენც.

სხვას რო მოექცევი უსამართლოდ მერე შენ არ უნდა იძახო უსამართლოდ მექცევიანო.
Giga
15:39 10-03-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული