მაისაშვილი: თუ ესპანეთთან თავად არ მოვიქცევთ წნეხში თავს, მატჩი სასურველი სცენარით წარიმართება

AutoSharing Option
14 მარტს მადრიდში ესპანეთან ჩასატარებელი მატჩის წინ რაგბის კავშირის საიტთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"ესპანეთი ბოლო წლებში კარგ გუნდად ჩამოყალიბდა, ჩვენთან ერთად ამ ტურნირზე ერთ-ერთი ფავორიტია. ბუნებრივია, რომ ჩვენთან მატჩისათვის განსაკუთრებულად ემზადებიან. არც ერთი გუნდი არ არის, რომელიც ჩვენთან სათამაშოდ განსაკუთრებულად არ ემზადება. ნაადრევ ფინალზე ჯერ საუბარი არ შეიძლება, რადგან ეს მეორე ტურია. არავინ იცის, შემდეგ ტურებში რა შედეგები დაფიქსირდება.

არაერთხელ აღვნიშნე, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის 32 მორაგბე გვყავს, როტაცია თამაშიდან თამაშამდე აუცილებლად იქნება, სხვადასხვა მოთამაშეებს მიეცემათ შანსი.
სამწუხაროდ, ტრავმებიდან გამომდინარე, რამდენიმე იძულებითი ცვლილების განხორციელება მოგვიწია. ეს ბუნებრივი პროცესია, სადაც მორაგბეებზე დაკვირვება და გუნდის ჩამოყალიბება ხდება.

მეტოქეს სწრაფად, ხელდახელ თამაში შეუძლია, შეჯგუფებებში, მოლში პრობლემების შექმნა. ვფიქრობ, ჩვენი უპირატესობა ორთაბრძოლები და გამოცდილებაა. ამას სათამაშო კუთხით ვიძახი და არა ასაკით, თორემ ისე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გვყავს. მიმაჩნია, რომ ტემპით და ფიზიკურობით უკეთ შევძლებთ ორი ტაიმის თამაშს. თუ თვითონ არ მოვიქცევთ წნეხში თავს და სწორად მივყვებით გეგმას, შევძლებთ თავს მოვახვიოთ ჩვენი ტაქტიკა და შეხვედრა ჩვენი სცენარით წარიმართოს. როგორ გამოვიყენებთ ამას, მატჩისას გამოჩნდება".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერა ვინმეს ამ კაცის?
თემო
14:15 14-03-2021
0

სიახლეები პოპულარული